როცა ლექცია დილის ცხრაზე მაქვს

ARIS ბლოგერი

უჩვეულო დღე იყო. ჯერ მეზობელმა ზრდილობიანად შემომთავაზა ორი თავი ზედმეტი ნიორი მაქვს და ხომ არ გჭირდებაო. არასოდეს არაფერი შემოუთავაზებია. გამოვართვი და რომ დავაკვირდი ერთი იყო.  მერე ნიორად შემოტენილი, თხილი აღმოჩნდა. გავტეხე დავინახე, რომ  9 პატარა კაცმაცუნა თხილის გულს ძმურად იყოფდა.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

მარჯვნივ გავიხედე და შევნიშნე, რომ გლდანის შაურმასთან რიგი არ იყო. ვიფიქრე მივალ და შევჭამ მეთქი. რომ შევედი თავი ლუვრში ამოვყავი. მონა ლიზა დავინჩის საყვედურობდა, ეგრე არ დამხატო ვერ გაარჩევენ ვიცინი თუ მოწყენილი ვარო. ამას ლეონარდოს დასაბუთებული მსჯელობა მოჰყვა მონა ლიზას ხელოვნებაში უვიცობის თაობაზე.

გარეთ გამოსვლა გადავწყვიტე. ლუვრის კარები რომ გავაღე ხელში გოლფის ჯოხი მეჭირა და მთვარის ეკიპაჟის წევრები ,,შავ ხვრელში” ბურთის ზუსტად მოთავსებას მილოცავდნენ. მერე, მახსოვს, რობინ ჰუდს დავენიძლავე, ეხლა ვაშლი ჩამოვარდება თუ ისარს ზუსტად მოახვედრებ, გავმდიდრდები, მერე ქონება წამართვი და ღარიბს მიეცი მეთქი. კაიო. ვაშლი ხიდან ჩამოვარდა და რობინმა ზუსტი გასროლით ნიუტონი თავის უცაბედი ტკივილისგან დაიცვა. მერე სკოლაში აღმოვჩნდი.

ფიზიკის მასწავლებელი დედამიწის მიუზიდველობის კანონს მიხსნიდა. უცებ დავინახე ვახტანგ გორგასალმა როგორ შედგა ფეხი იალბუზზე და დიდმა მთებმა რეკვას არ დააყოვნეს. უცებ გამომეღვიძა. მთები კი არა მაღვიძარა რეკდა. 8 საათი იყო. 9-ზე ლექცია მეწყებოდა.  უჩვეულო სიზმარი იყო.

ასევე იხილეთ: როდესაც ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს

ავტორი: გიგი ჩაკაბერია

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები