ავტორი: ლანა ჩიგოგიძე
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი
სენსაციური ამბები, ტერორისტული აქტების გაშუქება ხელს უწყობს ჟურნალ–გაზეთების გაყიდვას, რაც იწვევს სიმბიოზურ კავშირს ტერორიზმსა და მედიას შორის, მედიის საშუალებით ტერორისტები საზოგადოებაში თესავენ შიშს, პანიკას. ასევე ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ სამართლიანობის აღსადგნენად მათთვის ყველა სხვა საშუალება ამოწურულია და ამიტომ “მოწამოებრივი’’ გზით სურთ მოიპოვონ პატივისცემა, აღიარება და, რაც მთავარია, განახორციელონ თავიანთი პოლიტიკური მიზნები.
დღესდღეობით, მეტად საგულისხმო და აქტუალურია ტერორიზმის თემა, მისი გაშუქების სპეციფიკა როგორც საქაერთველოში ასევე მსოფლიოში, საინტერესოა ის ფაქტი თუ რამდენად ხარისხიანად აღწერს და აშუქებს მედია ტერორისზმის თემას, რადგან ბოლო დროს მეტად გახშირდა ტერორისტული აქტები, რაზეც საზოგადოება ძალიან დაინტერესებული და შეშფოთებულია ამ საკითხით. ტერორიზმი 21-ე საუკუნეში სახელმწიფოთა უმრავლესობის პრობლემაა, თუმცა მას გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
მაღალრეიტინგული გაზეთების პირველ გვერდებზე ტერორისტული აქტების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია, ცეცხლზე ასხამს ნავთს, რადგან ადამიანები, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებენ გაზეთის პირველ გვერდზე, ვინაიდან აქ იბეჭდება ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ მედიაში ტერორისტული აქტების უარყოფით შეფასებასაც კი სარგებლობა მოაქვს ტერორისტებისათვის. თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. საერთაშორისო დონეზე აღნიშნულ პრობლემას უდიდესი ყურადღება ეთმობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ თავად ტერორი, როგორც ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში და უდიდეს მასშტაბებს აღწევს.
თანამედროვე ტერორისტული ტაქტიკა შეიძლება ამჟამადაც იგივეა, რაც ერთი საუკუნის წინ, მაგრამ ტექნოლოგიურმა მიღწევებმა იგი გაცილებით ეფექტური გახადა. ტექნოლოგიური მიღწევების წყალობით შესაძლებელი გახდა გლობალური საერთაშორისო ტერორიზმი, გადაადგილების თანამედროვე საშულაბებების წყალობით ტერორისტებს შეუძლიათ იერიში მიიტანონ დედამიწის ნებისმიერ კონტინენტზე. რადიო ტელევიზია და თანამგზავრული კავშირი უზრინველყოფს მომენტალურ დაკავშირებას ფართო აუდიტორიასთან.
თანამედროვე ტერორიზმის მიზანს უკვე აღარ წარმოადგენს ცნობილი ადამიანების გატაცება, დაშინება, პოლიტიკოსებზე ზეწოლა და ა.შ, მათ უფრო ფართო მასებზე სურთ გავლენის მოხდენა, საგულისხმოა ისიც, რომ პრესას არ შეუძლია უარი თქვას ტერორისტული აქტების გაშუქებაზე მთავრობათა ცენზურის შიშით. თავისუფალი მედია თუ ერთის მხრივ, მეტ–ნაკლებად ობიექტურად ასახავს მიმდინარე მოვლენებს, აანალიზებს მათ და ზოგჯერ პროგნოზირებასაც კი აკეთებს მოსალოდნელ ტერორისტულ აქტებზე, მეორეს მხრივ, თავისდა უნებურად, პროპაგანდას უწევს ტერორისტთა იდეებს, მსოფლმხედველობას, რელიგიურ მრწამსს, პოლიტიკურ მიზნებს, მოთხოვნილებებსა თუ ამოცანებს.
ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე, ტერორისტული აქტი ისეთი მოვლენაა, რომელიც საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეიძლება შეეხოს, შესაბამისად მისი გაშუქების გარეშე დატოვება ალბათ წარმოუდგენელია. თუმცა მსგავსი ძალადობრივი ატქების გაშუქებას მედია დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგან ძალადობის ტირაჟირება ხშირად ცუდად აისახება მის მაყურებელზე.
მედია საშუალებამ კარგად უნდა გაიაზროს ის შინაარსი და ფორმა, რითიც მაყურებელს მსგავს ინფორმაციას მიაწვდის.
ერთის მხრივ მან უნდა დაიცვას მაყურებლის უფლება, ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე.
მაგრამ მეორეს მხრივ ძალადობრივი აქტების გადაცემით არ უნდა შეუწყოს ძალადობის წარმოშობას.
საჭიროა ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგნიზაციების საერთო, უნივერსალური თანამშრომლობა ტერორიზმის საკითხებში, რათა საერთო ქსელური კავშირებით მოხდეს ტერორიზმის პრევენცია.
საქართველოს ისტორიული განვითარების მოცემულ ეტაპზე აუცილებელია გაანალიზდეს ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც შეიძლება ქვეყანა აღმოჩნდეს დაისახოს პროფილაქტიკის გზები და საშუალებები. მნიშვნელოვანია ტერორიზმის იმ სახეების და ფორმის ცალკე გამოყოფა და შესწავლა, რომელთა წარმოშობის საფრთხე შეიძლება შეიქმნას საქართველოში.საქართველოსთვის ტეროგენულად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოებრივად ხელშეწყობილი,რელიგიური და ეთნიკურ -სეპარატისტული ტერორიზმის სახეები.
ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთი აპრობირებული ხერხია მსგავსი ფაქტების მასმედიის მხრიდან ნაკლები აფიშირება, რადგან ხშირად ტერორისტები ამა თუ იმ ტერაქტს ახორციელებენ საზოგადოებრივი აზრის, ყურადღების მიპყრობის მიზნით და თუ მათი ნამოქმედარი და მოთხოვნები არ გადაიცემა ტელევიზიით, არ გაშუქდება პრესით, მაშინ ტერორისტული ორგანიზაციებისათვის ტერაქტების ჩადენა ყურადღების მიქცევის მიზნით, აზრს დაკარგავს.