სტუდენტი VS ფინალურები (+გიფები)

მხიარული ინფო

თავდაპირველად იყო სიტყვა. შემდეგ შეიქმნა სამყარო. სტუდენტისთვის, თავდაპირველად უნდა იყოს გადაწყვეტილება მეცადინეობის დაწყებასთან დაკავშირებით, რათა საგანი, რომელიც არც მძიმეა, არც ბლაგვი, მაგრამ მაინც მტკივნეულია, არ შეეტენოს. იკრებ შენში ენთუზიაზმის ნარჩენებს და ომს უცხადებ ოთახის კუთხეში ქარის წისქვილივით აკოკოლავებულ კონსპექტებს;

635801863703216105-667690031_tumblr_movpwq2DtK1rlh0fuo1_400

ენთუზიაზმი ქარწყლდება, როცა აცნობიერებ რომ თამამად შეგიძლია კონსპექტებს უთხრა: “თქვენ ხართ ოთახში ჰაერზე მეტი”.

2

მალე ხვდები, რომ კონსპექტების კითხვა ყველაზე მძლავრი სნატვორნია მსოფლიოში და მისი ზემოქმედების ქვეშ ექცევი – გიმძიმდება ქუთუთოები, გულისცემა გინელდება, სხეულში სისუსტე გეპარება და შენი გონება სიზარმაცის სქელ ფიფქებში ეხვევა.

3

ძილ-ბურანს, დასასრული აქვს. დასასრული აქვს ფილმსაც, სერიალსაც, ბრაზილიურ სერიალსაც კი. მხოლოდ სწავლას არ აქვს დასასრული და როცა იღვიძებ, კონსპექტების მთა კვლავ ძველ ადგილზე გხვდება, არარსებულ პირზე კი თითქოს სარკასტული ღიმილი დასთამაშებს.

4

მალე აუცილებლად დგება მომენტი, როცა გადაწყვეტ რომ ყველა კონსპექტი ერთ ფაილში შეაჯამო და ეს ჭკვიანურ იდეად გეჩვენება, გზადაგზა გახარებული ფიქრობ – “აი, ახლა ამ სისულელეებიდან მხოლოდ მთავარს ამოვიღებ, ერთად მოვუყრი თავს და სასწავლიც გაცილებით ნაკლები დამრჩება, ნეტა აქამდე რატო ვერ მოვიფიქრე?” ეს წამოწყება რამდენიმე წუთში 90-იანების შუქივით ქრება, რადგან ხვდები რომ ტიტანური მასალის გადახალისებას გამოცდამდე ფიზიკურად ვერ მოასწრებ.

5

მალევე აცნობიერებ, რომ შენც სხვა ბედკრული სტუდენტების მიერ ათასგზის გატკეპნილი გზა უნდა გაიარო, ამიტომ იწყებ ზუთხვას, ხდები ვამპირი, რომელსაც ღამით არასოდეს სძინავს და დღისით გარეთ ყოფნისას თავს უცნაურად გრძნობს.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

6

მიუხედავად ამ თავდადებისა, დედლაინი ნაბიჯ-ნაბიჯ გეპარება და ერთი სული აქვს, როდის მოადუნებ ყურადღებას. თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ, რომ ის უკვე შენ ზურგს უკანაა და ყურში სიკვდილის შავ-ბნელ მელოდიას ჩაგღიღინებს.

7

დგება გადამწყვეტი მომენტიც და რატომღაც ფიქრობ რომ თუ მეგობრების გარემოცვაში იქნები, სიტუაცია შემსუბუქდება, ამიტომ საგამოცდო ოთახში მათთან ერთად შედიხარ. 

8

გამოცაზე შესვლასა და იქიდან გამოსვლას შორის არის ერთი გარდამავალი წუთი, როცა ყველამ ვიცით რას წარმოვადგენთ. როგორც პაოლო კოელიომ თქვა – “გამოცდა სულის სარკეა”. ვიხედებით ჩვენს სულებში და სიცარიელისგან შეწუხებულნი ვწრიალებთ. ასეა, სტუდენტის ბედი ძმაო ძნელია. კომატოზური პერიოდის დასრულების შემდეგ იწყება სინანულის და თითზე კბენის ერა, როცა სვავებივით დავძახით საკუთარ გონებას: ეს როგორ არ გაგახსენდა?! ის როგორ დაწერე?! გამოცდიდან გამოსული სტუდენტის სახეს შეუძლია კაცობრიობის მთელი ტრაგიზმი აღბეჭდოს.

9

მეორე გარდამავალი პერიოდი გამოცდის ჩაბარებისა და პასუხების გაგებას შორის დგება, ამ დროსაც მშვენივრად ვიცით რანი ვართ. ვემზადებით უარესისთვის, ვგეგმავთ, როგორ წარვუდგებით მონატრებულ ბაბუას სოფელში და ვეტყვით – “ბარი საითაა, ბაბუ? სწავლა არ ყოფილა ჩემი საქმე.” მაგრამ რა საჭიროა გადამეტებული პესიმიზმი? მალე აღმოჩნდება, რომ საქმე არც ისე ცუდადაა და მშვენიერი ქულა მიგვიღია. ამ სიახლეს ისე ვხვდებით, თითქოს სხვა რამეს არც ველოდით.

10

ამის შემდეგ კი იწყება თავდავიწყება და დამსახურებული გართობა, რადგან კარს მომდგარი გამოცდა გადალახულია, მომავალი კი ჰორიზონტზეც არ ჩანს.

11

იხილეთ ასევე: 10 ტიპის სტუდენტი, რომელიც ყველა ჯგუფში გვხვდება

 

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები