ვერსია #1– გასაყოფი, გამყოფი
მე ჯანდაბაში ვცხოვრობ, ზღვასთან ახლოს და ეს ძალიან, ძალიან მაგარია, მაგრამ სახლი
მეთორმეტე სართულიდან ყველაფერი ისე არ ჩანს, როგორც თვითმფრინავიდან, მაგრამ
ქაღალდის დასაკეც, ჯიბეში ჩასადებ ბუტაფორიას ჰგავს. ფანჯრები ისე მაღლაა, არაფერი
სიდიადის გრძნობა მაინც გეუფლება. როგორია, გაუძლო, რომ შენს დაბლა ადამიანები
ჩანს, ადამიანებიც კი. მე ცოტა გაუბედავი ვარ, ამიტომ, ჩემი წინა უნივერსიტეტიდან, თითზე
ნახევარმეტრიანები ჩანან. პრინციპში, ამაზე არც ვფიქრობ ხოლმე. ირიბად ყოველთვის
ჩამოსათვლელი თუა ლექტორები, რომლებსაც ვახსოვარ. ამჯერად, ვცდილობ რაღაცები
ვაღიარებ, რომ ჩემი საცხოვრებელი ადგილით ვამაყობ.
ისევ ისე არ განმეორდეს.
ადრე ადგომა ასწორებს. სუფთა, გრილი ჰაერი, დილის ყავა და ფრთხილი ნაბიჯებით
უნივერსიტეტში ნაშუადღევს მივდივარ. ვეღარც დილით ვასწრებ რამეს, ვეღარც საღამოს და
მოსიარულე ადამიანები. ერთი ისაა, იმისთვის, რომ უნივერსიტეტისკენ მიმავალ ავტობუსში
ამაზე ცოტას ვწუხვარ, რადგან ბევრი ჯანრთელობისთვის შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. ასე
მოვხვდე, საჭიროა გაჩერებაზე საპირისპირო მხარეს ვიდგე, მერე ნუცუბიძეს წრე დავარტყა, ჩემს
რომ, არავითარი საცობები, არავითარი გაჭედილი ტრანსპორტი, არავითარი ფანჯრისკენ
გაჩერებას კიდევ ერთხელ ჩავუარო და დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით მივალ,
ადგილის ძიება, რომ ძალაუნებურად სკამის დათმობა არ მომიწიოს, არავითარი უჰაერობა და
ყოველგვარი ჩახუტებების გარეშე. მერე, – გამარჯობა ძველი მეგობარო, მინდა აღარ მაწყენინო
უსიამოვნო სუნები, ყველაფერი გენიალურადაა. ასე ოთხ–ხუთ თვეში სწავლას დავამთავრებ და
რამე, კრედიტები არგუსზე ჩამითვალო და მშვიდობიანად განვეშოროთ ერთმანეთს, როგორც
ვიტყვი, ადიოს, მე უკვე ორი დიპლომი მაქვს, მართვის მოწმობაც და ეგაა. ჩემს შემთხვევაში,
ძველ, მაგრამ ყავლგასულ მეგობრობას სჩვევია.
მომავალი წინასწარ განსაზღვრულია!..
[textmarker color=A9F5F2]✔ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ვერსია #2 – როგორ მოვიკალი თავი, როცა საკუთარი არარაობა შევიგრძენი
მე არ ვიყავი სულხან–საბა ორბელიანი, არც ვაშა ფშაველა, არც ილია, აკაკი, გალაკტიონი, არც თომას მანი, ნიცშე, კორტასარი, დოსტოევსკი, ვიანიც არ ვყოფილვარ, სარტრი, ბალზაკი, ფლობერი, პლატონი ხომ არა და არა, არც უელბეკი, ბარნსი. ასე უთვალავი შემიძლია ჩამოვთვალო და მარაგის ამოწურვის შემთხვევაში შევიხედავ ინტერნეტში. იგი ყველაზე მივიწყებულ სახელებსაც კი ამომიყრის და მე დავაკოპირებ, მაგრამ რად გინდა, თუკი არ ვყოფილვარ არავინ მსგავსი.
მე არ ვარ ბალანჩივაძე, ფალიაშვილი, ყანჩელი, არც ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენი, დვორჟაკი, ვივალდი, ჰაიდნი, შუმანი თუ შოპენი, (ნუ არღვევ ისევ ბალანსს), არ ვყოფილვარ არც ვინმე თანამედროვე გამოჩენილი მუსიკოსი, რომლის დაგუგვლაც ახლა მეზარება და ისე კი გაუნათლებლობა მკლავს, ამიტომ სხვა სფეროში გადავინაცვლებ.
ასე რომ, მე არ ვიქნები დაგერი, არც დიუშანი, არც ეჟენ ატჟე, ძალიან საყვარელი კაცი, არც ბისონის ძმა ვყოფილვარ, ასევე ბისონი, ისე, ადამსად ყოფნა დიდად არც მდომია, არ ვყოფილვარ ფრენსის ბენჯამინ ჯონსტონი, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მაგარი ქალი, არც მარი ელენ მარკი, სამწუხაროდ, არც მაგნუმის დამაარსებელი და არც მისი წევრის, არადა, თითოეულად ყოფნას ვისურვებდი, არც ბიძა ან ძმიშვილი როინიშვილი, არც წიბახა ვარ, არც ჩემი ლექტორი, ნათელა გრიგალაშვილი და არც ირაკლი გედენიძე, რომელთანაც უკვე 3 თვეზე მეტია სტაჟიორად დავივარ და ალბათ 2 კვირა თუ გამომივა ჯამში მასთან გატარებული საათები ჩემი სიზარმაცის გამო.
ხოდა, მოვიკალი თავი, ისე სასტიკად, რომ ჩემი გვამის ხილვას ვერავინ უძლებს. განა იმიტომ, რომ სამივე სფეროში უშედეგოდ ვცადე ბედი; განა იმიტომ, რომ ისეთი ნიჭიერი არ ვარ როგორც ისინი. უბრალოდ, მე ადამიანი არ ვარ საერთოდ, თუკი საკუთარი სურვილების ასრულებით იმდენად ვარ გართული, თავს ვკარგად და ყველას, ვინც ჩემს ირგვლივაა. დაე, დაიკავოს ჩემი ადგილი მცენარეულმა საფარმა, არარაობას ყოველთვის რაობა სჯობს, თუნდაც მწვანე.
ვერსია #3 – წყობა უკეთესობისკენ
იხ. პლატონის „სახელმწიფო“. მე ჯერ ნახევარზე ცოტა მეტი მაქვს წაკითხული. ვფიქრობ, გამოგვადგება მათ, ვისაც დილის ცხრა საათზე ადგომა არ გვეზარება და საკუთარი თავის უკეთესობისკენ შეცვლა გვსურს.
დასასრულზე პასუხს ვერ ვაგებ.
ავტორი: თათია ჭაფოძე