გამოცდა.
მოვლენა რომელიც სტუდენტს ყველაზე მეტად აწუხებს და სტკივა.
ამბობენ თუ მთელი სემესტრის განმავლობაში ნელნელა ისწავლი ასეთი მტკივნეულიც არ იქნებაო, მაგრამ მე არ მჯერა. პატარა ხომ აღარ ვარ ზღაპრების მჯეროდეს. იმასაც ამბობენ რომ არიან სტუდენტები რომლებიც 100 ქულას იღებენ სემესტრის ბოლოსო. თურმე ბაგების სტუდქალაქში ცხოვრობდა სტუდენტი რომელიც გამოცდების დროს ჩნდებოდა და უმაღლეს ქულებს იღებდა, გამოცდის შემდეკ კი უჩინარდებოდა და ვეღარავინ პოულობდა. ამ დროს კი ჩვენ უბრალო მოკვდავები 51 ქულაზე ვოცნებობთ. არ არსებობს სტუდენტი რომელსაც სტუდენტობის პერიოდში ერთი ღამე მაინც არ გაუთენებია კონსპექტებტან. მე ერთ უცნაურ ისტორიას მოგიყვებით რომელიც მე თვითონ გადამხდა ერთერთი შუალედურის წინა ღამეს. მოკლედ ყველაფერი ასე მოხდა…
ღამის 10 საათზე გადავწყვიტე, რაღაც მაინც წამეკითხა და მინიმალური ქულა მიმეღო. სადღაციდან კონსპექტები გამოვაძვრინე მტვერი გადავწმინდე და პირველი გვერდი გადავშალე. როცა მივხვდი, ერთი ბილეთი დაახლოებით 30 გვერდი იყო ყველანაირ იმედი გადამეწურა იმისა, რომ სწავლას მოვასწრებდი. იმედი ბოლოს კვდებაო არის ნათქვამი და გადავწყიტე ნახევარი მაინც მესწავლა. მერე გავაანალიზე, რომ ნახევარი დაახლოებით 150 გვერდი გამოდიოდა. 3 ბილეთამდე დავედი, მაგრამ რა თქმა უნდა ბოლოს გადავწყვიტე ერთი ბილეთი მესწავლა. ახლა უვკე გასარკვევი იყო თუ რომელი იქნბოდა ის რჩეული ბილეთი. სავარძლის საზურგეს მივეყრდენი და თითქოს მომავალი უნდა მეწინასწარმეტყველებინა ისე ჩავფიქრდი. -იქნებ მესამე?- ციფრი სამი ყოველთვის მიყვარდა. -ან იქნებ 7 ჯობია? არა, არა, სამი მაინც ბედნიერების მომტანია ჩემთვის. უცებ საშინელი დაღლა ვიგრძენი. ალბათ ჩემმა ნერვულმა სისტემამ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას რასაც ამ მომენტში განვიცდიდი. ნელნელა ირგვლივ ბურუსი ჩამოწვა, ჩამეძინა და ვნახე სიზმარი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.
უღრან ტყეში ვდგავარ. ირგვლივ ნისლია და 10 მეტრის იქით არაფერი ჩანს. ხელში სანადირო თოფი მიჭირავს. Holland holland იყო თუ არ ვცდები. ოქროს ლულა ჰქონდა და შიგნით ოქროს ვაზენბი ეწყო. ტარზე ძალიან ლამაზად ნადირობის სცენა იყო ამოტვიფრული. ირგვლივ მიმოვიხედე და ბილიკს გავყევი. არ ვიცოდი რაზე ვნადირობდი, ვიცოდი ის, რომ უნდა მეარა და ის რაც ჩემი ტყვიის მსხვერპლი გახდებოდა თვითონ გადამეყრებოდა. ნისლში ჭირდა ხედვა მაგრამ „გამოცდილი“ მონადირე ამან არ დამაბრკოლა. ბევრი ვიარე თუ ცუტა გამოქვაბულს მივადექი. ჩავიკუზე და მიწას ხელი მოვუსვი. იქვე ნადირის ნაკვალევი შევნიშნე, რომელიც ბუნაგიდან გამოდიოდა და ტყისკენ მიმითითებდა.
ნაკვალევი დიდი იყო, ალბათ დათვის. რა თქმა უნდა, ფათერაკების მოყვარულს მეტი რა მინდოდა და ნაკვალებს გავყევი.
ვგრძნობდი, რომ რაც უფრო წინ მივდიოდი, მით უფრო ვუახლოვდებოდი იმ საზარელ ურჩხულს, რომელიც მალე გაიგებდა როგორი ძალა აქვს მოოქროვილ Holland Holland-ს. ამ ფიქრებში ნისლში რაღაც შევნიშნე. უცბათ შევდექი, იარაღი შევაყენე და წინ სვლა ნელი ნაბიჯებით განვაგრძე. ნადირი არ ინძრეოდა, მგონი ეძინა. ფოთლების შრაშუნის ხმაზე ოდნავ გამოძრავდა და ისევ გაშეშდა. მე ისევ ფრთხილად მივიწევდი წინ, მინდოდა კარგად დამენახა, რომ უტყუარი გასროლა გამეკეთებინა. ნადირი მთლიანი ტანით გამოძრავდა და ფეხზე წამოდგა. მე გავჩერდი და სამიზნეში გავიხედე. არსება ჩემსკენ დაიძრა ნელი ნაბიჯებით. ნისლში მხოლოდ მისი სილუეტი ჩანდა თუმცა ეს საკმარისი იყო იმისთვის რომ სუფთა გასროლა გამეკეთებინა. მაგრამ…
-რომელი ხარ? – გავიგონე ხმა და გავშრი. ნუთუ ცხოველი მელაპარაკება? იქნბენ ადამინია და შევცდი? მაგრამ დათვი რომ იყოს? ცხოველი ნელნელა გმაოვიდა ნისლიდან და უკვე ნათლად დავინახე პანდა რომელსაც ხელში დიდი ბამბუკის ჯოხი ეჭირა.
-გაწიე რა ეგ თუ ძმა ხარ არ გავარდეს. – შემეხვეწა პანდა და ბამბუკი პირში ჩაიტენა.
-მოლაპარაკე პანდა. -ჩემთვის გაოცებულმა ჩავიბურტყუნე.
-ხო რა გაგიკვირდა? თქვენსავით უაზროდ რომ არ ვტლიკინებთ იმას კი არ ნიშნავს რომ ლაპაკი არ შეგვიძლია. – ბამბუკის ჭამა განაგრძო.
-ჩვენსავით? – ვერ მივხვდი რას გულისხმობდა ეს უწყინარი არსება.
-ხო თქვენსავით.. ადამიანებივით… გაწიე რა ეგ კაცობრიობის შეცდომა. – ისევ შემეხვეწა. მე მივხვდი რომ იარაღი ისევ დამიზნებული მქონდა. რაღაცნაირად შემრცხვა და იარაღი დაბლა დავუშვი.
-რა მოგიტანათ მაგან, წაღმაუკუღმა რომ დაათრევთ აქეთ იქით. წამოდი ტბის პირას ჩამოვჯდეთ (მოგეხსენებათ პანდებს გრამატიკულად გამართული კი არა, საერთოდ საუბარიც არ მოეთხოვებათ), ადამიანურად დავილაპაკოთ. – ადამინურადო ცოტა ხმამაღალ ნათქვამად მომეჩვენა დათვისგან – ოღონდ ეგ რაღაც აქ დატოვე.
-რას ამბობ. ეს holland Holland-ია, თან მოოქროვილი. იცი რა ღირს?
-holland Holland-ია Sig sauer-ია , toz-ია ის არის ეს არის, ასე იძახით სულ და დასდევთ მერე ერთმანეთს დასახოცად. კაი წამოათრიე ოღონდ ვაზენბი ამოიღე. -მითხრა და ტბისკენ წავიდა. მეც ისე მოვიქეცი, როგორც მთხოვა და გავყევი. ტბა ძალიან ლამაზი იყო. ჩვენ იქვე მოჭრილ ხეზე დავსხედით.
-აბა რამ მოგივყანა აქ? -კარგად მოკალათდა პანდა და შემეკითხა
-ვნადირობდი.
-მერე ამ ტყეში ნადირი დაილია ამ პატიოსან პანდებს რომ არ დაგვერიო?
-სხვა ცხოველი ცოდო არ არის?
-ცოდო თუა რას წაგიგდია ენა და ტლიკინებ უნდა ვინადიროო?
-ჰაა თორე ჩავაწყე ვაზენბი ისევ უკან. -არ მესიამოვნა ესეთი მომართვა არსებისგან რომელიც მთელ კაცობრიობას ატყუებს რომ ლაპაკი არ შეუძლია.
-ბოდიში ბოდიში, დამავიწყდა რომ 100% იანი გულახდილობა არ შეიძლება ისეთ ემოციურ არსებებთან როგორიც ადამიანია. – ეს ფრაზა მეცნო. ჩემი საყვარელი ფილმიდან იყო.
-შენც უყურებ ფილმებს?
-რა ფილმებს? – გულწრფელად გაუკვირდა დათვს
-ეგ ფრაზა კრისტოფერ ნოლანის ფილმიდანაა, ინტერსტელარი.
-ისევ ჩემს ფრაზებს იყენებს ფილმებში ხო? მაგას ის არ ეყო ბუნაგიდან inception-ის სცენარი, რომ მომპარა და ახლა იბრალებს მე დავწერეო.
-ნოლანს იცნობ? – ცოტათი შემშურდა რომ პანდა იცნობდა იმ ადამინს რომლის ფილმებიც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.
-ჰო, აქ დაეთრევა ხოლმე ჩაით ხელში, გაიძახის ტყეში იდეები მომდისო და ბოლოს მე მეხვეწება ერთი იდეა მომაწოდე, ორი იდეა მომაწოდეო.
-ჰო, არა? -ცოტათი დავეჭვდი მაგრამ ისე დამაჯერებელი ტონით მითხრა ვერ შევეპასუხე-მეც რეჟისორი ვარ და იქნებ ერთი იდეა ჩემთვისაც გეჩუქებინა? – ვთხოვე და საწყალი სახე მივიღე.
-ეს რეჟისორები რავა ყველა მათხოვრები ხართ? ან რა გადაიღე ასეთი რეჟისორს რომ ეძახი თავს.
-ჯერ არაფერი მაგრაამ…
-ხოდა რომ გადაიღებ მერე მოაფჩინე პირი რეჟისორი ვარო… -გაბრაზებულმა შემაწყვეტინა პანდამ. -თუ იდეები გინდა დაჯექი და წერე და გამოგივა რაღაც თუ არადა დაადგი მანქანას ტაქტის ტრაფერტი და ელოდე როდის დაგეცემა თავში კამერა და მსახიობი.
-კარგი რა გეწყინა. -შევეცადე დამემშივდებინა -სხვა რეჟისორებს იცნობ?
-კი ტარანტინო დადის ხოლმე კიდე აქ. მაგარი ჯუჯღუნა ტიპია. იმ დღეს ვეუბნები ამ ფილმებში ამდენი სისხლს და ძალადობას რომ აკვეხებ ცოტა მოუკელი თქო და ყვირილით გავარდა, პანდაც რომ ჭკუის სწავლებას დამიწყებს ფილმი როგორ უდნა გადავიღოო. კიდე ვიღაც გიჟი ქართველი რეჟისორი დადის, ყველზე ნიჭიერი ვარო გაიძახის და რაღცას ღიღინებს ფრანგულად.
-ეჰ არ ვიცი არ ვიცი, – თავი გავიქნიე და სევდიანად ამოვიხვნეშე.
-შენ რაღაც გაწუხებს, ვატყობ.
-ხო აი ხვალ გამოცდა მაქვს და არ ვიცი რომელი ბილეთი ვისწავლო. – იმედაგადაწურული ხმით ვქთვი და მიწას დავხედე.
-რაზე სწავლობ?
-ბიზნენზე.
-აბა რეჟისორი ვარო? -დაეჭყვებულმა მკითხა
-გრძელი ისტორიაა დაივიწყე..
-თეატრალურში ჩემი ფეხების რეჟისურას ასწავლიან არა?-პანდას ხმაში ვიგრძენი რომ შევეცოდე. -კარგი ამ ერთხელ დაგეხამრები, მაგრამ….
-როგორ დამეხამრები? -სახე გამინათდა და ისე შევხედე თითქოს ახლა გავიგებდი რა იყო ცხოვრების არსი. შევატყე არ ესიამოვნა საუბარი რომ გავაწყვეტინე, ამიტომ გავჩუმდი და დაველოდე როდის გააგრძელებდა ლაპაკს.
[textmarker color=A9BCF5]✔გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
-მაგრამ პირველად და უკანასკნელად და აქ მეორედ არ მოეთრე და მემათხოვრო, ვერ მოვასწარი სწავლა და კიდე მითხარი რომელი ბილეთი შემხვდებაო.
-ოღონდ შენ ეხლა დამეხამრე და მაგას როგორ ვიკადრებ. -ვუთხარი დამაჯერებელი ტონით, მაგრამ გულში ვიცოდი რომ ვიცრუე.
-მოკლედ რომელ ადგილზე ზიხარ?
-არ ვიცი.
-ყველფერი მე უნდა გავაკეთო, არა? -ბუზღუნით თქვა და სადღაციდან სმარტფონი გააძრო. ძალიან გამიკვირდა ტელეფონი საიდან აქვს თქო მაგრამ მერე გამახსენდა რომ ჩემ წინ იჯდა პანდა რომელიც მელაპკებოდა და მივხვდი რომ გაოცება უადგილო იყო.
-მოკლდე 13 ადგილზე ზიხარ და შენ შეგხვდება მეხუთე ბილეთი.
-ნაღდად იცი?
-თუ არ გჯერა ამ ჩემს ფეხებს. -ეწყინა რომ ეჭვი შევიტანე მის ნათქვამში. -წადი ჰა ეხლა და ისწავლე, თუ შენს მაგივრად მივიდე და ვწერო?
-რა, შეგიძლია? -ხუმრობით ვკითხე
-ნუ მაფიქრებინებ რომ მათხოვართან ერთად უნამუსოც ხარ.. -მიმიხვდა ხუმრობას და გამიღიმა.
-შეიძლება ვუთხრა ვინმეს რომ შენ მითხარი, რომელი ბილეთი შემხვდებოდა.
-თუ გინდა რომ ფსიქიატრიულში ამოყო თავი შეგიძლია უთხრა. წადი წადი ახლა შენ იცი, მეგობარო. -მეგობაროო რომ მითხრა გამიხარდა. მაგრამ არ შევიჩნიე.
-მადლობა დიდი. -გავუღიმე და გამოვტრიალდი რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ისევ შემოვუბრუდნი.
-შენი სახელი… -პანდა იქ აღარ იყო. უცბათ ირგვლივ ყველფრი ბურუსმა მოიცვა და მეც რამოდენიმე წამშ ჩემს ოთახში ამოვყავი თავი.
ამ უცნაური სიზმრით შეგულიანებულმა ვისწავლე მეხუთე ბილეთი და გინდა სასწაულად ჩათვალეთ გინდა გამონაგონ ისტორიად მაგრამ მეორე დღეს მართლაც მეხუთე ბილეთი მომივიდა გამოცდაზე. გამოცდიდან გმოსული დიდხანს ვიჯექი კიბეებზე გაოცებული და ჩაფიქრებული მომხდარით. მერე კი გამახსენდა რომ ხვალ გამოცდა მქონდა და არაფერი ვიცოდი… მაგრამ ვის ეშინია გამოცდის როცა ტყეში გეგულება მეგობარი, რომელიც გასაჭირში აუცილებლად დაგხმარება.
შენც გამოაგზავნე მასალა თემაზე – “გამოცდის წინა ღამე” – და მიიღე ჰონორარი! (ბმული)
ავტორი: ალფრედ ბორდენი