10 წიგნი, რომელიც ყველა სტუდენტმა უნდა წაიკითხოს

სტუდენტური ცხოვრება

საგამოცდო პერიოდი სტუდენტების ნაწილისთვის უკვე მიიწურა, ამიტომ, ალბათ, მეტი დრო გაქვთ დარჩენილი მხატვრული ლიტერატურის წასაკითხად.

თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ რა წიგნები წაიკითხოთ ამ ზაფხულს, ინტერნეტპორტალი Lifehack.org იმ წიგნების სიას აქვეყნებს, რომლებიც ყველა სტუდენტმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს:

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

1. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – ,,სამოთხის ეს მხარე”

წიგნში მოთხრობილია ისტორია პრინსტონის პრივილეგირებული სტუდენტის შესახებ, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აღმოაჩენს, რომ სასწავლებლის გარეთ ცხოვრება სულ სხვანაირია. მას უწევს თავისი თავის დასამკვიდრებლად ბრძოლის დაწყება. ამ წიგნის სიუჟეტი, ალბათ, ბევრი სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის იქნება ნაცნობი.

2. ჰარუკი მურაკამი – ,,ნორვეგიული ტყე”

წიგნში აღწერილია ისტორია ნამდვილ მეგობრობასა და სიყვარულზე. მისი მთავარი გმირი ერთ-ერთი კოლეჯის სტუდენტია, რომელიც ხვდება რომ თავისი შეხედულება ცხოვრებისადმი უნდა შეცვალოს და დააფასოს მეგობრობა. წიგნის სიუჟეტი გვასწავლის იმ ადამიანების დაფასებას, რომლებსაც ნამდვილად ვუყვარვართ და მივიღოთ ცხოვრება ისეთი როგორიც არის.

3. ჯორჯ ორუელი – 1984

გითვალთვალებენ, ფიქრს გიკონტროლებენ, გაჯერებენ, რომ ომი მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება კი ძალაა. გარწმუნებენ, რომ 2+2=5 და შენ არ გაქვს არგუმენტები საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, რადგან წარსული გამუდმებით იცვლება, ფაქტები აღარ არსებობს. ამ ყველაფერთან ერთად სამეტყველო ლექსიკაც ვიწროვდება. შენ ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ინდივიდუალიზმი და აზროვნება გაუგებარი ცნებებია. კარგავ ძალას და ხდები მათნაირი.

4. ფიოდორ დოსტოევსკი – ,,დანაშაული და სასჯელი”

ცნობილი რუსი მწერალის ნაწარმოები მოგვითხრობს სტუდენტის შესახებ, რომელიც ცდილობს თავის დამკვიდრებას და ცდილობს გაიგოს რელობაში ვინ არის. მოხუცი მევახშის მოკვლის შემდეგ ის ცდილობს თავისი საქციელების გამართლებას. ეს წიგნი ყველა მკითხველს დააფირებს თავის მორალურ შედეგულებებსა და და ადგილზე საზოგადოებაში.

5. გაბრიელ გარსია მარკესი – ,,მარტოობის 100 წელი”

ჯადოსნური და ფანტასტიკური სივრცე, რომელიც ერთი პატარა სოფელი მაკონდოა, ძალიან ბევრი, საინტერესო ისტორიითაა სავსე. მაკონდოში ცხოვრობს ყველა ბუენდია, ძალიან ბევრი აურელიანო და კიდევ უფრო მეტი ხოსე არკადიო. მკითხველს უჭირს გაარჩიოს ერთმანეთისგან იდენტური სახელების მქონე პერსონაჟები, რომელთა რაოდენობაც უსასრულოა, მაგრამ იმდენად კარგია რომანის პირველი წინადადება, კიდევ ერთი კლიმიც მზადაა ძილის წინ თუ გამთენიისას იკითხოს მარტოობის ასი წელიწადი, რომ როგორმე ბოლო წინადადებამდე ჩავიდეს.

6. ენტონი ბერჯესი – ,,მექანიკური ფორთოხალი”

ინგლისელი მწერლის, ენტონი ბერჯესის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რომანი „მექანიკური ფორთოხალი“, რომელიც 1962 წელს გამოჩნდა ინგლისის წიგნის ბაზარზე. ეს არის არასრულწლოვანი კანონდამრღვევის მიერ პირველ პირში მოთხრობილი ამბავი, რომელიც პირქუშ სინამდვილეში ვითარდება. ამბავი იმისა, თუ როგორ გადის არასრულწლოვანი დამნაშავე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებულ გამოსასწორებელ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ამბავი ერთი მელომანი სადისტისა, რომელიც ძალადობის ინსტინქტის ჩასახშობად გამიზნული, არანაკლებ სადისტური მეცნიერული ექსპერიმენტის მსხვერპლი შეიქნა.

7. ვლადიმერ ნაბოკოვი – ,,ლოლიტა”

ეს არის აკრძალული სიყვარულის ისტორია, რომელსაც შეუძლია მკითხველს ასწავლოს ადამიანებს შორის ურთიერთგაგება, მიტევება,მსხვერპლის გაღება და ბევრი სხვა რამ რაც ყველა ადამიანს ჭირდება ერთმანეთთან ურთიერთობაში.

8. ერნესტ ჰემინგუეი – ,,მშვიდობით იარაღო”

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი პირველი მსოფლიო ომის შესახებ. სწავლის დასრულების შემდეგ ჰემინგუეის სურდა სამხედრო სამსახურში წასვა და პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობა, მაგრამ თვალის პრობლემის გამო მას უარი უთხრეს. ალტერნატიური გამოსავალი ავტორმა იტალია-ავსტრიის ფრონტზე, წითელ ჯვარში მძღოლად მუშაობაში იპოვა სადაც 1918 წელს მძიმედ დაიჭრა. ჰოსპიტალში მკურნალობის დროს კი ამერიკელი მოწყალების და შეუყვარდა. ათი წლის შემდეგ კი ეს სასიყვარულო ისტორია და ომის გამოცდილება საფუძვლად ედება ჰემინგუეის რომანს „მშვიდობით იარაღო“.

9. მიხეილ ბულგაკოვი – ,,ოსტატი და მარგარიტა”

წიგნში აღწერილია რომანტიკული, არაამქვეყნიური და იმავდროულად სევდიანი სიყვარულის ისტორია. წიგნში ასევე ჩანს როგორ შეიძლება ბოროტი ძალა იყოს უფრო გულწრფერლი, ვიდრე საზოგადოება ან პოლიტიკური რეჟიმი.

10. ალბერტ კამიუ – ,,უცხო”

ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, მკითხველი გაიგებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი არჩევანი და ხანდახან სამყარო რამდენად ინდიფერენტულია.წიგნი მოგვითხრობს ისტორიას ადამიანის შესახებ, რომელმაც ადამიანი მოკლა, თუმცა დანაშაულის შეგრძნება არ აქვს.

 მოგვწერეთ, თქვენ რას ურჩევთ სტუდენტებს რომ წაიკითხონ ამ ზაფხულს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები