9 რამ, რაც იცვლება, როცა მოგზაურობ

სასარგებლო რჩევები

საცხოვრებელი ადგილის შეცვლას აუცილებლი არ არის ხასიათის ცვლილება მოჰყვეს თან. თუმცა, წარმოგიდგენთ სიას, რომელშიც ჩამოთვლილია, თუ რა შეიძლება შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც სასწავლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრებით, ან უფრო ხშირად მოგიწევთ მოგზაურობა.

1)სწავლობ როგორ ჩაალაგო ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია ერთ ჩემოდანში.

chem

როცა თვითმფრინავით მიემგზავრები, გიწევს  ბარგის წონასთან დაკავშირებული შეზღუდვა გაითვალისწინო. ბევრი ნერვიულობის, ამოლაგება–ჩალაგების შემდეგ, ბოლოს მიხვდები, რომ მთელი ავლადიდების ჩალაგება ერთ ჩემოდანშიც ყოფილა შესაძლებელი და რომ სახლის ჩუსტებს საზღვარგარეთაც მშვენივრად იყიდი.

2)მხოლოდ ერთ ენაზე აღარ საუბრობ.

en

როცა საზღვარგარეთ გადადიხარ საცხოვრებლად, აუცილებლად გიწევს ადგილობრივი ენის სწავლა. ენის საბაზისო დონეზე სწავლა არა მარტო გამოსადეგარია, ასევა ადგილობრივი მცხოვრებლემის მიმართ თქვენს პატივისცემას ამჟღავნებს.  რამდენ ახლა ენასაც ისწავლით იმდენად უფრო დაემსგავსება თქვენი მშობლიური ენა აჯაბსანდალს.

3)უფრო მოქნილი ხდები.

moq

ფიზიკური მოქნილობა არაფერ შუაშია.   უფრო მოქნილი – როგორც პიროვნება. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გაითვალისწინო არის ფაქტი, რომ შენ გადაწყვიტე საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა,  ამიტომ უნდა სცე პატივე ქვეყნის კანონებს და ადათ–წესებს. უნდა შეითვისო ადგილობრივი კულტურა, ენა . არ აქვს მნიშვნელობა რამდენად უცნაური და უცხო აღმოჩნდება შეთვის – გახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში შენ ჩახვედი, თვითონ არ გსტუმრებია.

[textmarker color=F5DA81]✔გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

4)თითქმის ყველაფერი 2, 3, ან 4 გაქვს.

yv

იმის და მიხედვით რამდენ ქვეყანაში მოასწარით ცხოვრება – გაქვთ იმდენივე სიმ კარტა. უამრავი საკრედიტო ბარათი, რამდენიმე საბანკო ანგარიში. სხვადასხვა ვალუტის კუპიურები საფულეში და კიდევ უამრავი ნივთი, რომელიც არასოდეს გექნებოდათ  ბოშასავით რომ არ დადიოდეთ ქვეყნიდან ქვეყანაში.

5)თანდათან უმნიშვნელო, პატარა რაღაცები გენატრება.

pat

ბევრი რამ, რაც შეიძლება გაღიზიანებდათ თქვენი ქვეყნის წეს–ჩვეულებებში, სამზარეულოში, ადამიანებში, საზღვარგარეთ გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს  და შეიძლება ისეთი რამ გააკეთოთ,რასაც სამშობლოში ყოფნისას არ გააკეთებდით. მაგალითად მოუსმინოთ ტრადიციულ ფოლკლორს და ცრემლებად დაიღვაროთ. გენატრება ხაჭაპური, ხინკალი ,ღომი და გადაწყვეტ თავად მოამზადო, მაგრამ მალევე ხვდები, რომ უფრო ადვილია თვითმფრინავის ბილეთი იყიდო და სადილად სახლში დაბრუნდე, ვიდრე თავად მოამზადო და საბოლოოდ ფარხმალს ყრი.

6)როცა სახლში ბრუნდები, უკვე აღარ ხარ დარწმუნებული, რომ ის ისევ შენი სახლია.

sax

ყველაზე ძნელი მაინც ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს ყოფნაა. თუმცა თანდათან იწყებ გაანალიზებას, რომ მართალია ეს ის ადგლია სადაც დაიბადე, გაიზარდე, უამრავი მოგონება გაკავშირებს მასთან, სადაც ყოველთვის დაბრუნდები– თუმცა ეს იმას არ ნიშნავს , რომ აუცილებლად შენი სახლი უნდა იყოს. მიხვდები, რომ შენი სახლი იქ არის, სადაც თავს კარგად გრძნობ. თანდათანობით მსოფლიო მოქალაქე ხდები.

7)მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გყავს.

meg

მართალია ხშირად მოგიწევს ახლად შეძენილ მეგობრებთან დამშვიდობება, როცა თქვენ თქვენი გზით წახვალთ, თუმცა ამად ნამდვილად ღირს. სკაიპის ვიდეო ზრები დიდი ვერაფერია,  არც შეტყობინების მიღება სასიამოვნო შუაღამით, როცა გძინავს –რადგან შენმა მეგობარმა ოკეანის მეორე მხარეს ესესაა გაიღვიძა.

8)ცვლილებებს ადვილად ეგუები.

Embracing-change_Fotor

საზღვარგარეთ ცხოვრებაც და მოგზაურობაც  ცვლილებებს უკავშირდება. თანდათანობით ამას ეჩვევი და ნაკლებად გაშინებს. ცოტა ხანში ცვლილებები უფრო გსიამოვნებს ვიდრე რუტინა. ბოლოს და ბოლოს ცხოვრებაში მუდმივი  მხოლოდ ცვლილებებია.

9)სწავლობ როგორც იცხოვრო შენი კომფორტული ზონის მიღმა.

zoeypic

რამდენჯერაც გაიფიქრებთ ,, რატომ უნდა გავაკეთო ეს“ და მაინც გააკეთებთ, მიხვდებით, რომ ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილებები მიიღეთ თქვენს ცხოვრებაში.  რადგან, მართალია კარგი და მყუდროა შენთვის კომფორტულ გარემოში ყოფნა – თუმცა  ვინც ამ ზონიდან გადააბიჯა მხოლოდ მათ იციან, რომ ნამდვილი საოცრება  ამის მერე იწყება.

იხილეთ ასევე: 3 კრიტერიუმი რომელსაც სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს “ერასმუს+” გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის

თარგმანი: ქეთი ქურციკიძე

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები