1. მარიამ გვილავა: ,,მთავარია ტანსაცმელი მომეწონოს, სად ვიყიდი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უფრო ხშირად ვსტუმრობ მაღაზიებსა და ბაზრობებს, ძალიან იშვიათად მეორეულ ბუტიკებს.’’

2. ნიკა კაკიაშვილი: ,,ძირითადად მაღაზიაში ვყიდულობ ტანისამოსს.’’

3. თამარ ფანჩულიძე: ,,გამომდინარე იქიდან, რომ დედა მყავს დიზაინერი თითქმის სულ ვიკერავ იმას, რაც მომწონს, იშვიათად ვყიდულობ რამეს და იმასაც მაღაზიაში.’’

4. ალექსი ღუდუშაური: ,,მართალი გითხრათ, არ ვიცი საიდან არის ის ტანასაცმელი, რომელიც მაცვია. და ყიდულობს ჩემთვის ტანსაცმელს, ალბათ, მისთვის სულერთია, სადაც რამე მოეწონება იქ იყიდის.’’

5. ბარბარე ნარიმანიძე: ,,მაღაზიებში ვშოპინგობ ხოლმე.’’



6. ნინო ღარიბოვი: ,,მაღაზიების ხშირი სტუმარი ვარ.’’

7. ზურა გურგენიძე: ,,მიყვარს კომფორტული ტანსაცმელი. მითუმეტეს, მთამსვლელობით ვარ გატაცებული, ამიტომ ტანასაცმელს ყოველთვის უცხოური საიტებიადან ვიწერ.’’

8. ნინი კოხუფენია: ,,არასდროს ვსარგებლობ მეორეული ტანსაცმლით, სულ მაღაზებში ვყიდულობ.’’

9. თეონა ჩაჩუა: ,,ყოველთვის მაღაზიებში დადივარ, არასდროს მისარგებლია მეორელი ტანსაცმლის ბუტიკებით, თუმცა ვიცი, რომ ბევრი სარგებლობს და იქაც კარგი რაღაცები იყიდება.’’

10. ილონა ივანიძე: ,,სულ მაღაზიებში დავდივარ;’’

11. დავით გოგოლაური: ,,იზმირიდან ვარ, ამიტომ თვეში ერთხელ თურქეთში ჩავდივარ ხოლმე. ტანისამოსს ყოველთვის იქ ვყიდულობ, ვფიქრობ, რომ იქ უფრო ხარისხიანია. ფეხსაცმალებს აქაც ვყიდულებ ხოლმე, მარჯანიშვილზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში.’’

12. ქეთო დავითული: ,,ტანისამოსს ყოველთვის მაღაზიებში ვყიდულობ, ზოგჯერ ვიწერ. ფეხსაცმელი ყოველთვის იტალიური მაცვია, ვუკვეთავ და ვაკერინებ იმ მოდელს, რომელიც მომწონს.’’

13. ზუკა წოწორია: ,,მაცვია მაღაზიებსა და ბაზრობებზე ნაყიდი სამოსი, ზოგჯერ ძმაკაცის გარდერობსაც ვსტუმრობ.’’

14. ანი შანშიაშვილი: ,,ყოველთვის მაღაზიებში დავდივარ ტანსაცმლის საყიდლად ან ქართველი დიზაინერებს ვაკერინებ.’’

15. სალომე ისაკაძე: ,,მაღაზიებში ვყიდულობ ტანსაცმელს.’’

16. გიორგი კვარაცხელია: ,,ზარასა და თბილისი მოლში ვყიდულობ ტანსაცმელს, ჯერ სხვა ადგილებით არ მისარგებლია.’’

იხილეთ ასევე: სტუდენტური სტილი ილიაუნიში
ავტორი: ნათია დაშნიანი




