ყველაზე ტკბილი სტუდენტობის პირველი შვიდი კვირაა. ცოტა სამეცადინო და ბევრი თავისუფალი დრო. ბედნიერი ხარ, რომ ტანჯული აბიტურიენტობის პერიოდი დამთავრდა და სასურველი უნივერსიტეტის სასურვეელი ფაკულტეტის სტუდენტი გახდი. ცოტა ხნის შემდეგ, აი მაშინ, როცა იმაზე იწყებ ფიქრს, რატომ წუწუნებენ სტუდენტები და, საერთოდაც, რატომ ჰგონიათ, რომ უნივერსიტეტს სკოლა ჯობია, აი ზუსტად მაშინ მოვა მერვე შუალედურების კვირა და გაგრძნობინებს სტუდენტობის მთელ ხიბლს. გამოცდის წინა ღამეზე გაგონილი თუ წაკითხული ისტორიების რეალურობაშიც დაგარწმუნებს.
შვიდი ბედნიერი კვირის შემდეგ დგება გამოცდის წინა დღე და მაქვს 8 საათი 30 საკითხის მოსამზადებლად.ღამის 12 საათზე,მეტად ოპტიმისტურად განწყობილი, ვიწყებ მეცადინეობას. პირველ საათზე უკვე 5 საკითხი ვიცი (ეს იმის წყალობით,რომ პირველი ორი კვირა კარგად ვსწავლობდი,მეტიც,სტიპენდიის აღებას ვაპირებდი).
ღამის 2 საათია და სტუდენტის მდგომარეობა მძიმეა.ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს ბიზნესზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების ფაქტორებს და ვერც ბიზნესის ფუნქციებსა და მიზნებს შორის ხედავს განსხვავებას.
3 საათია და სტუდენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.უკვე საკითხების ნახევარი ვიცი,თუმცა სწორედ ამ დროს ვიღებ ყველაზე ცუდ გადაწყვეტილეობა.გადაწყვეტილებას ძალების აღდგენისათვის ცოტა ხნით გამოძინების შესახებ.ოთხის ნახევარზე ვაყენებ მაღვიძარას 5 წუთიანი შუალედებით და 4 საათზე გამოღვიძებული უახლოესი რამდენიმე წუთის განმავლობაში ვახერხებ, მოვიმარჯვო ქსეროქსები,კონსპექტები,რვეული, კალამი და ვაგრძელებს მეცადინეობას.
6 საათია და გონებაში ყველაფერი ისე არეულია,როგორც ჩემი კომპიუტერის ეკრანზე.საჭირო ინფორმაციას ვერსად ვპოულობ.თუმცა სტუდენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.უკვე თითქმის ყველა საკითხი ვიცი.
7 საათია და ყველაფერი გენიალურადაა…კმაყოფილი იმით,რომ 30დან 29 საკითხის სწავლა მოვასწარიდა ,,რაღა ის ერთი შემხვდებას’’ რწმენით მივდივარ საყვარელ ბალიშთან შესახვედრად.
კალმით,პირადობის მოწმობით,გამოუძინებელი სახით,წინა ღამით გონებაში ,,ჩატენილი’’ ინფორმაციით და იმედით,რომ ის საკითხები შემხვდება,რომლებიც ყველაზე კარგად ვიცი(ანუ სასწაულის იმედით)მივდივარ ბიბლიოთეკის შენობაში,რომელიც დღეს ისე პირქუშია,როგორც არასდროს…
დამკვირვებელი ბილეთს მაწვდის და მე ელვისსისწრაფით ვკითხულობ საკითხებს.ვახერხებ და ვიხსენებ ყველაფერს რაც წინა ღამით ვისწავლე,იმასაც რასაც ნახევრადმძინარემმოვისმინე ლექციებზე,იმასაც რასაც ჯგუფელები ამბობდნენ სემინარზე,და კიდევ რაღაცეებს,რომლებიც წარმოდგენა არ მაქვს სად და როდის ვისწავლე.
[textmarker color=F7D358]✔გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
არც ისე უკმაყოფილო გამოვდივარ ბიბლიოთეკის შენობიდან და ვაანალიზებ,რომ ხვალაც შუალედური გამოცდა მაქვს.ვხვდები რა განაჩენი გამოვუტანე საკუთარ თავს,როცა უნივერსიტეტების ჩამონათვალში პირველივე ივანე ჯავახიშვილის სახელობისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მივუთითე და თავს მაღლივის სტუდენტობა მივუსაჯე… ბედთან შეგუებული და ახლა უკვე დარწმუნებული იმაში,რომ წინა ღამით შვიდი კვირის მასალის სწავლა შესაძლებელია, ვბრუნდები სახლში და ვიწყებ შემდეგ გამოცდაზე ფიქრს…
ავტორი: მარი კუხალეიშვილი