შემოდგომა ჩემი უსაყვარლესი სეზონია, ფრიად ამოუცნობი და უცხო,მაგრამ სასიამოვნო შეგრძნებებით სავსე, ცოცხალი ფერებით ნახატი თვეები, ყველაზე მეტად მაინც შემოდგომის ცივი წვიმა და გრილი ქარი მიყვარს, ასეა თუ ისე სეზონი სეზონობს.
ასე იყო „წლიდან წლამდე, წელიწადში ერთხელ“, სიმართლე გითხრათ, ახლაც ასეა, ცივმა მაღლივმა ვერაფერი დააკლო ჩემს პირველ სიყვარულს, მეტიც მრავალფეროვნება და პეწი შესძინა, რა თქმა უნდა, მე განვიცდი შუალედურებს მაღლივში შმოდგომაზე, მაგრამ სტუდენტის და მით უფრო თსუ-ს სტუდენტის „ხვედრი ძმაო ძნელია“, უკვე მეორე წელია სიყვითლეს, სიწითლეს, თბილ ჯემპრებს, წვიმის სიყვარულს ჩემს პირადობის დამადასტურებულ მოწმობასთან და კალამთან ერთად დავატარებ მაღლივის პირქუშ ბიბლიოთეკაში, უიღბლო რომანტიკოსივით ვებღაუჭები მაღლივს, როგორც სილამაზეს, როგორც ცოდნის ეტალონს…
[textmarker color=D0A9F5]✔გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე![/textmarker].
მე და მაღლივი, განივიც და მისი ბიბლიოთეკაც პირველად ოქტომბრის ერთ ცივ დღეს შევხვდით, ეს არის დაუვიწყარი მოგონება, რომელიც მსწრაფლ გადადის ჭავჭავაძის გამზირიდან იქამდე, სადაც “ესენი“ დგანან, მახსოვს პირველ კურსზე ვარ და დიდ-პატარა მაღლივზე საუბრობს, მე კიდევ ცხოვრება მიხარია შემოდგომასთან ერთად, ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად შუალედურები მოძრაობენ ჩვენკენ… ჰოდა, ჩემს მეორეკურსელ მეგობარს ვთხოვე ეჩვენება ეს მერვე საოცრება, აუღებელი ციხესიმაგრე, სადაც სტუდენტები ყვითელი ავტობუსებით დადიად (ისე ხომ რას ვამბობ?!), ოლიმპო ზევსის გარეშე. საბოლოოდ წავედით, მახსოვს 150 ნომერ ავტობუსში ავვარდი და წამის მეასედში ბილეთი ავიღე, შუა ავტობუსში გავიჭიმე და ენად გავიკრიფე, ნელ-ნელა სიცივე შემომეპარა, დაბეჯითებით გადავამოწმე მაღლივში მივდიოდით თუ არა, პასუხი დადებითი, ვგრძნობ მცივა და აქეთ ქარია, მოიცა, მართლა ოლიმპოზე ხომ არ ავდივართ?!
“მარიმ, რატომ ჰქვია მაღლივს მაღლივი? განივს განივი? კიდევ შორსაა? მე სად უნდა ვიარო მაღლივში თუ განივში? მეთერთმეტე რომელია?“ – ვტიტინებდი და ვტიტინებდი.
“მეგონა ქარი უშორეს ზღაპრად მომასწავებდა რამე საოცარს“, თქვენც ნუ მომიკვდებით, ქარმა მაღლივი მოასწავა, დაუვიწყარი სიცივით, ქარით, გამოცდებით, მაგრამ იმაზე ტკბილი ცოტა რამ არის საგამოცდო ოთახიდან რომ გამოხვალ ჩაბარებული სახით და გარეთ გამოსულს შემოდგომა დაგხვდებათ გარეთ!
იხილეთ ასევე: პირველკურსელი განიველის დილა
ავტორი: მონიკა ჭანია