ავტორი: მარიამ ლეკიაშვილი
თსუ-ის სტუდენტი
ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, გავრცელება და საზოგადოების ფენებში დამკვიდრება უძველესი დროიდან იყო ჟურნალისტიკის საგანი, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ჟურნალისტიკას „ჟურნალისტიკა“ ეწოდებოდა. ჟურნალისტი საკუთარი მრწამსით, მსოფლმხედველობით ყოველთვის საზოგადოების ცენტრშია და აწვდის ინფორმაციას ან ასწავლის რაიმე ახალსა და საინტერესოს. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაზე, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, თანაც უკიდურეს გაჭირვებასა და ცენზურის პირობებში. მათ მთელი თავისი ნიჭი და ენერგია შესწირეს ქართული საზოგადოებას და თვითშეგნების ამაღლებას.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
რა ხდება დღეს ქართულ ჟურნალისტიკაში? ბევრს ვფიქრობ თუ როგორ დეგრადირდა ქართული მედია. როგორ დაივიწყა ვალდებულება საკუთრი ქვეყნისა და ხალხის წინაშე იყოს მართლი. როგორ დაივიწყა ხალხის სამსახური. სამწუხაროდ, დღეს ქართული მედია მხოლოდ მოგებაზე და სენსაციაზეა ორიენტირებული. მათი მთავარი საზრუნავი მხოლოდ რეიტინგი და „სკანდალია“. ვრთავ არხებს ერთი მეორის მიყოლებით…ვხედავ და არ მესმის…
დღეს, ქართული მედია სრულიად თავისუფალია. თავისუფალია კონტროლისა და ძალაუფლებისგან. თავადაა საკუთარი თვის გამგებელი. დღეს მათ უამრავი საშუალება აქვთ საზოგადოებამდე მიიტანონ ინფორმაცია, დაამკვიდრონ, ზეგავლენა მოახდინონ მასზე. მედია, აწვდის ინფორმაცია, ცვლის მათ თვალთახედვას.. ცვლის არა უკეთესობისკენ. აჩლუნგებს მათ გემოვნებას და გონებრივ შესაძლებლობეს. ისინი ბეჯითად გვარწმუნებენ, რომ საზოგადოება ამას ითხოვს. მედიაც, როგორც ხალხის „მსახური“, მათ ნებას ემორჩილება.
არა, ეს არ არის ხალხის არჩევანი…
ეს მედიის არჩევანი და ნებაა… საკუთრი გადაწყვეტილებით აწვდის და ავრცელებს მდარე ხარისხის ინფორმაციას. ეს ყველაფერი კი საზოგადოების დეგრადაციას, გონებრივ დაქვეითებას უწყობს ხელს. ასეთი ქმედებით კი მთლიანად ილახება სიტყვა „ჟურნალისტიკის“ ცნება. ასეთი ქმედებით მედია ლახავს ხალხის უფლებებსაც, რადგან არ ასრულებს თავის მოვალეობას. ამიტომ დაკარგა ხალხმა მედიისადმი ნდობა. ამიტომაა, რომ ხშირად მესმის სიტყვები „ტყუილი იქნება“, „ეგენი რას დაწერდნენ მართლს“… ხალხის უნდობლობა, ეს ყველაზე დიდი მარცხია მედიისთვის. თუმცა ისინი ამას არ იმჩნევენ და მაინც „ამაყად“ განაგრძობენ „ხალხის სამსახურს”…