პრეზენტაციის ჩატარებისას ყველა ნერვიულობს, არ აქვს მნიშვნელობა ის თანაკურსელებისთვისაა განკუთვნილი, თანამშრომლებისთვის თუ სრულიად უცნობი ხალხისთვის. ამ დროს რთულია კონცენტრაცია, ზოგჯერ გვავიწყდება სათქმელი და გვეუფლება იმის შეგრძნება, თითქოს აუდიტორია დავკარგეთ, აღარავინ გვისმენს.
გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ კარგი პრეზენტაციის ჩატარებაში:
1. დაანახე აუდიტორიას, რომ თავად გესმის, რაზეც ლაპარაკობ, რათა ყურადღების ღირსად მიგიჩნიონ;
გამოცდილი პრეზენტატორები ამბობენ, რომ სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი – იგრძნო კავშირი აუდიტორიასთან, ამის გაკეთების საუკათესო გზა კი შენს ინტერესსა და გატაცებაზე გადის, რომელსაც საპრეზენტაციო თემის მიმართ იჩენ;
2. შეეცადე დაიცვა სიმარტივე და მიჰყვე შენს მთავარ სათქმელს;
როცა პრეზენტაციას გეგმავ, ყოველთვის უნდა ჰკითხო საკუთარ თავს: რა არის ყველაზე მთავარი მესიჯი, რაც აქედან უნდა მიიღოს ჩემმა მსმენელმა? როცა ამ კითხვას პასუხს გასცემ, შეეცადე ეს მესიჯი რაც შეიძლება ლაკონიურად ჩამოაყალიბო და გაამარტივო, რათა აუდიტორიას მისი გაგება არ გაუჭირდეს.
✔გსურს შეისწავლო ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე
პრეზენტაციის დროს კი თუ რამე ისეთი მოგივა თავში, რაც ამ მთავარ სათქმელთან კავშირში არაა, ნუ იტყვი.
3. გაიღიმე და მხედველობითი კონტაქტი დაამყარე აუდიტორიასთან;
მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მარტივად ჟღერს, პრეზენტატორთა უმეტესობა ამას ვერ ახერხებს.
როცა ამ რჩევას ითვალისწინებ, მსმენელთან კავშირს ამყარებ, რაც ნერვიულობის დონეს საგრძნობლად ამცირებს, ვინაიდან კონკრეტულ პიროვნებას უღიმი/უყურებ და არ ურთიერთობ გაურკვეველი სახის მქონე მასასთან.
4. დასაწყისი ყოველთვის საინტერესო უნდა იყოს;
პრეზენტაციის დასაწყისი უმნიშვნელოვანესია. სწორედ აქ უნდა მოახერხო აუდიტორიის ყურადღების მიქცევა ისე, რომ ისინი პრეზენტაციის ბოლომდე შენთან დარჩნენ.
ამიტომ ნუ დაიწყებ პრეზენტაციას საკუთარი თავის წარდგენით, ისეთი რამე თქვი, რაც მათ გაართობს, გააღიმებს და მთქნარებას არ დააწყებინებს.
5. თუკი პრეზენტაციას Power Point-ში აკეთებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ Apple-ის სპეციალისტის გაი კავასაკის რჩევები:
პრეზენტაცია არ უნდა შეიცავდეს 10-ზე მეტ სლაიდს;
არ უნდა გრძელდებოდეს 20 წუთზე მეტ ხანს;
გამოიყენე ფონტი, რომელიც არ იქნება 30-ზე მცირე;
6. ჩაურთე პრეზენტაციას სახალისო ისტორიები/მაგალითები;
ადამიანის გონება ისეა დაპროგრამებული, რომ ამგვარ ისტორიებზე ყოველთვის პოზიტიური რეაქცია აქვს;
ასეთი ჩართვები გვეხმარება აუდიტორიის ყურადღების გაძლიერებაში, მათ გამოფხიზლებაში და ჩართვაში.
იხილეთ ასევე: სტუდენტებისთვის სასარგებლო 8 აპლიკაცია
წყარო: skillsyouneed.com