“სტუდენტური ამბების” პროექტი – “ARIS ბლოგერი” განახლებული სახით ბრუნდება! პროექტი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გამოაქვეყნონ თავიანთი მოსაზრება, კომენტარი, რეპორტაჟი (ფოტო, ვიდეო, აუდიო), ბლოგი, ესე, ნახატი, ჩანახატი, მოთხრობა, ლექსი, რომელიც შეესაბამება წინასწარ შერჩეულ თემატიკას – და მიიღონ ჰონორარი.
სათაურს ორ კვირაში ერთხელ „studinfo”-ს რედაქცია გთავაზობთ.
მაშ ასე, შემდეგი ორი კვირის განმავლობაში თქვენ მიერ გამოგზავნილი ნამუშევრის სათაური (თემატიკა) უნდა იყოს შემდეგი:
„როცა ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს“.
სტუდენტებს თავიანთი ნაწერების გამოგზავნა შეეძლებათ ელექტრონულ მისამართზე: – [email protected]
არ მიიღება ნამუშევრები, რომლებიც არ შეესაბამება თემატიკას!
ჟანრი შეიძლება იყოს ნებისმიერი.
განახლებული “ARIS ბლოგერის” შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.