როგორ შექმნა ღმერთმა „გეპეი“

მხიარული ინფო

ერთ დღესაც ღმერთმა გადაწყვიტა რამე განსაკუთრებული შეექმნა, შემოიკრიბა ანგელოზები და განუცხადა:

– მინდა ისეთი ადგილი შევქმნა რომელშიც სტუდენტები ივლიან მაგრამ ვერაფერს ისწავლიან, ადგილი სადაც მოხვედრა არავის ენდომება მაგრამ მაინც მოხვდებიან, ამის მიზეზი კი ძირითადად უფულობა იქნება. გაქვთ რამე იდეები?

[textmarker color=D0A9F5]გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე![/textmarker].

– მე მაქვს. მოდი ისე ვქნათ, რომ ამ ადგილას სტუდენტებმა უფრო ხშირად იარონ ვიდრე ლექტორებმა. – უთხრა ერთ-ერთმა ანგელოზმა

– გარდა ამისა შენობაში ყველაზე დამშეულ სტუდენტებს მოვუყაროთ თავი, რომლებიც სულ საჭმელზე ფიქრობენ, – ჩაურთო მეორემ.

– კიდე ისე გავაკეთოთ რომ სტუდენტებმა ამ ადგილიდან საბოლოოდ წასვლისას იმაზე ნაკლები იცოდნენ ვიდრე მასში მოსვლისას იცოდნენ. – თქვა მესამემ.

– მოდი, ლექტორებისა და სტუდენტების განათლების დონე მაქსიმალურად დავაახლოვოთ, რათა ერთმანეთს უკეთ გაუგონ.

– ისე მოვახერხოთ რომ სტუდენტებმა ლექციის პარალელურად ჯოკერის თამაში შეძლონ.

– რას ამბობ, აზარტული თამაშები ხომ ცოდვაა! – შეეკამათა მეექვსე ანგელოზი.

– იმ ლექციის მოსმენა უფრო დიდი ცოდვა იქნება, ასე რომ… – საკუთარი პოზიცია დაიცვა მეხუთემ.

– მასში არ გავაჭაჭანოთ არც ერთი ლამაზი გოგო. – ხელები მოიფშვნიტა მეშვიდე ანგელოზმა.

– ეგ რატომ? – გაუკვირდა ღმერთს.

– რათა ვინც იქ მოხვდება სულიერი სილამაზის დაფასება ისწავლოს.
ღმერთს ეს ყველაფერი ჭკუაში დაუჯდა.

– კეთილი, – თქვა მან. – შევქმნათ ასეთი ადგილი და დავარქვათ მას „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.“

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები