“ისინი მოდიოდნენ ღამით, ჩუმად… სახეზე ბეწვი და დიდი კბილები ჰქონდათ, შიმშილისგან ყველას ფერდები ჰქონდა ჩაცვენილი… არავის ინდობდნენ, თუმცა ყველაზე საზარელი მაინც ის იყო, რომ გამოცდის წინა ღამეს იწყებდნენ.”
ამონარიდი ანტიოქიელი სანიაინის პირადი დღიურიდან
ბევრს მიაჩნია, რომ სტუდენტი თანამედროვე მოვლენაა, რომ სტუდენტები უმაღლეს სასწავლებელთა შექმნის შემდეგ გამოჩნდნენ მსოფლიო არენაზე, თუმცა ყველაფერი ისე არ არის როგორც ადამიანებს ჰგონიათ, სიმართლე უფრო ღრმა და საზარელია.
საზოგადოების ამ ბნელითმოცული კლასის ფესვები უძველეს წარსულში იკარგება, მათი წარმოშობის ზუსტი დრო და ადგილი უცნობია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება… მათ ქაოსი და განადგურება სდევდათ თან.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ანტიკური ლიტერატურული წყაროები საუბრობენ მითიურ არსებებზე “სტუდნებზე”, რომლებიც ატერორებდნენ მეზღვაურებს,უ მოწყალოდ ხოცავდნენ ქალებსა და ბავშვებს, იპარავდნენ აურაცხელი რაოდენობის ოქროსა თუ საჭმელს. ყველა ისტორიკოსი ერთხმად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თუ ამ არსებებს ექნებოდათ არჩევანის საშუალება ისინი აუცილებლად საჭმელს არჩევდნენ განძს, რადგან სულ მშივრები იყვნენ.
ივარაუდება, რომ სწორედ ეს არსებები არიან თანამედროვე სტუდენტების წინაპრები, თუმცა მათ ტრანსფორმაცია განიცადეს და დღეს ადამიანური სახით დადიან ჩვენ ირგვლივ.
უამრავი მეცნიერი თუ ცნობილი ადამიანი იკვლევდა ამ საკითხს, თუმცა ყველა მათგანი გამოასალმეს სიცოცხლეს, ვერც ერთმა დაასრულა საკუთარი საქმიანობა, თუმცა მე შევძელი შემეგროვებინა მათი ნაშრომები და შემეკრა, რათა საბოლოოდ ფარდა ამეხადა ამ საიდუმლოსთვის.
ჩემ მიერ ქვემორე მოყვანილი ფაქტების სიზუსტეში ვერავინ დაგარწმუნებთ, გარდა თქვენივე ნათელი გონებისა, მე არ ვცდილობ რამე დაგაჯეროთ, სიმართლე თავად მოვა და თქვენ მზად უნდა იყოთ.
მაშ ასე, 10 ფაქტი სტუდენტების შესახებ:
- მასონთა ლოჟა სტუდენტებმა შექმნეს, რათა ხალხს ყურადღება გადაეტანა;
- კრეტაზე მცხოვრები მინოტავრი, ნახევრად ხარი და ნახევრად ადამიანი კი არა სტუდენტი იყო;
- ბურჟუაზიული რევოლუციაც მათი მოწყობილია;
- ჰამასი და ჰესბოლა ტერორისტული კი არა სტუდენტური ორგანიზაციებია;
- დრაკულა ვამპირი კი არა სტუდენტი იყო;
- ნობელმა დინამიტი სტუდენტებთან საბრძოლველად გამოიგონა;
- მობი დიკი სტუდენტი იყო;
- იულიუს კეისარიც სტუდენტებმა მოკლეს;
- ბარონი მიუნჰაუზენი არ არსებობდა;
- ვივუსი სტუდენტებთან საბრძოლველად შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციაა.
ავტორი: მესტნი ჩელე
იხილეთ ამ ავტორის სხვა შედევრებიც: სტუდენტური სექსი, ანუ მსხვრევადი ოცნება