წინ 22-ე საუკუნე მოდის…

ARIS ბლოგერი

 ავტორი: მარიამ გვარამია

თსუ-ის სტუდენტი


ქუჩა.

უნივერსიტეტიდან თავისუფლებამდე გზა არც ისე გრძელია. ყურსასმენები და მუსიკის საოცარი ჰანგები ( გარემოს შეგრძნებას რომ გაკარგვინებს )

ბევრი რამის შემჩნევა, დანახვა, აღქმა, გაცნობიერება, ანალიზი და შემდგომ წერა მიწევს ამ საინტერესო გზის გავლის შემდგომ… მეც ვწერ, რადგან წერას მაინც ვისწავლი…

მეექვსე კორპუსს, ოდნავ, ვცდები… ნოსტალგიის გრძნობა, სადღაც, მაგთიკომის ოფისამდე მიმყვება და მერე, პირველი თოვლივით ქრება… მაგრამ ამაზე გული, დიდად, არ მწყდება… წინ  22-ე საუკუნე მოდის…

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ახლა, თითქმის, არავის უკვირს – საყურე ცხვირში, ჭიპში, ყურზე 14 და წარბზე ორი, არავის უკვირს ტატუ კისერზე და ყურის ძირას, თითქმის არავის…

მაგთიკომის ოფისს ვცდები და შევჩენკოს ბაღთან ფრაზა “წინ 22-ე საუკუნე მოდის“  აქტუალური ხდება… გოგო-ბიჭი, აშკარად შეყვარებულები, ისე გადახლართულად ერთმანეთში, ვერ გაარჩევ თავი სადაა და ფეხი სად… არც სურვილი და არც დრო, მათი ცქერის, არ მაქვს და ისევ გზას მივუყვები…

ევროპაბეთთან, „22-ე საუკუნე მოდის“ – ბიჭი საყურით, ბიჭი ტატუთი, ბიჭი ვარდისფერი თმით, ბიჭი ავტო-რუჯით და ბიჭი აიფონ ექვსით…

51-ე სკოლასთან ჩავდივარ და სკოლის მოსწავლეებს ვუვლი გვერდს… მათი აიფონ ექვსის დანახვისას, ჩემს ბილაინს, ხელს მაგრად ვუჭერ და ამოუცნობი გრძნობით ვტოვებ მომავალი საუკუნის მომავლების ბუდეს…

რუსთაველის მეტროს ვუახლოვდები და უკვე, აშკარად იგრძნობა „სვეცკი“ და „ძერსკი“ „ნაროდის“ სურნელი…  აქედან თავისუფლების მოედნამდე აშკარად სახიფათოა აიფონ ოთხის ნაკლები ტელეფონით მოძრაობა და სოფლური მანერები…

ბიჭი ძაღლით – ბიჭი კეპით – ბიჭი „ნაოშნიკებით“ – ბიჭი 22-ე საუკუნიდან…

რატომ  ვფიქრობ ასე?

იმიტომ, რომ ახლა 21-ე საუკუნეა და წინ 22-ე გველოდება…

იმიტომ, რომ 22-ე საუკუნე, მართლაც, ასეთი „ნაროდით“ იქნება სავსე…

იმიტომ, რომ გზა უნივერსიტეტიდან თავისუფლებამდე უფრო გრძელია, ვიდრე გზა 21-ე საუკუნიდან 22-ე საუკუნემდე…

ახლა, არ გამომიხტეთ, უფლებადამცველები და არ დამიწყოთ მტკიცება, ტყუიხარო… ან უარესი, სამყაროს აღსასრულის მისნად ნუ დამასახელებთ ირონიულ კონტექსტში…

უბრალოდ, ქუჩაში გადით, ბევრი ისეირნეთ, ფეხით იარეთ, ხალხს დაელაპარაკეთ და…

ისეთს გაიგონებთ, ისეთს დაინახავთ …

ერთხელ, თქვენც იტყვით…

წინ არა ადამიანი, არამედ 22-ე საუკუნე მოდის…

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები