1)მშიერი სტუდენტი ლექტორს უკბენსო;
2)ლექტორი ნახე, განრიგი ნახე, საგანი ისე გამონახე;
3)ქულა მწამს, „პწიჩკა“ მაკვირვებსო;
4)სტიპენდიანტსა კარგი ქულა ურჩევნია სულსა გულსა;
5)კარგი სტუდენტი 51 ქულას დაირტყამსო;
6)აგრე არ უნდა თაყაო, შენ რომ ქულები გაყაო;
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
7)თუ გული გულობს, კეკელიძის ლობიანი ორი ხელით იჭმევა;
8)ძმა ძმისთვისაო, გამოცდის დღისთვისაო;
9)სიცილით დაკარგული ქულები ტირილით ვეღარ დაიბრუნესო;
10)ადრე ამდგარსა სტუდენტსა ლექციაზე ჩაეძინება;
11)ახალი სტუდენტი კარგად სწავლობს, ძველი ჩაიქნევს ხელსაო;
12)ბედი მომეც და დამკვირვებლად ბოტასა დამიყენეო;
13)ბრმამ ბრმას უთხრა, შენ გვერდით დავჯდები, რამე გადამაწერინეო;
14)რთული გამოცდა მიჩვენე, შეტენილ საგანს გიჩვენებო;
15)დამკვირვებელმა ბოტასი გაიძრო, მაგრამ გული დამკვირვებლისა შერჩაო;
16)გვაქვს, არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით (სტუდენტი მაღალ ჯიპიეიზედ);
17)ერთი ქსეროასლი ცხრა სტუდენტმა გაიყოო;
18)სტუდენტს ქულა უნდოდა, მაგრამ კოსნპექტების ზუთხვა ეზარებოდა;
19)კუმ ფეხი გამოყო, სტიპენდია მინდაო;
20)რაცა ლექტორს არა სწადდეს არა საგანი ჩაბარდების;