ქართველმა სტუდენტებმა უსინათლოებისთვის ინოვაციური სათვალე გამოიგონეს

სტუდენტური ცხოვრება

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმმა უსინათლოებისთვის ინოვაციური სათვალე გამოიგონეს. სათვალე მომხმარებელს წიმააღმდეგობებს ვიბრაციით ატყობინებს და ასე ეხმარება გზის გაკვლევაში. ინფორმაციას აგრარული უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ჯიტას ორგანიზებული ჰაკათონში აღნიშნულმა გამოგონებამ პირველი ადგილი დაიკავა. სტუდენტებმა სათვალე 48 საათის განმავლობაში ააწყვეს.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

გამოგონება აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდეტბებს, ანი ლელაშვილს, გიორგი დიღმელაშვილსა და ანდრო ლომინაძეს ეკუთვნით.

გუნდში ასევე იყვნენ თსუ-ს სტუდენტები – ელენე საჯაია, შაკო არევაძე და 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა დევაშვილი.

პირველი ადგილის გარდა, გამოგონებამ საუკეთესო დიზაინის ნომინაციაშიც გაიმარჯვა.

priunis_gamogoneba

წყარო: goodnews.on.ge

იხილეთ ასევე: ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ენერგოეფექტური სახლი ააშენეს

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები