თსუ-ში გამოცდების ჩაბარებულად ჩათვლის მოთხოვნა გაუქმებულია

აქტუალური

თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა დავით არჩვაძემ გამოცდების ჩაბარებულად ჩათვლის მოთხოვნის შესახებ პეტიცია გააუქმა. როგორც  იდეის ორგანიზატორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მისმა მოთხოვნამ სტუდენტებში აურზაური გამოიწვია და შესაბამისად პეტიციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

,,სტუდენტების დიდმა ნაწილმა არასწორად გაიგო ჩემი მოტივაცია. ვაუქმებ პეტიციას, რადგან ამ უწყინარმა ამბავმა დიდი აურზაური გამოიწვია,” – აღნიშნა დავით არჩვაძემ.

შეგახსენებთ, რომ არჩვაძის ინიციატივით 18 ივნისს პეტიცია გამოქვეყნდა, სადაც დასკვნითი გამოცდების ჩაბარებულად ჩათვლა იყო მოთხოვნილი. როგორც არჩვაძე განმარტავდა, მისი ინიციატივის მთავარი მოტივაცია თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად ახალგაზრდებისთვის მეტი თავისუფალი დროის ქონა იყო.

პეტიციას მის გაუქმებამდე 1000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა.

,,გთხოვთ, ჩაბარებულად ჩაგვითვალეთ გამოცდები” – სტუდენტების მიმართვა უნივერსიტეტს

თსუ დასკვნითი გამოცდების გადადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები