ყოველდღიური სტუდენტური დილემები

მხიარული ინფო

სტუდენტი არის ადამიანი, რომელიც მინიმუმ 4 წლის განმავლობაში ცუდად იკვებება, მგზავრობს გადატენილი ავტობუსით, იძინებს გვიან, იღვიძებს ადრე და წარმოდგენა არ აქვს მომავალში სად იმუშავებს.

ამ ადამიანს ცხოვრებაში რთული და დილემური მომენტები არაერთხელ უდგება დღის წესრიგში და ხშირადვე უწევს მათ მოგვარებაზე თავის მტვრევა. „როგორ ვქნა ისე, რომ საგანი არ შემეტენოს, სემესტრი არ დამემატოს, გამოცდა მეცადინეობის გარეშე ჩავაბარო, სემინარის ქულები დასწრების გარეშე დავიწერო, დიპლომი ავიღო…“ ეს და სხვა მრავალი კითხვა განუწყვეტლივ ტრიალებს სტუდენტის თავში.

თუმცა არსებობს სხვა პრობლემური საკითხებიც, რომლებზეც ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ და მათ მოგვარებაზეც ვიტყვით ორიოდ სიტყვას:

  1. როგორ მოვიგდოთ ხელთ ძვირადღირებული სასწავლო წიგნის ქსერო ასლი;

1

უამრავი სტუდენტი ყოფილა მსგავსი დილემის წინაშე: წიგნის ყიდვა თუ ასლის გადაღება, საკითხავი აი ეს არის. წიგნი რომელიც მაღაზიის თაროებზე უამრავია და ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია, მაგრამ ცეცხლის ფასი ადევს, ისევე მიუწვდომელია, როგორც მზის სხივი. თუმცა პოეზია გვერდზე გადავდოთ. წიგნის ყიდვის ალტერნატივაა კვირები ველოდოთ ჯგუფში ვინ გასულელდება პირველი წიგნს იყიდის და შემდეგ შედარებით იაფად ქსერო ასლი გავაკეთოთ. საბოლოოდ აღმოაჩენთ, რომ ქსეროქსის გადაღება გაცილებით რაციონალური ნაბიჯია, ვინაიდან წიგნში შესული მასალის 70 პროცენტი როგორც წესი უბრალო ლირიკული გადახვევაა, შემდეგ მთავრდება სემესტრი და ეს წიგნიც ისევე ოხრად გრჩება, როგორც მოგვიანებით დიპლომი.

  1. ყოველ დღე ლობიანისა და წყალში გასახსნელი „სუპების“ ჭამა

2

ჯიბეგამოფხეკილი სტუდენტის მენიუ ყოველთვის მწირი და ღარიბულია.  ის კი რასაც ყოველდღიურად მიირთმევთ „ჯანსაღისგან“ ძალიან შორსაა. იმედია არცერთ სტუდენტს არ აქვს იმის ილუზია, რომ ნამდვილ, კარაქში გამომცხვარ ლობიანს თუ სხვა ცომეულს  მიირთმევს. დღეში რამდენიმეჯერ გადადუღებულ ცხიმში ნაჭყუმპალავები ცომის ჭამა კი აუცილებლად გულის და არა მარტო გულის დაავადებამდე მიგიყვანთ. არსებობს ლეგენდა იაფიან და ამავე დროს ჯანსაღ საკვებზე. წარმტაებას გისურვებთ მის მოძებნაში.

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

  1. ავეჯის სიმცირე

3

როცა წესიერი საჭმლის ყიდვაც კი არ შეგიძლია  ავეჯზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ,  მოზრდილი მუყაოს ყუთი, რომელიც სამადლოდ რომელიმე სუპერმარკეტში მოგცეს თავისუფლად შეგიძლიად გამოიყენოთ კომპიუტერის მაგიდად (თუ ასეთი მოგეპოვებათ) ან სკამად. ბოლოს და ბოლოს კარგი მასპინძელი სტუმარს იატაკზე ხომ არ დასვამს, ღმერთმა იცის იქ რა დაღოღავს.

  1. მეგობრების ხშირი მონახულლება (მუქთა საჭმლის საბადო)

studentstruggles_freefood

მეგობართან სტუმრად მისვლა, განსაკუთრებით  სადილობის დროს შესანიშნავი იდეაა,მთავარია თქვენსავით ჯიბეგაფხეკილ მასპინძელს არ მიადგეთ ცარიელი კუჭით. კიდევ ერთი ალტერნატივაა ალაფურშეტები. საბედნიეროდ უნივერსიტეტში ხშირად ეწყობა ღონისძიებები, სადაც უფასო საჭმლის მოპოვებაა შესაძლებელი და როცა ეს შანსი მოგეცემათ, არ უნდა „გამაზოთ.“

  1. ყვითელი ავტობუსები.

yviteli

ტაქსზე რომ არაფერი ვთქვათ სტუდენტისთვის  სამარშუტო ტაქსით გადაადგილებაც დიდი ფუფუნებაა. შესაბამისად  მეტროთი ან ყვითელი ავტობუსით უწევთ სარგებლობა. ამ უკანასნელით მგზავრობის “სიამოვენბა” ეთხელ მაინც თუ გამოგიცდიათ  შეუძებელია გულით არ შეგებრალოთ ის სტუდენტები, რომლებსაც ყოველ დღე არაერთხელ (ან ორჯერ) მგზავრობენ ამ ბორბლებიანი ჯოჯოხეთით.

  1. კინო, როგორც გართობის წყარო.

studentstruggles_movies

კინოს ბილეთები საკმაოდ ძვირია (მიუხედავად სტუდენტური ფასდაკლებებისა). თუ თან პოპკორნის და პეპსის შეტანა გსურს, მინიმუმ მობილური უნდა დაალომბარდო. მოკლედ , ფილმის ყურება მეგობრებთანაც შეიძლება, უზარმაზრ პლაზმურ ეკრანზე ვერა, ლეპტოპის მცირე ეკრანსაც თავისი მუღამი აქვს.

  1. ვის სჭირდება ექიმი როცა „გუგლი“ არსებობს.

studentstruggles_illness

„იქნებ უბრალო თავის ტკივილი არ არის და  ტვინის კიბო მაქვს ან  ანევრიზმა“. თუ მსგავსი დილემის წინაშე დადექით, ეცადეთ ყოველთვის ოპტიმისტურნი იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოკვლევები იმდენი დაგიჯდებათ, რომ საბოლოოდ თირკმლის გაყიდვა მოგიწევთ, რაც, როგორც ექიმები ამბობენ, არც ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. „გუგლიც“ მზადაა უფასო სამსახურისთვის, ამიტომ მოიშველიე ინტერნეტი ფანტაზიასთან ერთად და თავადვე დაუსვი დიაგნოზი საკუთარ თავს. თუ გაგიმართლა, ყველაფერი კარგად ჩაივლის, თუ არა, გაიხსენე რომ ღმერთმა შანსები არ დაგიტოვა.

  1. სარეცხი.

laundry

ეს სტუდენტებისთვის (განსაკუთრებით მამრ. სქესისთვის) ერთობ მტკივნეული თემაა. ოდესმე აუცილებლად დგება მომენტი, როცა ტანსაცმლის სუნი თავად სტუდენტსაც კი აწუხებს და ხვდება, რომ დადგა ჟამი მათი გარეცხვისა. სტუდენტი მაქსიმალურად აჭიანურებს ამ პროცესს და იყენებს შემდეგ ტექნიკას:

როცა ბინძურ მაისურს მიაგდებს და სათადარიგოს ჩაიცვამს, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ ამ სათადარიგოსაც გაუვა ვადა, ისევ იმ მიგდებულ მაისურს უბრუნდება და თავს იმით იმშვიდებს რომ მაისურს აქვს მაგიური უნარი, უქმად გდების დროს თავი ავტომატურად განიწმინდოს. ეს ერთგვარი მაგიური წრეა და შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაირღვეს.

თარგმანი: ქეთი ქურციკიძე

იხილეთ ასევე: ყველა სტუდენტისთვის ნაცნობი მომენტები საგამოცდო პერიოდიდან

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები