ილიაუნის უარი მღვდლისთვის ლექციის ჩატარებაზე დისკრიმინაციული არ ყოფილა

სტუდენტური ცხოვრება

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უარი დეკანოზ თეოდორე გიგნაძის საჯარო ლექციების ციკლის ჩატარებაზე საუნივერსიტეტო სივრცეში არ არის დისკრიმინაციული გადაწყვეტილება. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქმის წარმოება შეწყვიტა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამამართლებელი დასკვნა გამოიტანა.

 ☼  გსურს იტალიური ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

2014 წლის 24 დეკემბერს ილიაუნის სტუდენტების ნაწილმა, მიმართა უნივერსიტეტის რექტორს მოთხოვნით, რომ თვეში ერთხელ, უნივერსიტეტის შენობაში გამოეყოთ დარბაზი დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან შეხვედრების ჩასატარებლად, საბაბით, რომ მათი ინტერესის საგანს წარმოადგენდა მართლმადიდებლურ მრწამსთან დაკავშირებული საკითხები.

2015 წლის 15 იანვარს, საჯარო შეხვედრაზე, უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს თეოდორე გიგნაძის მოწვევაზე უარი უთხრა.

განმცხადებლებმა მიიჩნიეს, რომ გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს. სახალხო დამცველის აპარატი, შესული განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 5 მარტიდან აწარმოებდა მოკვლევას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ საქმეში დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, და შეწყვიტა საქმის წარმოება.

იხილეთ ასევე: თსუ-ის გაზეთის რედაქტორი საჯარო ბოდიშს იხდის

 თსუ სტუდენტური კონფერენციის ჩასატარებლად უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს

სტუდენტური ორგანიზაციები თსუ-ის აკადემიური თავისუფლების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები