გამოცდის წინა ღამე

ARIS ბლოგერი

გამარჯობა მკითხველო, მე ანუკი ვარ, ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსზე, საბანკო-საფინანსოს განხრით. გამოცდის აზრს მეშვიდე კლასიდან მივხვდი, როცა პატარა ბავშვებს დაგვაწყებინეს საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლა და შემდეგ ჩვენი სიყოჩაღის გამოცდაზე დამტკიცება.

მეშვიდე კლასიდან მეთორმეტე კლასამდე გამოცდის წინა ღამეები საშინლად ემოციური და დამღლელი მქონდა ხოლმე.. თითქმის სიტყვა-სიტყვით ,,დაზეპირებული” საგამოცდო მასალა და ყველა სწორი ან შესაძლო სწორი პასუხი.. თითქოს ეს არ მეყოფოდა და სკოლა იმ პერიოდში დავამთავრე, როცა 8 საატესტატო და 5 ეროვნული გამოცდა ერთად ჩამაბარებინეს. წარმოიდგინეთ და ცამეტივე გამოცდის წინა ღამე ისეთივე დაძაბული და დამღლელი მქონდა როგორც ადრე, იმისდამიუხედავად, რომ ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული ჩემს თავში.

ნუ მთლად ასეთი ტანჯვისთვისაც არ გაგვიმეტა მე და კიდევ ბევრი ჩემი დროის აბიტურიენტი ღმერთმა და საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მაგივრად ფურცელს ჩავაბარეთ.. ,,ჩართული” კამერების ზედამხედველობით.

ამის შემდეგ იყო ეროვნული გამოცდები და ჩემ მიერ არჩეული დამატებითი 2 საგანი მათემატიკა და ქიმია. ეს უფრო მეტ დაძაბულ ღამეებს და პასუხისმგებლობის გრძნობის მოზღვავებას ნიშნავდა. ნუ ამ ხუთმა დაძაბულმა ღამემაც გამოიღო შედეგი და სიით პირველ ჩემს მიერ ჩაწერილ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრილი სტუდენტების სიაში ამოვიკითხე ჩემი სახელი და გვარი.. არ მეგონა ამაზე დიდი ბედნიერება თუ კი არსებობდა კიდევ.

დაიწყო პირველი კურსი და ახალი ცხოვრება.. ვიცოდი, რომ გამოცდების გარეშე არც სტუდენტობა არ ჩაივლიდა, მაგრამ არ მეგონა თუ წელიწადში ოცდაათი გამოცდის ჩაბარება მიწევდა.. მოახლოვდა პირველი შუალედური და ისევ ნაცნობი დაძაბული ღამე დამიბრუნდა.. უფრო რთული მასალით და ,,საზეპიროთი”.. გამოცდის დღეს კი გავაცნობიერე, რომ რატომღაც წინა დღეებში უფრო ბევრი რამ მახსოვდა, ვიდრე გუშინ და დღეს.. მიუხედავად ჩემი გათენებული ღამისა.. ნუ ამას იმ დროინდელ დაღლილობას მივაწერ, მაგრამ, როცა ეს მეორე შუალედურზეც განმეორდა..

გადავწყვიტე მეცადა, რომ რამდენიმე დღით ადრე მესწავლა თუ ,,დამეზეპირებინა” მასალა და გამოცდის წინა ღამეს უბრალოდ დამესვენა კონკრეტული საგნისგან. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გაამართლა ამ ხერხმა და მაქსიმალური 20 ქულიდან ჩემი სულელური შეცდომის გამო 19 ავიღე..

[textmarker color=F5A9A9]✔ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ამის შემდეგ აი უკვე მესამე კურსზე ვარ და ყველა გამოცდას ასე თუ ისე წარმატებით ვაბარებ, ერთი ხერხის დახმარებით.. გამოცდის წინა ღამეს უბრალოდ ვერთობი, ვუყურებ ფილმებს, ვუსმენ სიმღერებს, ვთამაშობ თამაშებს და რაც მთავარია ვიძინებ ისეთ დროს, რომ მეორე დღეს ანუ გამოცდაზე ,,გახელილი თვალებით” არ მეძინოს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ჩემი გადაღლილი გონების გამო.. მე ვთვლი, რომ გამოცდის წინა ღამით ,,დაზეპირებული” მასალა ცოტა ჩვენგანს თუ მიჰყვება მეორე დღემდე.. არასდროს გავიხადოთ საქმე საგნის ერთ დღეში ,,დასაზეპირებლად”.. წარმატებები ყველა სტუდენტს მოახლოებულ შუალედურებზე და არც ისე შორეულ ფინალურებზე.. მინიმუმ 51 ქულა ჩემო სტუდენტებო (არამარტო ილიაში).

იხილეთ ასევე: გამოცდის წინა ღამე, ანუ “გადავიწერ ჩემი რა მიდის”

ავტორი: ანი ყალიჩავა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები