ავტორი: სალომე აფციაური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
არც ისე დიდი ხნის წინ მივხვდი რომ მიზანთროპი ვარ. როგორ მივხვდი? უცნაურია ალბათ, კობო აბეს “ქალი ქვიშაშის” ვკითხულობდი და იქ იყო ნახსენები. მაშინ რას ნიშნავდა არ ვიცოდი. ვნახე უცხო სიტყვათა ლექსიკონში და მივხვდი რომ ეს მე ვარ… ხო, მე მძულს ხალხი. ზოგადად. ყველა. არანაირი განსაკუთრებული მიზეზი ამის არ მაქვს. ყველაზე პარადოქსული ალბათ ისაა, რომ არიან ადამიანები(თუმცა ცოტა), რომ მიყვარს, მაგრამ ამავდროულად ისინიც მძულს, რადგან ისინიც ხალხია, ხორცი, ხრწნადი, ხალხი. მძულს ვიღაც გოგონა, გვერდით რომ მიზის, ფანჯარაში რომ იყურება, რაღაცას უსმენს, მკერდი უთამაშებს და არც კი სურს იცოდეს რომ მის გვერდით მე ვარსებობ. მარჯვნივ მიზის კაცი, მსუქანი არაა მაგრამ სხეული სიმმრგვალეშეპარულია. ესეც მეჯავრება. უამრავ ბილწ, არაადამიანურ ბინძურ სიტუაციაში შემიძლია წარმოვიდგინო ეს ორი ადამიანი, ერთად თუ ცალ-ცალკე (radiohead-high and dry-ც მეხმარება) ნუ დამაწყებინებთ ამ სიტუაციების აღწერას, ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო წასაკითხი მერწმუნეთ. ხო, ისე თქვენც მძულხართ, სამწუხაროდ ადამიანთა რიგებში ეწერებით და მიტომ. საბოლოოდ ჩემი თავიც, მეც ადამიანთა რიგებში ვარ.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
მიზანთროპიის გამოვლინებანი: თავი მტიკვდება ბევრ ხალხს რომ ვუყურებ ერთად,თან ერთვის გულისრევის შეგრძნება,და კლაუსტროფობი ვხდები, ოღონდ დახურული სივრცე ჩემთვის ადამიანთა გარშემო ყოფნაა.
სიძულვილი: ისეთი არაფერია. ყველა პიროვნებას ერთი ფასი აქვს,უფასოა.არასასიამოვნო შეგრძნებაა. არ გეგონოთ ვინმეს ვემტერები,ცუდს ვუსურვებ, მახარებს უცნობთა უბედურება ან რამე (ისე რომ წაიქცევიან,თავს რომ ურტყამენ მანქანის კიდეს გადმოსვლისას მეცინება და თავის შეკავებასაც არ ვცდილობ ასეთ დროს :დ). უბრალოდ არ მიყვარს ისინი და ყველას მიმართ მაქვს შექმნილი თავდაცვითი ზონა. ზოგჯერ ის კი არ მძულს რომ ყველა ადამიანია და აშ. არამედ ფაქტი, რომ ვერ დაიმალები, ყველგან გიპოვიან, შეგამჩნევენ, მოგაგნებენ, ეგ ფაქტი მძულს.
რას ვაკეთებ:არაფერს. არ გავრბივარ.არ ვცდილობ ალექს სუფერთრამფობას, კრუზოობას, ზარათუსტრობას. არაფრისმომცემი იქნება. თან მე მჭირდება საზოგადოება. მას რამდენად, არ ვიცი. რაღაც ეტაპზე სასიამოვნო იქნებოდა მარტო წანწალი უცხო, საშიშ მხარეებში, თუმცა საკუთარ თავთან განმარტოებას ყველა შემთხვევაში ვახერხებ. აი ახლაც, 25 კაცში ვზივარ და მშვენივრად ვარ მარტო.
ფეისბუქი: ისიც მძულს. 1300-ს ვუკაკუნებ მეგობრებით. სულ ვამბობ წავშალო მეთქი,მაგრამ ეგოისტური და მომხმარებლური დამოკიდებულება მაჩერებს.”დაიტოვე, რაიცი რაში გამოგადგეს”. ჩემი თავი მეუბნება ხოლმე და მეც ვიტოვებ ყველას… თითქმის სულ offline ვარ, ორი მიზეზით:
1.არ მიყვარს ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან ჩატი. 2.ისევ მიზანთროპია, აქაც, როგორც მეტროში, კონცერტზე, რიგში, ავტობუსში, გულს მირევენ მანათობელი ადამიანები. ასობით არიან. არცთუ დიდი ხნის წინ სიები გავაკეთე: – კაი ტიპები, ცუდი ტიპები, კონომანები, მელომანები, ფანატიკოსები მაგრამ დავიღალე და 100 მეგობარი გადავანაწილე მხოლოდ. მიზანთროპულად ხომ მძულს, ანუ ჩემთვის, გამოუხატავად, მაგრამ გამოხატულად მძულს მთელი სოციალურ ქსელში აქტივობა ადამიანთა მხრიდან თავისი სურათის ყველა პოზაში გადაღებით და გაზიარებით რომ შემოიფარგლება. ასეთებმა უკვე მიიღეს ჩემგან სამუდამო unfollow.
ისე სელფ და პროფილის სურათების ცვლას ვუყურებ ან ადამიანის ნარცისტულ ან არასრულფასოვნების კომპლექსებით შეპყრობილურ გამოვლინებას. ისე ნარცისებს მაინც კომპლექსიანი ხალხი მირჩევნია. ის სურათი ხომ იცით, ლაიქები რომ იყრება ყუთში, ყუთს აწერია ეგო. რეალობაა. კიდევ, ვიდეო ვნახე. თავიდან ცოტა დამძიმებულად და სიტუაციის გამუქებად აღვიქვი. ახლა აღარ ვიცი. იმ გმირის შემთხვევაში რაც მეტად ფუჭდება და მძიმდება გარე სიტუაცია, მისი ფეისბუქ პოპულარობა მეტად იზრდება. ჩემს შემთხვევაშიც პირდაპირი პროპორციაა, ოღონდ მეგობრების რაოდენობის ზრდასა და ჩემში მიზანთროპულობის პროცენტულობის ზრდას შორის.
https://www.youtube.com/watch?v=QxVZYiJKl1Y
მუდმივი ნეგატივები რომ არ გამომივიდეს ვიტყვი რა მარგო: სწორედ ფეისბუქი დამეხმარა გავმხარიყავი შეფარულად აქტიური, კომუნიკაბელური, მივიღე მონაწილეობა უამრავ ტრენინგში, ღონისძიებაში, პროექტში, რომელიც ნიუსებში ვნახე. ბევრი ადამიანი სწორედ მისით შევინარჩუნე. ის რომ არა გაცილებიც ცუდი ტიპი ვიქნებოდი, თუკი ურთიერთობის სიმძიმის ჭრილში განმიხილავთ…
რა მინდოდა მეთქვა ამით: ვიცი ჩემს დღეში ბევრი ჩემი ასაკის ადამიანია. არ ვიცი რა უნდა ვუთხრა მათ. ვერ მოგიწოდებთ რომ შეიცვალოთ, მე იგივეს არ ვაპირებ. მგონია არ არსებობს ცუდი და კარგი თვისება. არც ფეისბუქის სწორ და არასწორ გამოყენებას ვცნობ. ერთხელ და სამუდამოდ, დაწესებულ ზღვრებს ჰგავს. ყველაფერი ინდივიდუალურად საკუთარ თავს მოვარგოთ ჯობია და მაშინ შევეცადოთ მოცილებას ზნის, თუ იგი შინაგანად გვანგრევს. ან… მოვისმენ სხვა შემოთავაზებებსაც…