ევროპის რომელ უნივერსიტეტებში ღირს სწავლა ყველაზე იაფი

რეიტინგები

The Portugal News ევროპის იმ უნივერსიტეტების სიას აქვეყნებს, სადაც სწავლა ყველაზე იაფია.

გამოცემის ცნობით, სწავლა და ცხოვრება სტუდენტებს ყველაზე იაფი ვარშავის უნივერსიტეტში შეუძლიათ. ლისაბონის უნივერსიტეტში სწავლა კი ამ უკანასკნელთან შედარებით ოდნავ ძვირი ღირს.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

იაფი უნივერსიტეტების ხუთეულში ასევე მოხვდნენ სტამბულში მდებარე ბოსფორის უნივერსიტეტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და გრანადის უნივერსიტეტი, ესპანეთში.

მართალია ზემოთ აღნიშნული უნივერსიტეტები მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების სიაში მოწინავე პოზიციებზე ვერ ხვდება, თუმცა თუ თქვენ საზღვარგარეთ სწავლა ნაკლები დანახარჯებით გსურთ, მაშინ არჩევანის გაკეთება ამ ხუთეულიდან ერთ-ერთზე შეგიძლიათ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები