1. ყოვლის მცოდნე სტუდენტი (ლექტორის ფავორიტი):
კურსი: ნებისმიერი;
მახასიათებელი: ზუსტად იმეორებს ლექტორის მიერ წარმოთქმული წინადადების ბოლო ნაწილს და იღებს “მე ყველაფერი ვიცი” გამომეტყველებას.
2. გადაწერის დიდოსტატი:
კურსი: დამამთავრებელი (რადგან ამგვარი ნიჭი გამომუშავებასა და ხანგრძლივ პრაქტიკას საჭიროებს);
მახასიათებლები: გამოცდის/შუალედურის დროს ყოველთვის ზის “ხუთოსანა” სტუდენტებთან ახლოს (მათ გვერდით, წინ ან უკან);
3. სეზონური სტუდენტი
კურსი: დამამთავრებელი;
მახასიათებლები: უნივერსიტეტში ჩნდება მხოლოდ შუალედურებზე ან ფინალურებზე (იშვიათად ტესტირებებსა და პრეზენტაციებზეც);
4. ტრაბახა სტუდენტი
კურსი: (როგორც წესი) პირველი;
მახასიათებლები: როგორ გავიგოთ რამდენი ქულა აიღეს ასეთმა ტიპებმა გამოცდაზე? ნუ ღელავთ, ისინი თავად იპოვიან გზას, ზუსტად გაგაგებინონ, რომ ყველა საგანში A გამოჰყვათ და GPA 3,5-ზე მეტი აქვთ.
5. სტუდენტი, რომელიც ყოველთვის აგვიანებს
კურსი: დამამთავრებელი;
მახასიათებლები: არ აქვს მნიშვნელობა დღის რომელ მონაკვეთში მიმდინარეობს ლექცია, ეს ტიპი ყოველთვის დაგვიანებით შემოდის ხელში ყავით;
6. სტუდენტი, რომელიც არასოდეს აგვიანებს:
კურსი: პირველი (მაქსიმუმ მეორე);
მახასიათებლები: მუდამ თან დააქვს ყავა/ჩაი თერმოსით, სამი სხვადასხვა ფერის მარკერი, მინიმუმ ორი კალამი, რამდენიმე ფანქარი, სხვადასხვა საგნისთვის განკუთვნილი ხუთამდე ბლოკნოტი. როგორც წესი ზის წინა მერხზე და იწერს ლექტორის ყოველ სიტყვას.
7. ლექტორთან მოკამათე სტუდენტი:
კურსი: როგორც წესი, დაწყებითი;
მახასიათებლები: უკვე არჩეული აქვს მიმდინარეობა (ლიბერალიზმი), რომლის წევრადაც თავს მოიაზრებს, შეუძლია კამათი ნებისმიერ თემაზე და ისეთ გამომეტყველებას იღებს, თითქოს მასზე უკეთ არავინ იცის ის თემა, რომელზეც საუბრობს. პირზე აკერია სტუდენტთა უფლებები და თავს თავისუფლებისთვის მებრძოლ, რევოლუციონერ, ჯვაროსან მეომრად წარმოსახავს.
8. სტუდენტი, რომელსაც ერთი სული აქვს როდის დასრულდება ლექცია:
კურსი: დამამთავრებელი;
მახასიათებლები: როგორც კი ლექცია დასრულდება, სინათლის სიჩქარით ტოვებს აუდიტორიას და მერე ფეისბუქ ჯგუფებში პოსტავს: “სემინარისთვის რა გვაქვს სასწავლი, მითხარით რა..” “შუალედურის თემები მომწერეთ ვინმემ, ძალიან გთხოვთ..”
9. სტუდენტი, რომელსაც ლექციებზე სძინავს:
კურსი: დამამთავრებელი;
მახასიათებლები: ჩაწითლებული თვალები, კოკისპირული მთქნარება;
☼ გსურს იტალიური ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼
10. სტუდენტი, რომელსაც ყოველთვის ერთი და იგივე მაისური/ჯემპრი აცვია:
კურსი: დამამთავრებელი;
მახასიათებლები: მთავარია კომფორტულად იყვნენ, დიდად არ აინტერესებთ მოდის უკანასკნელი მიღწევები; როგორც წესი, ყურსასმენები მათი განუყოფელი ატრიბუტია და მაშინ, როცა შესვენებაზე მთელი ჯგუფი რაღაც თემის განხილვაში აქტიურადაა ჩართული, ისინი მუსიკას უსმენენ და რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებს კითხულობენ.
იხილეთ ასევე: როგორ შევაგნებინოთ ლექტორს რომ ცდება