1. ლანა დანელიშვილი – „ტანსაცმელს ძირითადად თბილისის მაღაზიებში ვყიდულობ. მეორადი ტანსაცმლის ყიდვა არ მეთაკილება, მაგრამ ჯერ არ მიყიდია არაფერი.
2. დავით ამაშუკელი – „მაღაზიებში ვყიდულობ ხოლმე. მომწონს „ზარა“ და „დიზელი.“ ვყიდულობ გამოწერითაც.“
3. დალი ლატარია – „ ტანსაცმელს ვყიდულობ მაღაზიებში. მომწონს „კოტონი,“ „მალსი,“ „ვაიკიკი,“ „შოდი.“
4. სალომე გაგნიძე – „ H&M” მომწონს, ასევე „ზარა.“
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
5. თამუნა იმნაძე – „მე ვყიდულობ ხოლმე სხვადასხვა მაღაზიაში – „ვაიკიკი,“ „კოტონი,“ „ზარა,“ „დეფაქტო.“
6. ირაკლი ჩარგეიშვილი – „ქარვასლაში დავდივარ ხოლმე. ვყიდულობ სხვადასხვა მაღაზიაში – „კოტონი“, „სელიო“ და ა.შ..“
7. სალომე გუმბერიძე – „ ძირითადად მაღაზიებში ვყიდულობ. რომელი მომწონს კონკტეტულად ვერ გამოვყოფ. ზოგჯერ ვიწერ ხოლმე ინტერნეტითაც.“
8. თამთა სეხნიშვილი – „ძირითადად „ზარაში“ ვყიდულობ. online შოპინგი კი ჩემი ჰობია.“
9. ერეკლე ტურაშვილი – „ძირითადა ვიწერ ამაზონიდან.“
10. ნანა გიორგაძე – „ხან მაღაზიებში ვყიდულობ, ხან ბაზრობაზე.“
11. ანა მახათაძე – „ყველგან ვყიდულობ, გამოჩეულად ვერ ვიტყვი. ლილოშიც დავდივარ და მაღაზიებშიც.”
12. თედო ჯგერენაია – „ტანსაცმელს ვყიდულობ ბაზრობაზე, როგორც ყველა ქართველი. ინტერნეტითაც ვიწერ ზოგჯერ.“
13. შმაგი ყვირილიანი – „სხვადასხვა მაღაზიებში. „გლდანი მოლში“ და „ვაიკიკიში“ ვყიდულობ ხოლმე. ასევე დავდივარ ბაზრობაზეც. მეორადი ჯერ–ჯერობით არ მიყიდია.
14. სალომე სონგულია – „სადაც მომეწონება იქ, ბაზრობაზეც მიყიდიადა მაღაზიებშიც.“
იხილეთ ასევე: სტუდენტური სტილი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში
ავტორი: ელისაბედ ებრალიძე