დღეისათვის საზოგადოების დიდი ნაწილი სმარტფონებით სარგებლობს, რადგან მათ მრავალფუნქციური გამოყენება აქვთ. სმარტფონის დახმარებით ჩვენ ნებისმიერ დროსა და ადგილზე გვაქვს წვდომა სოციალური ქსელთან, მობილურ თამაშებთან, სიახლეებთან, იმეილთან და სხვა. პრობლემა ის არის, რომ ხშირი გამოყენებიდან გამომდინარე, სმარტფონების ბატარეა ძალიან მალე ჯდება. რის გამოც, მუდამ გვიწევს დამტენების თან ტარება და ენერგიის წყაროს ძებნა. შესაბამისად სმარტფონის ბატარეას ვტენით ყველგან სადაც მოგვიხერხდება, მანქანებში, სამსახურში, ლექციებზე აუდიტორიებსა თუ საკლასო ოთახებში.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ყოველივე ამის შემდეგ, დროდადრო ჩნდება სხვადასხვა მითი დამუხტვის პროცესთან დაკავშირებით, რომლებიც, ალბათ, თქვენც გსმენიათ. საინტერესოა, რა არის სიმართლე და რა ტყუილი ჩვენი „ჯიბის კომპიუტერების“ დამტენების შესახებ. მოდით ერთად შევიტყოთ, როგორ უნდა დავტენოთ ტელეფონი და მასთან დაკავშირებით გავრცლებული მოსაზრებებიდან რომელია მითი და რომელი რეალობა.
1. ნუ დატოვებთ ტელეფონს დამტენზე შეერთებულს მთელი ღამის განმავლობაში
ეს ალბათ, ყველას გაგვივია და აზრი იმ დროს გაჩნდა, როცა ტექნოლოგია სულაც არ იყო ისე განვითარებული, როგორც დღეს არის. ასე რომ, როგორც ექსპერტი შეინ ბროუსკი ამბობს, ტელეფონის დამტენზე შეერთებული დატოვება ღამის განმავლობაში არაფერს აშავებს.
როგორც ჩანს, სმარტფონის ტექნოლოგიურად დარეგულირებული ბატარეა საკმაოდ განვითარებულია და ზუსტად იცის, როდის უნდა შეწყვიტოს თქვენი მოწყობილობის ენერგიით კვება. ამიტომ, მისი დაზიანების რისკი არ არსებობს. თუმცა, შესაძლოა მოხდეს ტელეფონის გადახურება ამიტომაც, დარწმუნდით, რომ ტელეფონს გრილ ადგილზე ტოვებთ.
2. ტელეფონი 0%-მდე უნდა დაჯდეს, სანამ დამუხტვას დაიწყებთ
უცნობია, საიდან მოდის ეს მითი, მაგრამ აშკარად, გამუდმებით იმეორებენ მას. რეალურად, ბატარეის ბოლომდე დაცლა მას უფრო არასტაბილურსაც კი ხდის.
შეინ ბროუსკი გვირჩევს, მოწყობილობა 50-80%-ს შორის შევინარჩუნოთ. ანუ, ჯობს დროდადრო დამუხტოთ ის დღის განმავლობაში, ვიდრე დაელოდოთ სრულ დამუხტვას 0%-დან 100%-მდე.
3. ნებისმიერი დამტენი მუშაობს, თუნდაც, იგი ბრენდის გარეშე იყოს
ბევრს მიაჩნია რომ არ აქვს მნიშვნელობა ტელეფონს ორიგინალი დამტენით დატენი თუ არა და შესაბამისად ძვირადღირებული ორიგინალი დამტენის ნაცვლად იაფფასიან დამტენებს ყიდულობენ. მათ ვინც თანხის დაზოგვის მიზნით ორიგინალ დამტენს არ ყიდულობთ, გეტყვით, რომ იაფფასიან მოდელებს ტელეფონისთვის დიდი ზიანის მოყენებაც შეუძლია. საუკეთესო არჩევანი იმ დამტენის გამოყენებაა, რომელიც თქვენს სმარტფონს თავიდანვე მოჰყვა.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ არაორიგინალი დამტენების წუნი ის არ ის არ არის უსაფრთხო, რაც ნიშნავს იმას, რომ ორიგინალ დამტენებთან შედარებით, ბევრად მეტი შანსია, რომ მათ გამოიწვიონ ხანძარი, ან ავნონ თქვენს ბატარეას.
4. ტელეფონის გამორთვა უსარგებლოა
ტელეფონის დროდადრო გამორთვა შეიძლება, უსარგებლოდ გეჩვენებათ. თუმცა, ექსპერტები სწორედ ამას გვირჩევენ. Apple Genius-ის თანამშრომლის თქმით, ბატარეის „სიცოცხლის“ გასახანგრძლივებლად, ზოგჯერ, აუცილებლად უნდა გამორთოთ ტელეფონი.
ეს არ ნიშნავს, რომ ყოველი დაძინების წინ ან ყოველდღიურად გამორთოთ ის. უბრალოდ, კვირაში ერთხელ მაინც უნდა გამორთოთ ცოტა ხნით, ან გადატვირთოთ ტელეფონი. დადასტურებულია, რომ ეს ნამდვილად დაზოგავს სმარტფონის ბატარეას დროთა განმავლობაში.
5. ნუ გამოიყენებთ ტელეფონს დამუხტვის პროცესში
თუ თქვენ გაქვთ დამტენი, რომელიც თან მოჰყვა თქვენს ტელეფონს, ან იმავე კომპანიის მიერ შექმნილ სერტიფიცირებულ დამტენი, დამუხტვის დროს სმარტფონის გამოყენებაში არავითარი პრობლემა არ არის. მაგრამ, თუ მესამე ხარისხის დამტენს იყენებთ, რომლებსაც როგორც უკვე აღვნიშნეთ უსაფრთოების ფუნქცია არ გააჩნია, დატენვის დროს გამოყენებისას შესაძლოა აფეთქდეს ან დენის დარტყმაც გამოიწვიოს. მართალია, ამის ძალიან მცირე შანსია, თუმცა, მაინც ნუ გარისკავთ.
მოგვწერეთ, თქვენ რა ხერხებს მიმართავთ, იმისათვის რომ ტელეფონმა დიდხანს გაგიძლოთ ?