წარმატებული მენეჯერი

ARIS ბლოგერი

ავტორი: გვანცა ილურიძე

თსუ-ის სტუდენტი


(მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი)

21-ე საუკუნეში ინგლისურმა სიტყვამ «მენეჯმენტი» («management» ქართულად «მართვა» ბიზნესის ფეროში) შეიძინა ინტერნაციონალური მნიშვნელობა. იგი გულისხმობს ადამიანთა ხელმძღვანელობას სხვადასხვა ორგანიზაციაში (ფაბრიკა-ქარხანა, სასტუმრო, უნივერმაღი, რესტორანი, კომერციული ბანკი, სადაზღვევო კომპანია, ტურისტული სააგენტო და სხვ.). მარტივად _ მენეჯმენტი ნიშნავს დასახული მიზნების მიღწევის უნარს სხვა ადამიანების შრომის, ინტელექტის, ქცევის მოტივების გამოყენების საფუძველზე. მენეჯმენტი, აგრეთვე, სპეციალური ცოდნის დარგია, რომელიც ეხმარება მუშაკებს, განახორციელონ მართვა, ე.ი. მართვის მეცნიერებაა.

დღევანდელი ბიზნესის უმნიშვნლოვანეს ელემენტს წარმოადგენს ადამიანური კაპიტალი, შრომითი რესურსების მართვა. ამიტომ არის, რომ თანამედროვე კომპანიები წარმოების ამ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. შრომითი რესურსების მართვას ახორციელებს მენეჯერი. ის კომპანიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. შეიძლება ითქვას, რომ მენეჯმენტის ძირითადი ნაწილი, მისი წარმმართველი არის მენეჯერი.

როგორი უნდა იყოს წარმატებული მენეჯერი?

პირველ რიგში რა თქმა უნდა მენეჯერს მოეთხოვება პროფესიონალიზმი, თავისი საქმის კარგად ცოდნა და კვალიფიცირებულობა. სხვა შემთხვევაში მას ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს არ ჩააბარებენ. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი თვისებები, რომელიც უნდა ჰქონდეს წარმატებულ, ეფექტურ მენეჯერს.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

 გადაწყვეტილების მიღების ხელოვნება

მენეჯერები არიან გადაწყვეტილების მიმღებები. ადვილია მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ძნელია მიიღო სწორი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღება არის ფორმალური დადგენა, როგორც პროცესის იდენტურობა და პრობლემების გადაჭრა. პროცესი შედგება ორი მთავარი ეტაპისგან: პრობლემების იდენტურობა და პრობლემების გადაჭრა.

მენეჯერი უნდა ეცადოს გამოიყენოს სისტემური პროცედურები, თუ უნდა სწორ გადაწყვეტილებამდე მისვლა. პრაქტიკაში არის ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემა. საჭიროა, იმის დადგენა, თუ რა არის არასწორი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი:

  • შეზღუდული ყურადღება
  • შეზღუდული მეხსიერება
  • შეზღუდული აზროვნება
  • შეზღუდული კომუნიკაცია

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტური მენეჯერი, გადაწყვეტილების მიღებისას, დიდ ყურადღებას უთმობდეს შემდეგ პუნქტებს:

  • ინტუიცია თამაშობს მნიშვნელოვან როლს გადაწყვეტილების მიღებაში
  • ეფექტურმა მენეჯერმა იცის, როგორ გააერთიანოს შიდა და გარე რესურსები
  • შემოქმედებითობა არის სასიცოცხლოდ მთავარი, რომ მოძებნო ალტერნატივები კრიზისის დროს
  • ეფექტურმა მენეჯერმა არ უნდა უყუროს მხოლოდ მოკლევადიან მოგებას.

კონფლიქტების მენეჯმენტის ხელოვნება

ეფექტურმა მენეჯერმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად კონფლიქტის გადაწყვეტა და ამით დაეხმაროს ორგანიზაციას გაზრდაში. კონფლიქტები არ არის ყოველთვის ნეგატიური და შეუძლია დაამტკიცოს პოზიტიური შედეგების არსებობა. ეფექტურ მენეჯერს შეუძლია დააბალანსოს დახვეწილი ურთიერთობები და იმუშაოს, რომ მართოს კონფლიქტი ყურადღებით. კონფლიქტი შეიძლება დანახულ იქნას როგორც მართვადი ან გადასაწყვეტი. ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი კონფლიქტების გადაწყვეტის დარგში ამბობს: “გადაწყვეტილება ნიშნავს დასრულებულ კონფლიქტს ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით, რომელიც აღწევს პრობლემის საფუძველს”.

კონფლიქტის თავიდან აცილება არ არის მარტივი ზოგიერთ ორგანიზაციაში, ამიტომ ეფექტურ მენეჯერს ამზადებენ იმისათვის, რომ წინასწარ განსაზღვროს ორგანიზაციის მომავალი. ეფექტური მენეჯერი უნდა შეთანხმდეს მნიშვნელოვან საკითხებზე და მისცეს რჩევა თანამშრომლებს.

კონფლიქტები დგება მაშინაც, როცა თითოეული მომსახურე არ იღებს სათანადო ყურადღებას ორგანიზაციაში. იმისათვის, რომ მენეჯერმა შეძლოს ეფექტური მოქმედება კონფლიქტების დროს, მან უნდა გამოიყენოს აგრეთვე კერნის მოდელი “პერსონალის ეფექტიანობის ამაღლების 5 მეთოდი”. ესენია: გადასახადები, ანალიზი, სამოქმედო გეგმის შედგენა, მოქმედება და წესრიგში მოყვანა.

მოქნილობა და შემოქმედებითობა

დღესდღეობით ბიზნესის გარემო საგრძნობლად შეიცვალა. იგი გახდა უფრო სწრაფი და უფრო კომპლექსური. მენეჯერებს უფრო მეტი პრობლემების გადაჭრა უწევთ შეზღუდულ პერიოდში. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი აბრაამ ზელენზიკი ამბობს: “რაც არ უნდა პროფესიონალურად დაგეგმო საქმიანობა, როცა შეუდგები მის შესრულებას, უამრავი გაუთვალისწინებელი პრობლემა იჩენს თავს. ამასთან, ამ პრობლემების გადაწყვეტას ვერ შეძლებ ეფექტურობის მოძველებული მიდგომებით”. აქედან გამომდინარეობს, რომ ბიზნესის წარმართვა წარმოუდგენელია მუდმივი განვითარების გარეშე. მოქნილობა განისაზღვრება შემდეგნაირად: “ეს არის უნარი განსხვავებულ სიტუაციებში ცვლილებების განხორციელების, რაც ორგანიზაციას წარმატებას მოუტონს”. საინტერესოა, რა ფაქტორები მოქმედებენ მასზე. პირველი ინფორმაციის მოცულობის ზრდის სურვილია, რომელიც მენეჯერს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მეორე არის ტექნიკის სწრაფი ზრდა ყოველ წელს და მესამე  ინტერნაციონალიზაციაა.

შემოქმედებითობა არის ახალი და ეფექტური იდეების წარმოება ან გამოყენება. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ შემოქმედებითობაზე, ვგულისხმობთ ხალხს, რომლებიც არიან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულები, განსხვავებულები სხვებისგან მათი ტალანტით, აქვთ იდეები, იღებენ გადაწყვეტილებებს ყოველდღიური ცხოვრებაში. კულტურაში შემოქმედებითი ადამიანები ასოცირდებიან ბახთან, ვან გოგთან, აინშტაინთან და ა.შ., ბიზნესში კი ისეთ ადამიანებთან, როგორიც არიან სტივ ჯონსი (თანადამაარსებელი “Apple computer”-ის), ბილ გეიტსი (“Microsoft”-ის დამაარსებელი), ჯეკ უელჩი (“General electrics”). დღევანდელი შემოქმედებითობა არის გზა ფიქრისკენ, გზა – გააერთიანონ ხედვები და იდეები ადამიანებთან ურთიერთობებში და ბიზნესში.

კომუნიკაციის ხელოვნება

კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ორგანიზაციის განვითარებისათვის. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მენეჯერებსა და მასზე დაქვემდედარებულებს შორის.  ბოლო წლებში, ტექნიკის განვითარების გამო, მენეჯერები იყენებენ კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდებს. ესენია:  სატელეფონო, შეხვედრები, ფორმალური პრეზენტაციები, ტრადიციული ფოსტა, რადიო, ტელევიზია, ელექტრონული ფოსტა, კომპიუტერული კონფერენციები და ვიდეო კონფერენციები და ა.შ.

ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ორგანიზაციაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მენეჯერები, რომლებიც უნდა იყვნენ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულნი და  იმოქმედონ კოორდინირებულად დასახული მიზნების მისაღწევად.

სამართლიანობა, კომპეტენტურობა, ობიექტურობა

ეს თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენეჯერებისათვის. მათ სამართლიანად, ობიექტურად და კომპეტენტურად უნდა შეაფასონ თავიანთი მუშაკების მუშაობა და შესაბამისად უნდა დააფასონ ისინი. ამის მიხედვით უნდა მოხდეს მათი დაწინაურება, სამსახურიდან გაშვება თუ მოტივირებული.

 

მოტივაცია

კარგმა მენეჯერმა უნდა იცოდეს, რომ კომპანიაში შრომის ნაყოფიერებას და შესაბამისად, მოგებასაც ზრდის მოტივაცია. მოტივაცია ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მრავალი მოტივატორი არსებობს. ეს შეიძლება იყოს:

1) ფული – ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ფული საუკთესო მოტივატორია. ადამიანი უფრო მონდომებით იმუშავებს თუ იცის, რომ ამისათვის დამატებით თანხას გადაუხდიან, პრემიას მისცემენ ან სულაც ხელფასს გაუზრდიან.

2)შიში – იგულისხმება, რომ ადამიანები მუშაობენ და თავის საქმეს ასრულებენ იმიტომ, რომ ეშინიათ სამსახური არ დაკარგონ.

3) დაფასება – როდესაც ადამიანს აგრძნობინებ, რომ ის მნშვნელოვანია კომპანიისათვის, როდესაც შეაქებ მას და დაუფასებ მის მიერ გაწეულ სამუშაოს, მას მოტივაცია უჩნდება უფრო მეტი გააკეთოს კომპანიისათვის.

4)სამუშაო გარემო – მომუშავე პერსონალისთვის მნიშვნელოვანია სამუშაო გარემო. აუცილებელია მენეჯერმა უზრუნველყოს თავის გუნდის წევრებს შორის მეგობრული დამოკიდებულება. რაც უფრო მეგობრულ და მათთვის სასურველ გარემოში იმუშავებენ ადამიანები, მათი შრომის ნაყოფიერებაც იზრდება.

5)კონკურენცია – ესეც ერთ-ერთ მოტივატორად შეიძლება ჩაითვალოს. ხშირად ხდება, რომ კომპანიაში ადამიანები ხდებიან ერთმანეთის კონკურენტები. ჯანსაღი კონკურენცია ძალიან კარგია. ეს ავითარებს თვითონ კონკურენტებსაც და შესაბამისად მათი შრომის ნაყოფიერებაც იზრდება.

6)მუშაკებზე ორიენტირებული ხერხები –  აქ იგულისხმება სხვადასხვა პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც მომუშავე პერსონალს უადვილდება მუშაობა. მაგ: ზოგიერთი კომპანია უზრუნველყოფს თავისი თანამშრომლების ოჯახის წევრების მოვლას სანამ კონკრეტული მუშაკი თავის სამუშაოს ასრულებს. ზოგიერთი კომპანია სპეციალურად აშენებს ჯანმრთელობის ცენტრებს თავიანთი მუშაკებისთვის. მნიშვნელოვანია ასევე სადაზღვეო პროგრამები და კიდევ ბევრი სხვა, რაც თავისთავად ზრდის მუშაკების შრომის ნაყოფიერებას.

7) კომპანიის წილი –  აქ იგულისხმება შემდეგი: ზოგჯერ კომპანიის მუშაკებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მეწილეები ანუ შეიძინონ კომპანიის აქციები. გამომდინარე იქიდან, რომ  კომპანიის შემოსავალი მათი შემოსავალიც ხდება, მათი შრომის ნაყოფიერებაც იზრდება, რაც ზრდის მოგებასაც.

საბოლოოდ, ყველამ ვიცით რომ ადამიანები ირჩევენ გარკვეულ პროფესიას, შემდეგ კი ცდილობენ გახდენენ წარმატებული არჩეულ სპეციალობაში. რეალობა ასეთია, კონკრეტულ სფეროში ძლიერ და წარმატებულ სპეციალისტს, მაგალითად გამოცდილ ექიმს ადრე თუ გვიან აწინაურებენ და ის ხდება გარკვეული მიმართულების ხელმძღვანელი, იგივე სიტუაცია ნებისმიერი სხვა პროფესიის შემთხვევაში: იურისტი, არქიტექტორი, თარჯიმანი, მარკეტოლოგი, ფინანსისტი და ა. შ. პროფესიონალი ადამიანი, რომელმაც მიაღწია გარკვეულ წარმატებებს კონკრეტულ სფეროში, წინაურდება და მას აბარებენ გარკვეულ მიმართულებებს, ისე რომ მას შეიძლება წარმოდგენა არ ჰქონდეს ხალხის მართვისათვის აუცილებელ მეთოდებზე, არ იცოდეს თუ როგორ განსაზღვროს, დაგეგმოს და მართოს კომპანიის (სტრუქტურული ერთეულის) მიმართულებების მიზნები  და  ამოცანები.

აქედან გამომდინარე,წარმატებული მენეჯერი და მენეჯერული თვისებები  ყველას სჭირდება ნებისმიერ სფეროში. რატომ? იმიტომ რომ მენეჯმენტი საჭიროა ყველგან და ყველაფერში.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები