ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ენერგოეფექტური სახლი ააშენეს

სტუდენტური ცხოვრება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის 6 სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფმა ნამჯისგან და ხისგან ენერგოეფექტური სახლი გააკეთა, რომელშიც ზამთარ-ზაფხულ 18 გრადუსია ტემპერატურა.

როგორც ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ნინო ამბოკაძე ამბობს, ეკოლოგიურად სუფთა ენერგოეფექტური ლაბორატორია სტუდენტების ააშენეს, იმისთვის, რომ ჩაატარონ ლაბორატორიული ცდები.

  ☼  გსურს იტალიური ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე 

ენერგოეფექტური სახლი აშენებულია ნამჯისგან, რომელსაც ხის კონსტრუქცია კედლები აქვს. ჭერი და იატაკი კი ნამჯით არის დახურული.

პროექტი საქართველოს ენეგეტიკის განვითარების ფონდმა 7855 ლარით დააფინანსა. სახლის აშენება კი დაახლოებით 5 000 ლარი დაჯდა.

studentebikaladze

energoefekturisaxli-cr-739x428

წყარო: ipress.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები