სად ერეკლე და სად სტუდენტობა

მხიარული ინფო

“ერთმა ჩრდილოდასავლელმა ბერმა, რომლის სახელიც მე კი არა თვითონ მასაც ძნელად თუ ახსოვდა, თქვა რაღაც ბრძნული. მე კონკრეტულად არ ვიცი რა თქვა იმ ბერმა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მცოდნოდა და მეთქვა გაოგნდებოდით. ჰოდა მოდით ამ დალოცვილი სითხით გავსებულ, არანაკლებ დალოცვილი სასმისით ცოდნა არცოდნის გზაგასაყარზე გავლებულ ღობეზე ჩამომჯდარ პატარა ჩიტუნას გაუმარჯოს მავანნი სტუდენტს რომ ეძახიანო თქვა ვანო ძიამ და ლამის ჩემხელა ყანწი ჩაიპირქვავა მუცელში”

                                                                                         ნაწყვეტი წიგნიდან “თამადათა თამადები”

ასეთი ხალხი ვართ ქართველები, ყველაფერში ჭიქის ასაწევ მიზეზს ვეძებთ, სწორედ ამიტომ გვაქვს 2 ახალი წელი და ორივეს საშინლად “გაღმაგასულები” ვხვდებით. ყველა ქართველისათვის დღესასწაული ალკოჰოლურ თრობასთან ასოცირდება, თუმცა, არსებობენ ქართველები, რომლებიც ამ ერთობ სასიხარულო დღეებთან მხოლოდ ჭამას აკავშირებენ, დიახ თქვენ სწორად მიხვდით (თუ ვერ მიხვდით თავს ნუ დაიდანაშაულებთ, მე ისედაც ბევრს ვითხოვ თქვენგან) ესენი გახლავთ სტუდენტები.

[textmarker color=00FFFF]✔ ეძებთ ტრენინგებს თქვენი ორგანიზაციისთვის? გაეცანით სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე![/textmarker].

მაშ ასე აპლოდისმენტებით შევეგებოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტ ერეკლეს, რომელიც არ არის თბილისელი.

მაშ ასე ბექა, პირველი კითხვა და თქვენ შესაძლოა მოიგოთ ასი ლარი!

1)ვინ აღმოაჩინა ამერიკა?

ა)ამერიგო ვესპუჩიმ

ბ)კოლუმბმა

გ)მენახირე ჟორამ

დ)შემწვარმა დედალმა

სამწუხაროდ ერეკლემ ის ტაბლო მოგლიჯა სადაც ბოლო პასუხი ეწერა და მისი დაღეჭვის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მიიმალა…

საიდან სადო იფიქრებს ძვირფასი მკითხველი და მართალიც იქნება, სად ერეკლე და სად სტუდენტობა.

იხილეთ ასევე: სტუდენტის სიზმარი, ანუ 5 დემონის გამოცხადება

ავტორი: მესტნი ჩელე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები