მსოფლიოში ყველაზე მსხვილ სოციალურ ქსელ ფეისბუქს Dislike (არ მომწონს) ღილაკი დაემატება. როგორც CNBC იუწყება,ფეისბუქის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერმა განმარტა რომ მომხმარებელბი დიდი ხანია ითხოვენ მსგავსი ღილაკის დამატებას, ამიტომაც კომპანიამ უკვე დაიწყო ამ საკითზე მუშაობა.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
„მომხმარებლები დიდი ხანია გვთხოვენ, სოციალურ ქსელს ჰქონდეს ღილაკი „არ მომწონს“. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, ხალხის თხოვნა გაგვეთვალისწინებინა,“ – ამბობს ცუკერბერგი.
ამასთან, სოციალური ქსელის მფლობელი აცხადებს, რომ არ უნდა Facebook დაემსგავსოს ფორუმს.
„თუ თქვენ რამე სევდიან ამბავზე წერთ, შესაძლოა, ადამიანებს არ უნდოდეთ თქვენი პოსტის მოწონება. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ საჭიროა მათ მივცეთ მეტი საშუალება,“ – ამბობს ცუკერბერგი.