ბაზების გახსნის დღე, ანუ I Want To Play A Game

მხიარული ინფო

თსუ-ს სტუდენტისთვის არსებობს ერთი საკრალური, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. დღე,  როცა სტუდენტის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. ალბათ, მიხვდით, რომ ეს არ არის ახალი წელი, არც აღდგომა, არც წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღე.

ამ დღეს მისი უდიდებულესობა ბაზები იხსნება.  შენს თვალწინ იშლება უამრავი საგანი, რაც გინდა, სულო და გულო! ყველა კეკლუცად გიღიმის, გეპრანჭება და მელოდიურად მოგიწოდბს: „ამირჩიე“; „არა, მე ამირჩიე“; „ჯერ მე“;  სანამ შენ ამ სირინოზი საგნების ჰიპნოზიდან გამოდიხარ, უკვე ყველა ადგილი შევსებულია.  საგნის ერთ რჩეულ ქართველ ადგილზე ათი ყიზილბაში სტუდენტი მოდის.

მე თავიდან მიმართლებდა, სერიოზულად არც აღვიქვამდი საგნების არჩევას. სულ პირველად გამოცდილი, მრავალ განსაცდელს გამოვლილი მეგობარი დამეხმარა და გაზიმზიმებული ცხრილი ჩამაბარა. შემდეგ უკვე მე ავიჩიე და ისე მოხდა, რომ ყველა ის საგანი ავიღე, რაც მინდოდა. პარალელრად თვალს ვადევნებდი სხვა სტდენტებს, რომლებიც მოსთქვამდნენ და თავიანთ ბედს სწყევლიდნენ. მე ჩუმად ვქირქილებდი, დავცინოდი, საგანის არჩევას რა უნდა-მეთქი.

მაგრამ შემდეგ  sms.tsu.ge-ს ღვთაებამ მეც ამითვალწუნა. როცა მხოლოდ სამი საგნის აღება მოვახერხე,  მაშინ მივხდი, რას განიცდიდნენ ის სტუდენტები, რომლებსაც ადრე დავცინოდი და მასხრად ვიგდებდი. ამ მომენტში მე შევიცვალე…

სისტემაა ასეთი ცბიერი… ახალბედებს მარტივად არჩევინებს საგნებს, მათ ყურადღებას ადუნებს, დაუმაცხებლობის ილუზიებს უქმნის და შემდეგ მოულოდნელად ზურგს აქცევს.

ძალიან  დიდი შრომაა საჭირო, რომ ბაზების გახსნას ღირსეულად შევხდე. უნდა ივარჯიშო თავდაუზოგავად. მაუსს ისე უნდა გრძნობდე, როგორც სხეულის ნაწილს. ამისათვის ხელზე უნდა დაიკიდო სიმძიმეები და ისე მართო კურსორი; ხუთი წრე უნდა დაარტყა სირბილით შენს კორპუსს, სწრაფად შემოქანდე სახლში, კომპიუტერს მიუჯდე და დაიწყო საგნების არჩევაზე ვარჯიში;

ასევე უნდა გაითამაშო ექსტრემალური სიტოაციები, მაგალითად: გაიღვიძე ბაზების გახსნის დღეს და აღმოაჩინე, რომ პარალიზებული ხარ, მხოლოდ მარცხენა ფეხს ამოძრავებ.სწორედ ამ  მარცხენა ფეხით სწრაფად უნდა აირჩიო საგნები, სხვა გზა არაა! არც კალაძის ნდობა არ შეიძლება, ამიტომ გენერატორი და საწვავის მარაგი აუცილებელია.

ბევრი ვარჯიშის შემდეგ, როცა ასეთ ექსტრემალურ დავალებებსაც მარტივად ასრულებ, უკვე შეგიძლია თამამად და ღირსეულად წარსდგე ბაზების წინაშე. მაგრამ საგნების არჩევისას გადამწყვეტი როლი მაინც იღბალს და ბაზების მმართველთა ნებას ენიჭება. თუ მათ გაგწირეს  ვერანაირი წვრთნა ვერ დაგეხმარება.

ბაზების გახსნისას უმნიშვნელოვანესია სიმშივიდე და მოთმინება. სიმშვიდისთვის აუცილებელია წინა დღეს ყველა ოჯახის წევრი ნათესავთან გააგდო. მარტო დარჩენილი იუთუბზე ტიბეტელი ბერის ვარჯიშს რთავ და ყველა მოძრაობას ზედმიწევნით იმეორებ – ხელ-ფეხს ელასტიურად, ჰაეროვნად აქნევ და ღრმად, ნეტარი სახით სუნთქავ. შენ უნდა აკონტროლებდე შენს თავს.სიბრაზემ არ უნდა გძლიოს. თუ ამას შეძლებ, დიდი შანსია, რომ იმედგაცრუებული კომპიუტერს არ დალეწავ.

უკვე მესამე წელია თსუ-ში ვსწავლობ და არცერთი ქმედითი ნაბიჯი ბაზების პრობლემის მოგვარებისკენ არ გადადგმულა. მგონი არც უდნათ ამ პრობლემის აღმოფხვრა.  ამ ბაზების შემქნელები მანიაკები, ფსიქოფატები, სადისტები არიან. ისე გვიყურებენ, როგორც საექსპერიმენტო ვირთხებს. ეს მათთვის სანახაობაა. ისინი რომაელი დიდებულები არიან, ჩვენ სტუდენტები კი – გლადიატორები. sms.tsu.ge  ჩველი კოლიზეუმია, ჩვენი დიდების და ჩენი დაცემის ადგილი. (ისე ერთი სპარტაკიც არ გვაწყენდა)

მეხუთე სემესტრში ჩემს ფაკულტეტზე გამოჩნდა სავალდებულო საგანი. ბაზა გაიხსნა, ამ საგანზე იყო მხოლოდ 40 ადგილი, როცა ჯგუფში ვართ 120 სუტედნი.

ორი ვარიანტია: ან არითმეტიკის აზრზე არ არიან და არ იციან, რომ 40 ადგილი 120 სტუდენტს ვერ დააკმაყოფილებს,  ან როგორც ზევით ვთქვი, მანიაკები არიან და  უბრალოდ ერთობიან.

ამ ბაზის მმართველები, ყველასათვის ნაცნობ, საშინელებათა ჟანრის  ფილმ „ხერხის“ მანიაკს მაგონებენ.

ბნელ ოთახში სკამზე ხარ მიბმული, უცებ შენ წინ კომპიუტერის მონიტორი ირთვება. მონიტორიდან „ხერხის“ ცნობილი ნიღაბი გიყურებს და გეუბნება: I Want To Play A Game.

შენ შეშინებული ყვირიხარ: „რა თამაში, რა თამაში??“

ხერხი: „საგანზე არის 40 ადგილი, გაითვალისწინე, რომ შენს გარდა კიდევ 119 ადამიანია მსრუველი, ყველას უნდა დაასწრო და აიღო ეს საგანი. ხელების გასანთავისუფლებლად, ფეხები ამ მოწყობილობაში უნდა ჩადო. ფეხებს დაკარგავ, მაგრამ სამაგიეროდ ხელებს გაინთავისუფლებ და შეგეძლება საგნის არჩევა.  დრო წავიდა…“

უკრედიტოდ დარჩენის შიშით შეპყრობილი ხშირად ვირჩევ ხოლმე არასარველ საგნებს. შემდეგ მთელი დღე ჩასაფრებული ვარ – იქნებ ვინმემ ის საგანი გადაირჩიოს, რომელიც მე მინდა. მაგრამ ასეთი სასწაულები ძალიან იშვიათად ხდება.

ჩემი ბოლო ბაზების გახსნის დღე ჩვეულზე უფრო ბობოქარი გამოდგა…

ფილმების ყურებაში დამათენდა, მერე აღარც დავიძინე – ბაზების გახსნა არ გამომრჩეს-მეთქი. დადგა 12 საათი: ყველა შედის, ყველა ირჩევს და მე არ გამეხსნა ბაზა საერთოდ. ვრეკავ ცხელ ხაზზე და არ მპასუხობენ. გადავწყვიტე გრძელ გზას დავდგომოდი და მეექვსე კორპუსში  მივსულიყავი.იმდენად შორს ვცხოვრობ,რომ შუა გზაში შევისვენე, კარავი გავშალე და ცოტა წავუძინე. როგორც იქნა მივაღწიე. საგნებს ვერ ვირჩევ-მეთქი. ალბათ თანხა არ დამჯდარაო და მეექვსედან პირველი კორპუსის 03 აუდიტორიაში გამაგზავნეს, 03-დან 02-ში.

ახალგაზრდა, ბასრი სახის მქონე გოგო შევიდა ჩემს მონაცემებში და ნახა, რომ გადახდილი მაქვს. „აჰაა, არ იცი , რომ როცა ეტაპობრივად იხდი გაცხადება უდნა დაწერო??“-მაგრად გამომლანძღა.

კანცელარიაში წადი და განცხადება დაწერეო. მივედი კანცელარიაში, ეტაპობრივ გადახდაზე მინდა განცხადების დაწერა-მეთქი. იქ მომუშავე ბიჭი მეუბნება: „როცა ორ ნაწილად იხდი არ გჭირდება გაცხადება.“ კი მაგრამ 02-ში ასე მითხრეს-მეთქი. არ გჭირდება კაცოო, უკან გამიშვა ბიჭმა. ისევ 02-ში მივედი და ვეუბნები: „კანცელარიაში მითხრეს, რომ არაა საჭირო განცხადება.“

[textmarker color=F5DA81]✔გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

და უცებ: „აა, ჰო,ჰო…გაგიხსენი, უკვე შეგიძლია აირჩიო“

წავედი კომპიუტერებში  და აჰჰ, მოვკალათდი, შევედი  sms.tsu.ge-ზე და  კვლავინდებურად არ არის ბაზა გახსნილი.

დავბრუნდი  ისევ 02-ში. ამ გოგოსთან სხვა ბავშვები სხედან. მე მაინც ვეუბნები(ცოტა შორიდან), რომ არ გამეხსნა.

-ხომ ხედავ, რომ არ მცალია!- თქვა და დამამცირებელი მზერა მესროლა.

ბოლოს და ბოლოს მოიცალა.

-არ გამეხსნა მაინც.

-თქვენი სახელი?

-თორნიკე ხვთისიაშვილი.

-განცხადება არ გაქვთ დაწერილი ეტაპობრივ გადახდაზე, კანცელარიაში მიბრძანდით.

-არა, მე ის ვარ , ვერ მიცანით? უკვე გამაგზავნეთ კანცელარიაში და იქ არაა საჭირო განცხადებაო, მერე თქვენთან მოვედი და მითხარით, რომ გაგიხსენით უკვეო. ახლა ვნახე და არაა გახსნილი.

-ერთი წუთით… შეგიძლიათ აირჩიოთ უკვე.- ღიმილით მეუბნება.

სანამ ბაზა გამეხსნება ჩვენი ფაკულტეტის საერთო ჯგუფში ვპოსტავ:

„ჩემი სახელია მაქსიმუს დესიმუს მერიდიუსი. ჩრდილოეთი არმიის მეთაური. ფელიქსის ლეგიონის  გენერალი.ჭეშმარიტი იმპერატორის, მარკუს ავრელიუსის ერთგული მსახური. მამა მოკლული შვილისა, ქმარი მოკლული ცოლისა.. და მე მაინც ავირჩევ საგნებს, ან ამ ცხოვრებაში, ან შემდეგ ცხოვრებაში!”

და ჯგუფის ბრბოც სკანდირებს: მაქსიმუს! მაქსიმუს! მაქსიმუს!

ავტორი: თორნიკე ხვთისიაშვილი

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები