ნაადრევი ქორწინება

ARIS ბლოგერი

ავტორი: ანა სოლაშვილი

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი


გრძნობა შიგნიდან გრღნის და გჭამს. გგონია რომ მეტს ვეღარ გაუძლებ. გონება გებინდება და არ იცი რა უწოდო ამ გრძნობას, სიძულვილი თუ სიყვარული? ან, იქნებ, უბრალოდ, იმედგაცრუებაა?! სწორედ, ამ იმედგაცრუებითაა შეპყრობილი საზოგადოების დიდი ნაწილი. ვერ გარკვეულან, რა უნდათ ცხოვრებაში და რისკენ მიილტვიან. სწორედ ეს არის მიზეზი ამდენი დანგრეული ოჯახისა. ამასთან დაკავშირებით არსებობს ორი მოსაზრება, ერთი ამბობენ რომ ეს სექსუალური ინსტინქტების დაუკმაყოფილებლობის შედეგია და ზოგის აზრით კი, ბავშური სიყვარული, უფრო სწორად კი – გატაცების. გიყვარს, გიყვარს და კიდევ ერთხელ გიყვარს

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

გადის დრო ის ხდება უკვე შენი მეორე ნახევარი და ხვდები, რომ ის სულაც არ ყოფილა ის ადამიანი ვისთვისაც საკუთარ სიცოცხლესაც არ დაიშურებდი წლების თუ თვეების წინ. ინგრევა ახალ შექნილი და ერთი შეხედვით ძალიან ლამაზი ოჯახი. იწყება ადამიანის ცხოვრებაში ის ეტაპი , რომელსაც ტანჯვა და ჯოჯოხეთსაც ადარებენ. ხვდები, რომ სრულიად მარტო ხარ, რამდენი ადამიანიც არ უნდა გედგას მხარში მაინც ხვდები და გრძნობ , რომ მარტო ხარ. აღარგიბრწყინავს თვალები ისე როგორც წლების წინ.

იმედი მაქვს, მიხვდით, რაზეც მსურს დღეს საუბარი. ამ თემას იმიტომ შევეხო, რომ შესაძლებელია ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი თითოეული ჩვენთაგანი აღმოჩნდეს. 

საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა მოლდავეთის შემდეგ  გოგონების ნაადრევი ქორწინებებით. მას მოსდევს თურქეთი  და ტაჯიკეთი. საქართველოში კი 20-24 წლამდე გოგონების 19% 18 წლამდეა გათხოვილი. ეს შესაძლებელია ქართული მენტალიტეტის გავლენაც იყოს, რადგანაც გოგო როდესაც თხოვდება აუცილებლად ქალიშვილი უნდა იყოს და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს, პირველ რიგში გოგონების ასეთ პატარა ასაკში გათხოვებას.

არასრულწლოვანი პატარძლები ახალ ოჯახებში ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ზეწოლის ქვეშ ხვდებიან. ქორწინება უარყოფითად მოქმედებს მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმთველობაზე. ართმევს განათლების მიღების საშუალებასდა წარმატებულად დასაქმების შანსს. სწორედ ეს მიზეზებია საკმარისი იმისთვის, რომ ახალ გათხოვილი გოგო , უბრალოდ ადგეს და წამოვიდეს ქმრის ოჯახიდან. გამოვფხიზლდეთ და დავიმახსოვროდ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ცოლი მხოლოდ საწოლში და კუხნაში არ არის საჭირო. იმედი მაქვს ვინმესთვის იქნება დაფიქრების საშუალება და დაფიქრდება თუ რა შედეგები მოჰყვება მის ნაადრევ გათხოვებას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები