სულ სხვა თაობის სულ სხვა დღე

ARIS ბლოგერი

ავტორი: ანა ურუშაძე

თსუ-ის სტუდენტი


“სულ სხვა თაობა ხართ! სულ სხვა! ეს არც არავიის გაუკეთებია და ეჭვი მეპარება ვინმემ ოდესმე შეძლოს, ის რაც თქვენ მოახერხეთ!. იმრავლეთ!” -ასაკოვანი  ცირას ყველაზე გულწრფელი ზღვისფერი თვალები და ემოცია,მისი თვალებივით მართალი.  თვალები შემომცქერის… თვალები მლოცავს… თვალები მეტყველებს… თითქოს მთელმა გუგებმა დაიტია ივნისის უმძიმესი ტრაგედია და მაინც… ქალბატონი ცირას სახლს 13 ივნისის სტიქიამ  საძირკეველი გამოაცალა. ახლა   ავლაბრის ერთერთ სასტუმროში სხვა დაზარალებულებთან ერთად ცხოვრობს და დაჟინებით ითხოვს რომ მისთვის მიტანილი საკვები და ტანსაცმელი მასზე მეტად გაჭირვებულებს გადასცენ. ჩვენ საოცარი წარსული გვყავს… მომავალი რაც გვყავს კიდეც დავინანხეთ და ვიგრძენით, ახლა მთავარია აწმყო შევქმნათ… სულ სხვანაირი აწმყო…

ტრაგედიის დღიდან დღემდე  ხუთი დღე გავიდა… 120  საათი… 7200 წუთი… დღეს სულ სხვა დღეა… სულ სხვა  ივნისი..ემოცია კი ისევ მძაფრია, ისევ ტკივილიანი..დღემდე ვერეს   ხეობა ქუხს ჩვენში… დღემდე მიაქვს წყალს სიცოხლე, დღემდე გვტკივა… უსასრულობამდე გვეტკიება კიდეც…დღეს 19 ივნისია… 13 ივნისი კი ტრაგედიის  დღეა… ერის მქუხარებაა… ქვეყნის გოლგოთაა…

ტრაგედიები უგმიროდაც ხდება, ჩვენში კი ძალიან ბევრი გმირით მოხდა… გმირი ხალხი გვყავს… გმირი ახალგაზრდობა!

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ტრაგედიის დღიდან დღემდე 120 საათი გავიდა და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ 120-ივე  საათი უმწეობის საშინელი გრძნობა მტანჯავდა, გულს მიღრღიდა, სულს მიფორიაქებდა… ჯარიდან გაქცეულ ჯარისკაცს ვგავდი, ომის დროს მიმალულ მეომარს, სულით ხორცამდე რომ აქვს გააზრებული თავისი არსი და მიზანი, თუმცა მაინც  „რაღაც“ აკავებს. ამ „რაღაცის“ ძალიან მრცხვენოდა, უმწეობით ვიჯექი კარჩაკეტილ სახლში და ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი, ჩემი თანატოლები იყვნენ, რომლებიც ამ დროს შიშველი ხელებით ტრაგედიას ებრძოდნენ. ვამაყობდი, მეშინდა, მრცხვენოდა და მაინც…

სამშობლო კი, უდიდესია… უზენაესია… ადამიანობა უმაღლესია… ის, რაც ჩვენში სხვა „რაღაცაზე” ძლიერია… ერთადერთი, რამაც ჩემში აბობოქრებული და ამძლავრებული; რამაც გადაფარა – ეს ქართველობაა! ჩემი შინაგანი აგრეგატული მდგომარეობა… სურვილი – რეალურად ქართველი ვიყო რეალურად ქართველურ დროს!

და, როგორც იქნა, გუშინ ქალაქში გავედი… ხალისით გავხდი მოხალისე… დაიმედებული ვიყავი იმით, რომ დაგვიანებული სჯობს… ბევრი არაფერი მიქნია,მაგრამ ერთბაშად გავთავისუფლდი უძლურებისაგან, ტკივილსაგან. ერთი საქმით, მცირე სიკეთით მეტი გავხდი… მხოლოდ მერე გავაცნობიერე  რომ სიკეთე არ იწონება… არ იზომება… არც შიდა  არცერთ სხვა სისტემაში… ჟურნალსტიკა ხომ მეტისმეტადაა ჩემში… ამ დროსაც იმძლავრა ამ  რეფლექსად  ქცეულმა ობსერვიულმა აკვიატებამ, სტიქიით  დაზარალებული და სასტუმროში  გადაყვანილი ოჯახების აღწერა-შეფასება დამევალა.

ემოციურად ემოციური წუთები გამოდგა… სასტუმროს უზარმაზარ სივრცეში, სიკეთის სურნელება ტრიალებდა,  სასიამოვნოდ ჩახუთული სურნელი…მართალია ვერეს ხეობიდან საკმაოდ შორს ვიყავით და მაინც    წყლის ხმაურობა ჩამესმოდა ყურებში, თითქოს მეც ახლახან გამომრიყა ა ქ ადიდებულმა წყლის ზვირთებმა…

დაძაბული წუთები და ხმაურით გაიღო N9 ოთახის  კარები. 7-ის შეშინებული და ამავდროულად მომლოდნე  თვალი ერთბაშად შემომეფეთა… მერე იყო ახსნა-განმარტებანი, თავის წარდგენა, კომუნიკაციის საწყისები, ემოციების გაზიარება, პროფესიული ჩვევა-მეტისმეტი ჩაძიებები, და რაც მთავარია, იყვნენ ადამიანები,დ აზარალებულები, წყლისაგან გაძარცვულები, ტრაგედიის  უშუალოდ თვითმხლველნი. იყო სურვილი ამ ყველაფრის ჩვენებისა, მოყოლისა. დავინახე, თუ რაოდენ სურს ხალხს საუბარი, მოსმენა, ხმის მიწვდენა უფრო მაღალისათვის. დავინახე, ადამიანების მოთხოვნილება, ვიღაცა უსმენდეს,უფრო ესმოდეს მათი!

მოხალისეობის, თუნდაც ერთდღიანი და ნაკლებტალახიანის, ძლიერი მხარეები:

მე საოცარი ადამიანები გავიცანი.

ცისფერთვალება მოხუცი ქალბატონი, რომელმაც იცის სიკეთის ფასი  და ღირებულს ღირსეულად აფასებს.

ხუთი თვის ფეხმძიმემ ნათია, რომელმაც სტიქიის შედეგად ყველაფერი დაკარგა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს,და ერთადერთი რაზეც  ახლა დარდობს მისი დაკარგული და ძალიან ერთგული ყურშაა.

4 წლის ხუჭუჭა ნიკუშა, რომელიც მორცხვად მათვალიერებდა დედის მკლავებს შეხიზნული დ ხანდახან უთბილესად მიღიმოდა. იგი ყველაზე მეტად საყვარელი სათამაშოების დაკარგვას განიცდიდა. წყალმა მას  საყვარელი მეგობრები წაართვა.

წამოსვლის  შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი ამ ადამიანებზე,განსაკუთრებით ხუჭუჭა ნიკოზე. პარადოქსია და მაინც ერთი აზრი  ამეკვიატა, სოციალური მედიით გავრცელებულ სურათზე გამოსახული ტალახიანი მიკი მაუსი იქნებ  ცოტა ხნის წინ ნიკუშას ართობდა?!. იქნებ ნიკასი იყოდა წყალმა წაართვა, ფერად სიზმრებთან ერთად ხელიდან გამოსტაცა… ოჰ, რამდენის  ბედნიერება შთანთქა ბიძურმა ტალახმა… რამდენის სიფერადე დაფარა ვერეს  შლამმა.

ნიკა კი ისევ სასტუმროს ოთახში დედიკოს მკლავებს ეხვევა იმედით, რომ სახლთან ერთად იგი  ბავშვობასაც  არ დაკარგავს. და რომ მიკი მაუსი ისევ დაბრუნდება მასთან   ჩვეული სიფერადით და სილაღით, მერე კი არასდროს, აღარასდროს წავა!..

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები