საქართველოსა და ლატვიის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ლატვიის მთავრობა აცხადებს სტიპენდიებს ლატვიის უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლებლად ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტურნატურის საფეხურებზე, ასევე ახალგაზრდა მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
მონაწილეს აუცილებელია რომ დახურული ჰქონდეს მინიმუმ ერთი აკადემიური წელი.
სტიპენდიების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ თქვენ ჩააბარებთ ლატვიის რომელიმე უმაღლესი სასწავლებელში თქვენთვის სასურველ მიმართულებაზე.
სასწავლო პროგრამები იხილეთ აქ.
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის შეადგენს 500 ევროს. დოქტორანტებისთვის კი 670 ევროს.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სტუდენტს აღნიშნული სტიპენდიის გამოყენება შეუძლია როგორც სწავლის საფასურის გადასახდელად, ისე საცხოვრებელის ან სხვა ხარჯების დასაფარად.
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, თუმცა არ მოითხოვება დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ტესტის ჩაბარება.
სტიპენდიების მოსაპოვებლად საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია და მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად გადააგზავნოთ ელეტრონული ფოსტით (დამატებითი დოკუმენტების ნუსხა მითითებულია აპლიკაციაში).
დოკუმენტაციის მიღების დედლაინია 1 აპრილი, 2016 წელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
საკონტაქტო პირი: Ms Aija Jakovica, [email protected]
ასევე იხილეთ:
ქართველი სტუდენტებისთვის ტარტუს უნივერსიტეტში სამაგისტრო სტიპენდიები გამოცხადდა
საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი დაფინანსებით საბერძნეთში
სასწავლო სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის ტალინის უნივერსიტეტში