კი – არა, მარიჰუანას დეკრიმინალიზაციას!

ARIS ბლოგერი

ავტორი: შმაგი ბერუაშვილი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი


არა რა არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი; 
არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა. 
მარკოზი 7:15

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემა, კვლავ, აქტუალურია. მოსახლეობა მთავრობისგან კანონის გადახედვას, რამდენიმე წელია, უშედეგოდ, ითხოვსთითქმის, ყოველ წელს იგეგმება და იმათება მრავალათასიანი მანიფესტაცია დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, თუმცა, მთავრობის მეთაური ამ საკითხში შეუვალია. 

მარიხუანას ლეგალიზაცია შესაძლოა უახლოეს მომავალში მოხდეს და შესაძლოა, დღევანდელი მახინჯი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის არსებობის ვითარებაში, მისი დეკრიმინალიზაციას ერთადერთი გამოსავალიც კი იყოს, მაგრამ საბოლოოდ, ეს ქვეყანას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

გახშირდა აქციები დეეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, სადაც ლეგალიზაციის შესახებაც გაიჟღერა მესიჯებმა. სატელევიზიო გადაცემები და საინფორმაციო გამოშვებებიც, საკმაოდ, დიდ დროს უთმობენ ამ თემას. ბევრი იწერება სოციალურ ქსელებშიც, სადაც, იშვიათად განიხილავენ, – ერთი შეხედვით საჭირო გადაწყვეტილების ნეგატიურ მხარეებს.

მარიხუანას ლეგალიზაციას, ძირითადად, ის ახალგაზრდობა უჭერს მხარს, რომელიც ამას დღეს პოპულარულ თემად აღიქვამს, მაგრამ ჩვენ, ეს, – მაინც, მიზანმიმართულ აქციად მიგვაჩნია, რადგანაც ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, თითქოს, – თუ ჩემს თავს ვავნებ, სხვისი რა საქმეაო, – და ვერც იმას: – ბევრ ქვეყანაში მარიხუანა ხომ ლეგალიზებულიაო. ეს აქცია, ვფიქრობთ, არის იმის შედეგი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის წინაშე რამდენიმე წლის წინ იკისრა და რისთვისაც ძალიან დიდი ოდენობის გარანტიებია საქართველოში მოზიდული.

კითხვაზე,  უნდა იყოს თუ არა მარიხუანას მოხმარება დასჯადი ქმედება და უნდა მოხდეს თუ არა მისი ლეგალიზებაჟურნალისტმა გვანცა დოლუაშვილმა შემდეგი პასუხი გაგვცა:

,,რა თქმა უნდა, ადამიანებს მარიხუანას მოწევის, ან ამ მიზნით, მისი შენახვის გამო, არ უნდა იჭერდნენ. მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ვემხრობი, თუმცა ამის საჭიროებაზე საუბრის პარალელურად, აუცილებლად მიმაჩნია მოსალოდნელი პრობლემების განსაზღვრა და არასასურველი შედეგის თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება. ეს შეიძლება იყოს ადამიანთან ცნობიერებაზე მუშაობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სხვა. ვიმეორებ, მე მინდა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, მაგრამ არ მინდა, მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა, რომელიც შესაძლოა, ადეკვატური ანალიზის გარეშე, ჩვენმა ქმედებამ გამოიწვიოს’’.

დღეს ჩვენ მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში სწორი გამოსავალია მარიხუანას მოხმარების დეკრიმინილიზაცია, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია მისი სრული ლეგალიზაცია. მაშ რასთან გვაქვს საქმე?

დღეისათვის, დანაშაულად გამოცხადებულ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციით, უდავოდ, აღდგება სოციალური სამართლიანობა. კერძოდ, დღეისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების (მ.შ.: მარიხუანას) განმეორებით მოხმარება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, ხოლო, იმავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ აღნიშნული ადამიანი ინახავს მარიხუანას გარკვეული ოდენობას, იგი შესაძლოა დაისაჯოს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ეს ხდება მაშინ, როდესაც იმავე კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად აღელვების ნიადაგზე განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე. სწორედ ამაში მდგომარეობს პრობლემა და არა იმაში, რომ ლეგალიზებულ უნდა იყოს თუ არა მარიხუანას მოხმარება… სწორედ ის არის პრობლემა, რომ მოტივის მიუხედავად, ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღლა, ჩვენი სახელმწიფო აყენებს დღემდე ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას.

ბუნებრივია, დაგვებადება კითხვა, მაშ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი? მე გიპასუხებთ, გამოსავალი არც ევროპის მიმბაძველობაშია, არც ამერიკის, არც აზიის, – გვინდა, ქართულ რეალობას მორგებული გადაწყვეტილება და კანონი. მარიჰუანას დეკრიმინალიზაციით, ხელს ნუ შევუწყობთ საქართველოში, ამ ახალი ”ეპიდემიის” გავრცელებას, მაგრამ, ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ვინმეს მართლაც საკუთარი თავი გაუმეტებია საამისოდ, არც ეგ უნდა დავსაჯოთ კანონის მთელი სისასტიკით. უნდა გავითვალისწინოთ, დანაშაულის პრევინციისათვის ერთ-ერთი უმთავრესია დანაშაულის რესოციალიზაცია. რა თქმა უნდა, გარკვეული რეგულირების ფარგლებში.

თუ შევადარებთ, ნაკრომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ლამის საპრეზიდენტო კონტროლის დონემდე აყვანილ კამპანიას და იდეას, ასეთი ქმედების დეკრიმინალიზაციის შესახებ, რა თქმა უნდა, ჯობია დეკრიმინალიზაცია, მაგრამ დაუშვებელია, მარიხუანას მომხმარებელთა რეოდენობის ზრდისათვის ხელის ხელოვნურად შეწყობა, რაც, აუცილებლად, უნდა რეგულირდებოდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობით იმგვარად, რომ ”მომხმარებლების” გარდა, სხვას არ გაუჩნდეს სურვილი, მოწიოს, თუნდაც, ეს უკვე ე.წ. ”ლეგალიზებული”, მაგრამ, უდავოდ, მავნებელი ბალახი.

არ არის მისასალმებელი, საქართველოში საუბრობდნენ მარიხუანას ლეგალიზაციაზე, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის უფრო მსუბუქი მავნებლობის მქონე ნიკოტინს – სიგარეტს და უფრო მეტიც აშშ-ში, დღეს, კოკა-კოლასა და პეპსი-კოლას უწესებენ სანქციებს მავნებლობის გამო. ხომ არ შეიძლება, ეს ქვეყანა, მუდმივად, საცდელ ლაბორატორიას ემსგავსებოდეს?!

როგორ ფიქრობ მარიხუანა უნდა იყოს თუ, – არა ლეგალიზებული? ამ კითხვით 18 წლის გიგა ლობჟანიძეს მივმართეთ, რომელმაც ასე გვიპასუხა:

– ,,რა თმქა უნდა, იყოს ლეგალიზებული, მარიხუანა იმდენად არ აზიანებს, როგორც ციხე’’.

მეცნიერულად, დადგენილია, თუ ადამიანმა მარიხუანა მოწია, მეორე დღეს, მისი აღქმის უნარი სამჯერ კლებულობს. მთელ სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიაში, იმიტომ არის ცხოვრების დაბალი დონე, რომ უმრავლესობა კანაფს ეწევა. ეს ნარკოტიკი, იოლად იწვევს განცხრომის გრძნობას, კარგად ყოფნის განცდას. რაც აბრკოლებს, მისწრაფებას რაღაცისკენ. მარიხუანას ლეგალიზებას იმიტომ მოითხოვენ, რომ მიაჩნიათ, ეს არ არის ისეთი ნარკოტიკი, რომელიც სერიოზულ ზიანს იწვევს. არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც სამკურნალოდ მისულ პაციენთა შორის, ვინც ჰეროინის გამო მივიდა სამკურნალოდ, 25% არის ის,  ვინც დაიწყო მარიხუანათი და გადავიდა შემდეგ, უკვე, სხვა ძლიერ ნარკოტიკზე. მარიხუანას, ასვე, ეძახიან – “ნარკომანიის კარიბჭეს”.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები