– გამარჯობა,
– გამარჯობა,
– მე და შენ ერთმანეთი უნდა გავიცნოთ!
– რა თამამი ხარ?
– ხო, შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი ჩემზე.
– მაინც რა არ ვიცი?
– ის, რომ შენ ჩემი ბედი ხარ .
– ძალიან თამამი განცხადებაა.
– ხომ გითხარი თამამი ვარ-თქო.
– ალბათ ნასვამიც ხოო?
– ნასვამი? არა, არ ვარ ნასვამი, მაგრამ მთვრალი კი ვარ შენი სილამაზით .
– იცი უნდა წავიდე , ძალიან მეჩქარება.
– არ გეჩქარება , ეგ მიზეზია , შენ ხომ ჩაი ჯერ არ დაგილევია?
– ხო, მაგრამ უნდა წავიდე, მართლა მეჩქარება…
– 5 წუთი, სულ 5 წუთი დამითმე , უბრალოდ მომისმინე და მერე წადი.
– იცი მართლა არ მაქვს დრო ამ …
– ამ სისულელეებისთვის? 5 წუთი დამითმე , მომისმინე და მერე წადი .
– იციიი … კარგი, მხოლოდ 5 წუთი.
[textmarker color=A9F5F2]✔ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
– გმადლობ. შენ 5 წუთის წინ შემოხვედი კაფეში , მაშინვე შეგამჩნიე, მთელი სხეულით კანკალებდი. თმა სველი გქონდა , ცხვირი და ლოყები გაწითლებული , გვერდზე, რომ ჩამიარე შენი თითებიც დავინახე , წვრილი, გრძელი და სიცივისგან ფერდაკარგული და სიარული? ნაზი მსუბუქი და საოცრად ქალური … შენი სურნელიც შევიგრძენი გვერდზე ჩავლისას , სწორედ მაშინ მივხვდი , რომ შენ სხვებს არ გავდი … ჩაი მოითხოვე და თავისუფალ მაგიდას მიუჯექი , მერე წიგნი ამოიღე სადღაც ბოლოსკენ გადაშალე და კითხვა დაიწყე, სამი გვერდის წაკითხვა მოასწარი ,სანამ ჩაის მოგიტანდნენ. ჩაის მოტანისას კითხვა შეწყვიტე , ცხელი ფინჯანი ორივე ხელით დაიჭირე , ალბათ გასათბობად და ჩაფიქრდი . შორს, სადღაც უსასრულობაში იყურებოდი. ძალიან , ძალიან სევდიანი მომეჩვენე , არა კი არ მომეჩვენე , სევდიანი იყავი . თვალიდან ცრემლი რომ გადმოგიგორდა და შენ , რომ იდეალური სისწრაფით მოიწმინდე მე შევამჩნიე . სწორედ მაშინ , შენთან მოახლოების სურვილი გამიჩნდა . რაღაც გაწუხებდა , რაღაც გტკიოდა … მოსვენება დავკარგე და აი მოვედი, მოვედი, რომ გითხრა – სულ 5 წუთია , შენს გამო ბედნიერებას ფერი წაერთვა , სიხარული მეორედ დაიბადა , ცხოვრებას აზრი მიეცა, დღეს ჩემი გულის დღესასწაულია და გიზიარებ . არა , კი არ გიზიარებ , შუაზე გიყოფ …
– მაპატიე , ტელეფონი რეკავს.
– არ აიღო , ძალიან გთხოვ .
– უკვე დიდი ხანია რეკავს .
– არაუშავს.
– უნდა ვუპასუხო !
– არა , არა , ჯერ არა, სახელი მითხარი …
– რააა? არ მესმის, სად გაქრი ? სად ხარ ?
ტელეფონს დავხედე Alarm-ი რეკავდა , 07:00 იყო .
არ არსებობს , ისევ ვერ გავიგე რა ერქვა …
არაუშავს , მოვა შაბათი-კვირაც.
იხილეთ ასევე: როცა ლექცია 9 საათზე მაქვს
ავტორი: ნონა მარტიაშვილი