პირველი დღე უნივერსიტეტში

მხიარული ინფო

რჩევები, როგორ ამოვიცნოთ პირველკურსელები სწავლის დაწყების პირველ დღეს:

pirvelkurselebi
1. თუ ხედავთ როგორ გადაჭრა უნივერსიტეტისკენ მიმავალმა ახალგაზრდამ ქუჩა სახიფათო ადგილას, მაშინ, როცა შეეძლო, უსაფრთხოდ გადასულიყო მიწისქვეშა გადასასვლელით, ეს ახალგაზრდა „დაბნეული პინგვინის სინდრომით“ (სამედიცინო ტერმინია) შეპყრობილი პირველკურსელია;

pirveli dghe
2. თუ ვინმემ „გთხოვ დამეხმარე, არ ვიცი რა ვქნა“ სახით გაგაჩერათ და რომელიმე აუდიტორიის ადგილმდებარეობაზე დაგისვათ კითხვები, ეს „ვინმეც“ აუცილებლად პირველკურსელია;

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

2
3. თუ ყური მოჰკარით როგორ საუბრობს ახალგაზრდების ჯგუფი კრედიტებზე შემდეგი სიტყვებით: „კრედიტი არა სესხი, ვერაფერი გავიგე საიდან უნდა მოვიტანო ეს კრედიტები“, ამ ჯგუფის წევრთა უმრავლესობა პირველკურსელია;

3
4. თუ ლექციის მსვლელობისას თქვენი ყურადღება მიიპყრო პირველ მერხზე წამოჭიმულმა სტუდენტმა, რომელიც ლექტორს ყოველ სიტყვაზე დაუღალავად უქნევს თავს, შიგადაშიგ კი ისეთ შეკითხვებს უსვამს, რომლებზე პასუხიც შეუძლებელია არ იცოდეს, ეს სტუდენტი აუცილებლად ახალწვეულია (ამგვარი ქმედება პროგრესირებადი ხასიათისაა და შესაძლოა ჩვევაში გადაიზარდოს);

4
5. თუ უნივერსიტეტის დერეფანში შეშინებული/დაბნეული სახით მობორიალე არსებას ხედავთ, რომელიც ყოველ კარს უკიდურესი მონდომებით აკვირდება, თითქოს ჰოგვორტსში გასასვლელ პორტალს ეძებს, ეს არსება არც მაგია, არც ასტრალის მოჩვენება, ის ერთი ჩვეულებრივი პირველკურსელია.

5
6. თუ უნივერსიტეტის ეზოში თვალში მოგხვდათ გოგონა, რომელსაც, ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ, თავი „ფეშენ ვიქზე“ ჰგონია და სახიფათოდ მაღალქუსლიან ფეხსაცმლებზე ამხედრებული აკრობატის სიფრთხილით იცავს წონასწორობას, ასიდან ოთხმოცდათ შემთხვევაში ეს გოგონა პირველკურსელია.

6

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები