“ზოოპარკის გალიებში” აღზრდილი “ლომების” შვილები თავისუფალ გარემოში ცხოვრებას სწავლობენ

ARIS ბლოგერი

 

ავტორი: შმაგი ბერუაშვილი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი


13 ივნისის ღამე თბილისის და სრულიად საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთ ტრაგიკულ ფურცლად ჩაიწერება, რამდენიმე  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სხვა უამრავი კი უსახლკაროდ დარჩა. რომ აღარაფერი ვთქვათ განადგურებულ ზოოპარკზე და დახოცილ ცხოველებზე… თუმცა, როგორც ამბობენ, გზა მაშინ გამოჩნდება, ურემი რომ გადაბრუნდებაო. საერთო ტრაგედიამ დაგვანახა როგორ შეგვძლებია გასაჭირის დროს ერთად დგომა, როგორი ახალგაზრდობა გვყოლია, მოგვცა იმედი იმისა, რომ საქართველო აღორძინდება.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

უამრავი ადამიანი დადგა დღეს დაზარალებულების გვერდით, ბევრმა მათგამა საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვები გადაარჩინა.

ამ სტატიაში შევეცდები კიდევ ერთი მოხალისე გაგაცნოთ, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს შენებაში.

თორნიკე ლომსაძე, რომელიც 1994 წლის 11 მარტს დაიბადა გორში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, ის ამჟამად ერთ-ერთ ბენდ ,,კანუდოსში’’ უკრავს.

ფიქრობს, რომ საქართველო ყველაზე მძიმე სიტუაციაში დღესაა და გადარჩენის საშუალებას ერთმანეთის გვერდით დგომაში ხედავს, რადგან “ზოოპარკის გალიებში” აღზრდილი “ლომების” შვილები სწავლობენ თავისუფალ გარემოში ცხოვრებას, – ამბობს თორნიკე.

– თორნიკე რა იყო ყველაზე მძიმე ამ დღეების განმავლობაში?

– ყველაზე მძიმე იმ ისტორიების მოსმენა იყო, რომელიც 13 ივნისს თბილისში სტიქიის დროს  დატრიალდა. ამდენი გარდაცვლილი, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები და შოკურ მდგომარებაში მყოფი საზოგადოება. ძნელია წარმოიდგინო და რეალობად აღიქვა ყოველივე ეს, თუმცა ისტორია მეორდება და ეს შემდეგში აღარ უნდა მოხდეს.

– როგორ გაიხსენებდი 13 ივნისის ღამეს?

– მიუხედავად იმისა, რომ სტიქის ადგილას არ ვყოფილვარ იმ ღამეს, ვერ წარმოიდგენ, როგორი ძნელია გაიზრო თუ რა ხდება ჩვენს თავს. შოკირებული ხალხი, დაბნეულები და მაინც ერთმანეთის დასახმარებლად, რომ იბრძვიან, ახლა სიამაყით ვივსები, როცა ამდენი კეთილი ადამიანი არსებობს

– საკუთარი სიცოცხლის ფასად აკეთებ ყველაფერს, ეს ყველაფერი გიღირს ამად?

– რადროს ღირებულებაა, როცა ადამიანებს და ქალაქს ჩვენი დახმარება სჭირდება.

– თქვენ ყველა მოხალისე გმირები ხართ, ახლა როგორაა საზოგადოება თქვენ მიმართ დამოკიდებული?

– ყველა გმირია, ყველა საქართველოსთვის იბრძვის და ერთიანები ვართ დღეს.

და ბოლოს, ასე ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება და წარმატებული ახალგაზრდობის თაობა. მადლობა ახალგაზრდებს ! სულ გამარჯვებით გევლოთ გაბრწყინებული საქართველოსაკენ !!!

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები