1) გიორგი ქოროღლიშვილი: ,,თითქმის სულ რუსთაველზე არსებულ მაღაზიებში ვყიდულობ ტანსაცმელს.’’
2) ალექსანდრე ბეგლარაშვილი: ,,ძირითადად ვსარგებლობ მაღაზიებითა და ბაზრობებით.’’

3) ნუგზარ ხერგიანი: ,,მეორეული ტანსაცმლის ხშირი მომხმარებელი ვარ, ფეხსაცმელებს ვყიდულობ ხოლმე მაღაზიებში.’’

4) ანა ქუძოშვილი: ,,მეორეული ტანსაცმლით არასდროს ვსარგებლობ, დავდივარ ბაზრობებსა და მაღაზიებში.’’

5) ნათია ყულიაშვილი: ,,ხშირად ვიწერ ტანისამოსს უცხოური საიტებიდან, იშვიათად მაგრამ მაინც ვსტუმრობ პასაჟის მაღაზიას.’’

6) დათო ჭუმბურიძე: ,,ტანსაცმელს ხშირად ვყიდულობ ბაზრობებზე, წელიწადში ორჯერ კი სტამბოლში მივდივარ, იქ ვშოპინგობ ხოლმე.’’

7) თენგო მელივაძე: ,,მხოლოდ მაღაზიებში ვყიდულობ ტანსაცმელს.’’

✔გსურს შეისწავლო ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე
8) გიგა რამიშვილი: ,,ძირითადად მაღაზიებში დავდივარ, თუმცა მეორეულ ტანსაცმელზეც არ ვამბობ უარს. ბაზრობებს არ ვსტუმრობ ხოლმე.’’

9) სალომე წეროძე: ,,დავდივარ ბაზრობებსა და მაღაზიებში. თუ რამე ძალიან მომეწონა მეორეულ ტანსაცმელში, იშვიათად, თუმცა იქაც ვყიდულობ ხოლმე.’’

10) მიშა თათარიშვილი: ,,ტანსაცმელს ყველგან ვყიდულობ, მაღაზიებში, ბაზრობებზე, ვიწერ კიდეც, მეორეული ტანსაცმლითაც ვსარგებლობ.’’

11) გიორგი შუბითიძე: ,,ყველგან ვყიდულობ არ აქვს მნიშვნელობა ადგილს და ბრენდს, მთავარია მომეწონოს.’’

12) ჰენრი ოდინაკამა: ,,ხშირად ვიწერ ტანსაცმელს უცხოური საიტებიდან. აქ კი ხშირად ვსტუმრობ ზარას, თბილისი მოლსა და ლილო მოლს, პეკინზე არსებულ მაღაზიებშიც შემიძენია რაღაცები.’’

13) მარიამ ხიხაძე: ,,ზარას ხშირი სტუმარი ვარ, სხვა მაღაზიებშიც ვყიდულობ ტანისამოს, არ დავდივარ ბაზრობებზე და არასდროს მიყიდია მეორეული ტანსაცმელი.’’

14) ნოდარ ვარაზაშვილი: ,,მაღაზიებში ვარჩევ ჩემთვის შესაფერის ტანსაცმელს, ძალიან იშვიათად დავდივარ ბაზრობებზე.’’

ავტორი: ნათია დაშნიანი





