როგორ გავუმკლავდეთ გამოცდებს

სასარგებლო რჩევები

გინდათ კარგად დაწეროთ უნივერსიტეტის გამოცდები?  იარეთ ლექციებზე,  სისტემატიურად გაეცანით საკითავ მასალას, საფუძვლიანად ისწავლეთ და გამოიმუშავეთ დროის  რაციონალურად ხარჯვის სისტემა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. გამოცდის კარგად დაწერის წინაპირობაა იცოდე როგორ გაუმკლავდე ჩეულებრივ ტესტს. ამისათვის აუცილებელია ორი რამ: ვიცოდეთ როგორ მოვემზადოთ კარგად გამოცდისთვის და შემდეგ როგორ მივიტანოთ დაგროვილი ცოდნა გამოცდის დღემდე.

გამოცდისთვის მზადების პროცესში, პირველი რაც შეიძლება სტუდენტმა გააკეთოს  არის ხელმისაწვდომი  საჭირო მასალების მოძიება.  გვაქვს თუ არა ლექციაზე გაკეთებული ჩანაწერები?! თუ არ აღმოგვაჩნდება მოვიკითხოთ თანაკურსელებში. გადავამოწმოთ ხომ არ არსებობს წინა გამოცდის ონლაინ ვერსია.  მოვძებნოთ სტუდენტები, რომლებსაც გამოცდდისთვის ერთად მომზადების სურვილი ექნებათ.

[textmarker color=F5A9A9]✔ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

როცა ყველა მასალა მოპოვებულია ის დროა დაჯდე და სწავლაას შეუდგე. რადგან ეს პროცესი საკმაოდ დიდ დროს წაგართმევთ, კარგი იქნება თუ  შეეცდებით მაქსიმალურად გამოინთავისუფლოთ დრო  და შემდეგ რაციონალურად გამოიყენოთ.  ამისათვის კი საჭიროა ასათვისებელი მასალა პრიორიტეტულობის შესაბამისად გადაახარისხო.  თავდაპირველად იმ მასალის სწავლა დაიწყეთ რომელზეც მეტი მუშაობაა საჭირო, დანარჩენი დრო კი ნაკლებად მნიშნელოვან კონსპექტებს დაუთმეთ. ეფექტურად სწავლის კიდევ ერთი საშუალებაა სემესტრის განმავლობაში არ დაიგროვოთ საკითხავი მასალა და  შიგადაშიგ კონსპექტებიც გააკეთოთ.

რა თქმა უნდა ზოგჯერ საუკეთესო სტუდენტებსაც უწევთ  ბოლო წუთებში სწავლის დაწყება. მართალია ეს ნამდვილად არაა საუკეთესო შემთხვევა, თუმცა ამისთვისაც მომზდაებული უნდა იყოთ და იცოდეთ როგორ დაძლიოთ მთელი მასალა ერთ ღამეში.

ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი რამ, რაც სტუდენტმა უნდა ისწავლო არის   ნერვიულობასთან გამკლავება გამოცდების დროს. ყოველთვის გახსოვდეთ რომ ეს უბრალოდ გამოცდაა.

საქმეს აადვილებს გამოცდაზე მოსასვლელი საკითხების წინასწარ ცოდნა, მომზადებული პასუხებით გამოცდაზე გასვლა წარმატებით ჩაბარების საწინდარია.

დროის რაციონალურად ხარჯვა  უშუალოდ  ტესტის წერისას უმნიშნელოვანესია. თითოეული საკითხის შესასრულებლად გააკეთე გეგმა და ამ გეგმას მიჰყევი. ასევე მნიშვნელობვანია გამოცდაზე რაც შეიძლება კარგად გამოძინებული და დასვენებული გახვიდე.

ნუ შეშინდებით,  ყოველი შემდეგი გამოცდისთვის მომზადების პროცესი თანდათან უფრო ადვილი გახდება.

იხილეთ ასევე: ჯონ ქეიჯის 9 რჩევა სტუდენტებს

ქეთი ქურციკიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები