სტუდენტი დედა: – მთავარი მონდომებაა

სტუდენტური სახე

 

სტუდენტობა რომ განსაკუთრებული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, – ამას ყველა ვაღიარბთ, მაგრამ როგორი შეიძლება იყოს დედობა სტუდენტობასთან ერთად? სწავლა და ამავდროულად, შვილის აღზრდა? – ეს, ვისთვის წარმოუდგენელი, ვისთვის კი – სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა.

მარი მაზიაშვილი სტუდენტ დედებს შორის ერთ-ერთია. ის კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტია და უკვე, სამი თვეა, რაც  პტარა ლუკას დედა გახდა. მარი გვიყვება, თუ როგორ უთავსებს ორ უმნიშვნელოვანეს როლს ერთმანეთს და რას ფიქრობს ის საკუთარ გადაწყვეტილებაზე.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

მარი, გავიგეთ, რომ ორსულობის პერიოდში, ბოლო დღემდე აქტიურად ესწრებოდი ლექციებს, რაც ნამდვილად გასაკვირია. მოგვიყევი, როგორ გრძნობდი თავს და თუ იყო სირთულეები?

– საერთოდ მე ძალიან აქტიური ადამიანი ვარ და არ შემიძლია ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება. არც ორსულობას შევუცვლივარ, პირიქით, მემგონი, უფრო აქტიური გავხდი. თანაც, გავიგე, რომ  ორსულისთვის სიარული კარგი ყოფილა და ძალიან ბევრს დავდიოდი ფეხით. დროს მეგობრებისთვისაც ვნახულობდი, საყვარელ ადამიანსაც თავისუფლად ვუთმობდი დროს და უნივერსიტეტშიც დავდიოდი, მიუხედავად იმისა, რომ მისასვლელად სამი ტრანსპორტის გამოცვლა მჭირდებოდა. თავბრუსხვევები მაწუხებდა და რამდენჯერმე მეტროში გავხდი ცუდად, თუმცა ამის გამო განსაკუთრებული პრობლემები არ შემქმნია.

– როგორი იყო  ლექტორების დამოკიდებულება?

– განსაკუთრებული რეაქცია არავის ჰქონია, უბრალოდ, უკვირდათ ცხრა თვის ორსულს ლექციებზე რომ მხედავდნენ. ხანდახან, ხუმრობდნენ ხოლმე, – ბავშვი, ალბათ, უნივერსიტეტში დაიბადებაო.

12509459_1091674024215974_5023949539779017848_n

– როგორ ართმევ თავს დედობასა და სტუდენტობას ერთად? რა შეიცვალა შენთვის  ამ მხრივ?

უნდა ვაღიარო, რომ სტუდენტობა და დედობა ერთად ნამდვილად რთულია. სანამ ბავშვი მეყოლებოდა, ვამბობდი, არასდროს ვიწუწუნებ და თავს ყველაფერს კარგად გავართმევ-მეთქი. ყველაფერი გაცილებით ადვილი მეგონა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ასე არ ყოფილა. აკადემიურის აღებასაც ვფიქრობდი, თუმცა, დროის დაკარგვა არ მინდა. ამიტომ, გადავწყვიტე, სწავლა გავაგრძელო. ვცდილობ, კარგი დედაც ვიყო და კარგი სტუდენტიც.

 მეუღლე და ოჯახის წევრები თუ გეხმარებიან? ხელს გიწყობენ?

 მეუღლე მუშაობს და შეძლებისდაგვარად, მეხმარება. აი, დედაჩემი კი, რომ არ იყოს, მართლა არ ვიცი რა მეშველებოდა, ყველანაირად ხელს მიწყობს და ყველაფერში მეხმარება.

– როგორ მოგწონს შენი თავი სტუდენტი დედის ამპლუაში?

ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დედა გავხდი. ვფიქრობ, სტუდენტობა და დედობა ერთმანეთს ხელს არ უშლის. მთავარი მონდომებაა.

– და ბოლოს, გვითხარი, რა არის შენთვის ყველაზე სასიამოვნო დედობაში?

ყველაზე მეტად ჩემს შვილზე ზრუნვა მსიამოვნებს. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ასეთი საჩუქარი გამიკეთა და ლუკა მაჩუქა. აქამდე, ვერც წარმომედგინა, რა იყო დედობა. სანამ არ გამოცდი, მაინც წარმოუდგენელია, მიხვდე, რას ნიშნავს, იყო დედა. 

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები