გაგიკვირდებათ და მე ძალიან მოხიბლული ვარ იმ ფაქტით, რომ ლექცია (რომელიც მაღლივში მაქვს ) დილის 9 საათზე მეწყება .
რატომ?
* * იმიტომ რომ ჩემი დღე ამ დროს გაცილებით სავსეა!
[textmarker color=A9F5F2]✔ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
- წინა დღეს ვწვები ადრე (რაც სასარგებლოა) ვცდილობ კარგად გამოვიძინო , რომ ლექციაზე საღი გონებით ვიჯდე.
- ვმოქმედებ გაცილებით სწრაფად , გააზრებულად და ენერგიულად , რადგან დილის ჰაერი ჩემს გონებაზე და სხეულზე კარგად მოქმედებს (ყოველი შემთქვევისთის მე ამას ” ვაბრალებ “…)
- ცნობილი ფაქტია , რომ დიდი დოსტოევსკი მიიჩნევდა , ადამიანმა 6 საათზე უნდა გაიღვიძოს ,მისი დღე რომ ნაყოფიერი იყოსო …
- და ბოლოს ყველაზე მთვარი ! მე როდესაც ლექციიდან მოვდივარ სახლში , ბედნიერი ვარ და იცით რატომ? იმიტომ რომ მე მთელი დღე ჯერ კიდევ წინ მაქვს.
ასე რომ, მორჩით წუწუნს და ყოველ დღეს შეხვდით ოპტიმიზმით აღსავსენი …
P.S. რომ ვუკვირდები, სისულელეა სიცოცხლის ყოველი საათის, წუთის თუ წამის ძილში გაფლანგვა, ისედაც არ ვიცი, ძილის შემდეგ გავიღვიძებ თუ არა….
და განა იცის ვინმემ დანამდვილებით?
როცა ლექცია დილის ცხრაზე მაქვს
ავტორი: ნათია კურტანიძე