სტატუსშეჩერებული სტუდენტის ფიქრები…

ARIS ბლოგერი

ავტორი: ირინა ნოზაძე

თსუ-ის სტუდენტი


უნივერსიტეტის გაჩერებაზე ვდგავარ და ვუყურებ უნივერსიტეტს, უცებ გამახსენდა ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამის” ერთი ეპიზოდი:

„საოცრად ჰგავს უნივერსიტეტი სკას თავისი ფიჭასავით ჩაწყობილი ბიბლიოთეკებით, აუდიტორიებით, მერხებითა დაკათედრებით, კართან მდგარი დარაჯებით და მოფუსფუსე სტუდენტებით. ჰგავს კი არა, უნივერსიტეტი, ალბათ, მართლაც სკაა,უზარმაზარი დევების სკა, დევების კი არა, ღმერთების, თაფლით გატენილი სკა და რა ბედნიერებაა, როდესაც იცი რომ შენც ამ სკაშიცხოვრობ, როგორც ღმერთის სამსახურში მყოფი პატარა ფუტკარი“, – გავიფიქრე, ნეტავ თუ მხვდება პატივი წილად ღმერთის სამსახურშიმყოფი პატარა ფუტკარი ვიყო?!

ოცნებას თავს ვანებებ, რადგან ოცნებებს გადავეჩვიე. თუ ოცნებაა გინდა რომ მოხდეს, თუ გინდა რომმოხდეს მიზანი უნდა დაისახო, თუ მიზანს დაისახავ აუცილებლად უნდა შეასრულო… და მე არ მინდა იმ პეპელას დავემსგავსოსინათლის ძიებაში შუა ცეცხლში რომ დაიწვება. საბედნიეროდ, ადამიანებს გვაქვს გონი და გაგვაჩნია სხვა ალტერნატივა…

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

გავიდა დრო და პატარ-პატარა ოცნებებით გავხდი უნივერსიტეტის სტუდენტი, მაგრამ ვაი რომ,  ვერ გავხდი „ღმერთისსამსახურში მყოფი პატარა ფუტკარი“. არ მაქვს უფლება გავაგრძელო სწავლა, თანხის გადაუხდელობის გამო.

იმ დღეს, უნივერსიტეტში მივდიოდი, განა ლექციებზე? არა, ცნობა მინდოდა. ცნობა, რომელიც არის სათაყვანებელი „უსტარი“, ერთადერთი საერთო ჩემსა და უნივერსიტეტს შორის. როდესაც შენობასთან მივედი  ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს პირჯვარი უნდაგადამესახა, თითქოს რაღაც სიწმმინდეს, დიადსა და სათაყვანებელს ვუახლოვდებოდი. შემდეგ ქვეცნობიერს ჩავუღრმავდი დაცნობიერში მივიღე შემდეგი სურათი: სწავლა – მართლაც რომ, ღვთის  სამსახურში ყოფნას  ნიშნავს, ღმერთმა თავის ხატად შეგვქმნა დამოგვანიჭა თავისუფლება იმისათვის, რომ სრულყოფილებისაკენ სწრაფვა იყოს ჩვენი ცხოვრების დაუოკებელი და ამავე დროს ორგანულიმიზანი, სწორედ იმ პეპლის მსგავსად, რომელსაც ასე ძალიან სწყურია სინათლე, თუნდაც ცეცხლში დაიწვას. სწორედ განათლებაასრულყოფილებისაკენ მიმავალი უმოკლესი გზა.

ეს ორი უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია, რაც მეტია სწავლის სიღრმე მით უფრო მოკლეა სრულყოფილებისაკენ მიმავალი გზა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ადამიანი სრულყოფილებას ვერასოდეს აღწევს, რადგან სწავლის სიღრმე განუსაზღვრელია. ჩემს სრულყოფილებისაკენ მიმავალ გზაზე, სამწუხაროდ, „მეწყერი“ ჩამოწვა.

ავიღე ცნობა და წამოვედი. კიბეზე ბატონი ვლადიმერ პაპავა შემხვდა, მინდოდა მივსალმებოდი, პატივისცემა გამომეხატა, მაგრამ,ვერ შევძელი.  რადგან, დიდი „სკის“ პატარა წევრად ვერ მივიჩნიე თავი. სტუდენტების მოფუსფუსე ჯგუფს ჩაუარე, შემოვბრუნდი,გავჩერდი და მათ დაუწყე ცქერა, ძალიან მონდოდა მათ ადგილზე ყოფნა. ჩემი თავი წარმომიდგა იმ ბავშვად, რომელიც უყურებს სხვაბავშვებს, როგორ ჭამენ ნაყინს და თვითონ ფული არ აქვს რომ იყიდოს… ისე ძალიან მომინდა „ნაყინი“ ბავშვი რომ ვყოფილიყავდი ალბათ, გულამომჯდარი ვიტირებდი…

P.S.

მე ვარ მაგისტრატურის სტუდენტი და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ერთი დიპლომი მაქვს. ვაი, რომ ბაკალავრიატის სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს ერთი დიპლომიც არ აქვთ, სანუგეშებლად.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები