წარმატებული სტუდენტის 7 მახასიათებელი

სასარგებლო რჩევები

“ჭკვიანურად შეარჩიე პროფესია და არასოდეს მოგიწევს მუშაობა.” – კონფუცი

1. ცნობისმოყვარეობა;

„იმისთვის, რომ მიაღწიო წარმატებას, ქმედების გარდა აუცილებელია, იოცნებო კიდეც, ხოლო დაგეგმვის გარდა, საჭიროა, ირწმუნო.“ – ანატოლ ფრანცი;

ნებისმიერი წარმატებული ადამიანი გეტყვით, რომ პირველი, რაც ადამიანს სჭირდება საინტერესო პროექტისა თუ გეგმის შესაქმნელად, ცნობისმოყვარეობაა. ცნობისმოყვარეობას მივყავართ ინოვაციამდე და აღმოჩენამდე. სტუდენტობის პერიოდში იყავი მაქსიმალურად ცნობისმოყვარე და შეისრუტე ინფორმაცია შენ გარშემო;

2. დაკვირვება;

როცა რომელიმე ადამიანი დაგაინტერესებს, აქციე ის შენი დაკვირვების ობიექტად, შეისწავლე, რას და როგორ აკეთებს. ანალოგიურად, როცა რომელიმე პროცესი აღძრავს შენში ცნობისმოყვარეობას, გაერკვიე მის ასავალ-დასავალში, შესრულების სქემაში. დაკვირვების შემდეგ აუცილებელია დაგროვილი ცოდნის გადმოტანა პრაქტიკაში. ლექციებსა თუ სემინარებზე დააკვირდი იმ სტუდენტებს, რომლებიც წარმატებულნი არიან, რითი განსხვავდება მათი ქცევა, ყოველდღიური რუტინა თქვენისგან? ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ ადვილად შეძლებთ საჭირო მხრივ განვითარებას.

ll

3. დასვი შეკითხვები;

შეკითხვის დასმა უვიცობის სამარცხვინო დემონსტრირება სულაც არ არის. „როგორ უნდა გავაკეთო ეს?“ „როგორ შემიძლია მინიმალური ძალისხმევით მივაღწიო ამ შედეგს?“ მსგავს კითხვებზე პასუხი საჭირო გამოცდილების დაგროვების წინაპირობას იძლევა. დაუსვით კითხვები ლექტორებს, კურსელებსა და მშობლებს, ყველა კარგმა სტუდენტმა იცის, როდის იყოს ჩუმად და უსმინოს, ხოლო როდის დასვას შეკითხვები, რომლებიც მას საკითხის სიღრმეების შესწავლაში დაეხმარება;

4. ნებისყოფა

22222

„წარმატების მიღწევა მდგომარეობს იმაში, რომ გადალახო წარუმატებლობების ჯაჭვი ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე“. – უინსტონ ჩერჩილი

ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, აღმოაჩენ ისეთ რაღაცებს, რისთვისაც მანამდე ყურადღება არ მიგიქცევია. თუმცა, სავარაუდოდ, ამ აღმოჩენების საკუთარ ცხოვრებაში დანერგვის სურვილს პროცესის სირთულე დაგიკარგავს. სწორედ ამ დროს უნდა გამოიყენო საკუთარი ნებისყოფა და მიიღო გადაწყვეტილება საჭირო ცვლილებების განხორციელების შესახებ. ახალი რამის სწავლა პირველ რიგში სწორედ ნებისყოფასა და შეუპოვრობას მოითხოვს.

[textmarker color=F3F781]✔ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

5. დისციპლინა

„იბრძოლე არა იმისთვის, რომ იყო წარმატებული, არამედ იმისთვის, რომ გქონდეს ღირებულება;“ – ალბერტ აინშტაინი.

ახალი ენის, სფეროსა თუ საკითხის შესწავლა დისციპლინას მოითხოვს. ნებისმიერი მიმართულებით სათანადო ცოდნის მიღებას მხოლოდ მუდმივი მცდელობების შედეგად შეძლებ. დაიწყე ყველაზე მარტივი ნაბიჯით – გამოყავი ზუსტი დრო სწავლისათვის დღის განმავლობაში.

6. ქმედითუნარიანობა;

ქმედითი ნაბიჯების გადადგმისას გაცილებით მეტ ცოდნას იძენ, ვიდრე თეორიული მეცადინეობის დროს. მაშინაც კი, როცა ნაბიჯებს დაუფიქრებლად დგამ, საბოლოოდ დაგროვილი ცოდნა აუცილებლად აღემატება სახელმძღვანელოებში ამოკითხულს. არ უნდა შეგეშინდეს ქმედების, ამ ქმედებით გამოწვეული კრიტიკის, რომელიც რჩევებად უნდა აქციო. სწავლის საუკეთესო გზა პრაქტიკაზე გადის და არა თეორიაზე.

7. თავიდან მოიშორე ის, რაც ხელს გიშლის;

33

თავი უნდა დააღწიო ყოველდღიურ ცდუნებებს, რომლებიც ყურადღებას გიფანტავს და არ გაძლევს საშუალებას, სრულად კონცენტრირდე იმაზე, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. მარტივი მაგალითის სახით – გადადე მობილური და ლეპტოპი სწავლის დროს, რათა ხელი არ შეგეშალოს.

განავითარე ეს შვიდი უნარი და ადვილად შეძლებ, იქცე წარმატებულ სტუდენტად.

იხილეთ ასევე: 8 მიზეზი, რატომ არიან დაბალი GPA-ს მქონე სტუდენტები უფრო წარმატებულნი

წყარო: lifehack.org

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები