ხატია სვანიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტია. ის საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტია. ადრეული ასაკიდან აქტიურად ჩაერთო სამოქალაქო ცხოვრებაში და რამდენიმე სტუდენტურ ორგანიზაციაში გაწევრიანდა. ნახევარი წელია, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია აისეკის ვიცე პრეზიდენტი და ამავე ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის პრეზიდენტია. studinfo.ge მასთან ინტერვიუს გთავაზოვთ:
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
როდიდან ჩაერთე სამოქალაქო აქტივიზმში?
– პირველი ჩემი ნაბიჯები იყო ორგანიზაცია „Campus Lions club“-ში. პარალელურად, სადაც უხოელები იყვნენ ყველგან დავდიოდი, ყველა შანსს ვიყენებდი სადაც კი ინგლისური ენის პრაქტიკა იყო შესაძლებელი.
რა სირთულეებს აწყდება ზოგადად მიზნისკენ მიმავალი ადამიანი?
– წარმატებისაკენ მიმავალი გზა თავად ადამიანზეა დამოკიდებული. ის, რაც ამ გზაზე მიმავალს ეღობება წინ, არის: შიში, თავდაუჯერებლობა, ქედმაღლობაც, ან ზედმეტად თავდაჯერებულობა. მეორე მხრივ, ხშირად უსახსრობაც ქმნის ხოლმე პრობლემას. თუმცა, ვფიქრობ, თუ ძალიან გინდა, ნაკლებად შეუძლია რამეს ხელი შეგიშალოს.
როგორ ფიქრობ, ლიდერად დაიბადე, თუ ეტაპობრივად შეიძინე საჭირო თვისებები?
– პირადად მე, ვფიქრობ, რომ ბუნებით ლიდერი ვარ, მაგრამ თუ გარემო-პირობებმა და მიღებულმა ცოდნამ არ შეგიწყო ხელი, რთულია რეალიზება. ძალიან გამიმართლა, რომ აისეკში ადრეულ ასეკშივე მოვხვდი და ამხელა პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას ვიღებ.
მომიყევი შენს საქმიანობაზე აისეკში. რა გზა გაიარე, სანამ ორგანიზაციის სათავეში მოექცეოდი?
ამ ორგანიზაციის წევრები იღებენ მრავალმხრივ სამუშაო გამოცდილებას. წერენ და ახორციელებენ პროექტებს, ორგანიზებას უწევენ უცხოელი სტუდენტებისთვის საჭირო ღონისძიებებს. ჩემი წევრად მიღებიდან 6 თვეში ლოკალური კომიტეტის არჩევნები ჩატარდა. ახალ წევრებსაც ჰონდათ შანსი, მონაწილეობა მიეღოთ. მეც ვცადე და ამირჩიეს. ჩავიბარე დეპარტამენტი, რომელიც უცხოელი მოხალისეების ჩამოყვანასა და მათთვის პროექტების, პარტნიორების მოძებნას უწევს ორგანიზებას. სწორედ ეს დეპარტამენტია ყველაზე წარმატებული ქუთაისში ეროვნულ დონეზე და ჩვენი ლოკალური კომიტეტის ფოკუს-პროგრამაც ეს არის.
მითხარი შენი 4 ძირითადი თვისება, რომელიც გამოგარჩევს და გეხმარება წარმატებაში?
– პირველ რიგში, – ობიექტური ვარ საკუთარ თავთან. არ მიჭირს იმის გარჩევა, რა ვიცი ან არ ვიცი. მეორე – არ მეზარება სწავლა, პირიქით, ყოველთვის ვცდილობ შანსი გამოვიყენო რაიმე ახლის გამოსაცდელად/სასწავლად. მესამე – ზუსტად ვიცი, რა მინდა და რა არ მინდა. მეოთხე – მიყვარს სიახლე, რისკიც (გააჩნია ოღონდ), ამის მაგალითია, თნდაც ის, რომ მეოთხე კურსიდან თბილისში გადავდივარ საცხოვრებლად და სწავლის გაგრძელებასაც იქ ვგეგმავ.
წარმატება თითქმის შეუძლებელია შესაბამისი ცოდნის გარეშე, შენ სად მიიღე ეს ცოდნა? რა როლი აქვს უნივერსიტეტს შენს წარმატებაში?
– ცოდნა უნივერსიტეში მივიღე, მაგრამ იმის მეასედი რაც ვიცი. უცხო ენები სკოლის პერიოდში ვისწავე, გავიუმჯობესე პრაქტიკაში. თეორიული ცოდნის დიდი ნაწილიც სკოლის პერიოდში დავაგროვე, თუმცა, სულ სკოლაში არა. ჩემითაც ბევრი რამ ვისწავლე: წიგნები, ინტერნეტი, ტრენინგები, საინტერესო ადამიენების გარემოცვა… განათლებაში თავისი როლი აქვს უნივერსიტეტს, თუმცა, არც ისე დიდი. მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და არსებითი ისაა, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვის გარეშე ბევრ რამეზე წვდომა არ მექნებოდა.
შენი, როგორც წარმატებული სტუდენტის გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობ, ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან სამოქალაქო აქტივიზმით? როგორ შეაფასებდი მათ მისწრაფებებს?
– ჩემი ასაკის ახალგაზრდობა, სამწუხაროდ, სამოქალაქო კი არა და, თავისი ცხოვრებითაც არ ინტერესდება, დიდად. ვიტყოდი განათლების ნაკლებობის ბრალია-მეთქი, მაგრამ სასაცილო იქნება ან სატირალი, იმიტომ რომ მინიმუმ 80% უნივერსიტეტში სწავლობს. ძირითადად, შეგნებისა და ხედვის პრობლემაა. კომფორტულად გრძნობენ თავს არაფრის კეთებაში. მათთვის მთავარია, ჩააბარონ, თუ დიპლომიც ექნა, ხომ კარგი და თუ არა, მეორე-მესამე კურსზე დაოჯახდებიან და მორჩა. მოკლედ, ამგვარ მოთხოვნილებებთან ერთად, რთულია განვითარება.
სად წარმოგიდგენია თავი 5 წლის შემდეგ?
– ასე ზუსტად არ ვიცი სად ვიქნები დაახლოებით 5 წელიწადში მაგრამ გეგმაშია: მაგისტრატურა, დოქტორანტურა, დიდი თეორული და პრაქტიკული ცოდნის მიღება და ყველაფრის უკან დაბრუნება. ბევრ ქვეყანაშიც წავალ, იმედია, მაგრამ აქ ვგეგმავ ბევრი კარგი რამის გაკეთებას.
ავტორი: მარუსა ხურციძე