როგორ მოვაწონოთ თავი გოგოებს

მხიარული ინფო

რჩევები ბიჭებს, რომლებსაც ვერაფრით გაუგიათ რა სურთ ქალებს:

1. დაიბანეთ

1
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო ნაკლებად ასდის მამრობითი სქესის წარმომადგენელს ოფლისა და წინა ღამეს ნაჭამი ლობიანის სუნი, მით მეტია შანსი, ის გოგოს მოეწონოს.
პარალელურად გთავაზობთ რამდენიმე გოგონას „ფიდბექს“:
1)მაკუნა: “მუჟიკური“ სტილი იმას ნიშნავს რომ თავის მოვლა გეზარება და არა იმას რომ მამაკაცური ხარ!”
2)ნინიკო: “ლამბერსექსუალი თუ ხარ ზოოპარკიდან გამოქცეული ლომის ფაფარს არ უნდა მიგიგავდეს წვერი!”
3)ანუკა: “რა უბედურებაა ეს საჭმლის ნამცეცებითა და ქერტლით სავსე თმა-წვერი, ხო წავიდა ის დრო კვირაში მხოლოდ ერთხელ რომ ვბანაობდით უწყლობის გამო?!”

2. ჩაიცვით მოდურად.

2
1)კატო: “ეს ჰიპური ჩაცმულობა იმას კი არ ნიშნავს რომ თავისუფლების იდეას აწვები და ყველაფერი სასქესო ორგანოზე გკიდია, იმას უფრო ნიშნავს რომ ტანსაცმლის რეცხვა/გაუთოვება და სუნამოს დასხმა გეზარება!”
2)ნინჩო: “ტიპშა რო გაწელილი მაისურით და ტალახიანი კედებით მეძრობა ხო იასნია, შანსი არ აქვს ჩემთან! მერე ვინმე სიმპატიური, გაზმანული და კარგად თავმოვლილი ტიპი რო გაეძრობა მანქანით და დამევასება, მანქანას დააბრალებენ და ჟესტის ბო*ს დამიძახებენ!”
3)ნუნუკა: ყელში ამოვიდნენ ეს ჩაშავებული ბიჭები, რით ვერ დააღწიეთ თავი 90-იან წლებს, გაფერადდით ცოტა!

3. იყავით ორიგინალურები

3
1)ნუციკო: „გავიცნოდ, ლამასოთი“ შორს ვერ წახვალთ ბიჭებოოო!”
2)ეკუნა: “როგორ ხარ და მეც არამიშავს – საუბრის გაბმას არ ნიშნავს, იყავით უფრო კრეაწიულები.”

4. იყავით ზრდილობიანები

34
1)ნუციკო: “რაც უფრო მეტს იგინები მით უფრო მაგარი ტიპი ნაღდად არ ხარ, რა! ვერ ვიტან ბიჭი რომ პირს აიმყრალებს.”
2)ნიაკო: “ბიჭს დახვეწილი მანერები უნდა ჰქონდეს, ჯენტლმენი უნდა იყოს! პირველ პაემანზე სახინკლეში არ უნდა წაიყვანოს გოგო!”

[textmarker color=F5A9A9]✔ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

5. ნუ იტყვით ყველაფერს, რაც ენაზე მოგადგებათ.

5
1)თათკა: “მოკლე კაბა თუ ჩავიცვი პაემნისთვის იმას არ ნიშნავს რომ ნერწყვმომდგარი ძაღლივით უნდა მათვალიერო! „რა სექსი ხარ!“ – ამ სიტყვებს ვერ ვიტან!”
2)ანა: “რამდენიმე ბიჭს უთქვამს ნახევრად ხუმრობით რომ „ძალიან მაგარი ტრაკი მაქვს“. რატომღაც ჰგონიათ რომ ეს კომპლიმენტად უნდა მივიღო და უკვირთ რომ ვბრაზდები. კომპლიმენტსა და თავხედობას შორის დიდი ზღვარია!”

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები