მე საქართველოს მოხალისე ვარ!

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი


მოლოდინი ყოველთვის დიდია, როდესაც გეგმები ბევრი გაქვს. ჩვენს ქვეყანაში „მოხალისე“ შავ მუშად აღიქმება და საზოგადოებაც შეეგუა სტერეოტიპს, რომ შრომას, კეთილ საქმეს, აუცილებლად თანხობრივი ანაზღაურება უნდა ახლდეს თან. სპორტისა და ახალგარდობის სამინისტრომ მთელი საქართველო გაგვაერთიანა,  ერთ სასტუმროში მოგვიყარა თავი. სწორედ ამიტომ, ხუთი დღის მანძილზე ბაკურიანმა გვიმასპინძა და სახსოვრად დაიტოვა ძალიან ბევრი კარგი მოგონება.

11245347_909146742479997_1866931799_nაპრილში studinfo.edu.aris.ge-ზე წავიკითხე, რომ იგეგმებოდა ტრენინგი – ისწავლო, რომ მერე ასწავლო. აპლიკაცია დაუფიქრებლადვე შევავსე და მოვლენების განვითარებას დაველოდე. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დამირეკეს და იმ იღბლიან თექვსმეტ სტუდენტს შორის აღმოვჩნდი,  კახეთიდან რომ აარჩიეს.  როგორც მონაწილეებმა გავიგეთ, მთლიანი საქართველო უნდა ჩართულიყო აღნიშნულ პროექტში. შესაბამისად, სულ 134 ადამიანი გაეერთიანა სიახლის ძიების იდეამ და სწავლებაც დაიწყო. ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციის – „Helping Hand-ის” შერჩეულმა ათმა ტრენერმა ჩაგვიტარა.

ვინ არის მოხალისე? გიფიქრიათ ოდესმე? მოხალისე რაღაც ფორმით ყველა ჩვენგანია.  უბრალო მაგალითი რომ ავიღოთ: – ვთქვათ, დილით ჩვენმა მეზობელმა ნათელა ბებომ მაღაზიაში კარაქისთვის გაგვაგზავნა. ჩვენ მას უარი არ ვუთხარით და უსასყიდლოდ, უანგაროდ დავეხმარეთ. ეს მოხალისეობაა, ის საქმიანობა, რომელიც ანაზღაურებას არ საჭიროებს.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

თითოეული ქართველი საქართველოს მოხალისე უნდა იყოს, საკუთარ ქვეყნასთან  შესაწირის მიტანა ვერავინ ვერ უნდა დაასწროს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ უამრავი ქვეყანაა, რომელთა პრეზიდენტები, ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, კულტურული თუ ცნობადი ფიგურები მოხალისეობრივი საქმიანობით არიან დაკავებულნი. ყველაზე გამორჩეული მაგალითი ბარაკ ობამაა, რომელიც  ხალხს ხშირად უჩვენებს უანგაროდ გაკეთებული საქმის მაგალითებს,რიგით ამერიკელებთან ერთად.  როგორც წესი, წლის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციები აქვთ და საუკეთესო, აქტიურ მოხალისეებს სხვადასხვა ნომინაციებით აჯილოდოვებენ. ეს საუკეთესო ხერხია, აქტიურად ჩართო სხვა ადამიანებიც და მისცე სტიმული, იბრძოლონ, რათა მიაღწიონ.

თითოეული მოხალისე თქვეში 45 ლარის ოდენობის ანაზღაურებას მიიღებს. ეს უკანასკნელი კი გათვლილია იმ ხარჯებისთვის, რომლებიც ჩვენ უნდა გავიღოთ სხვადასხვა სოფლებში თუ ქალაქებში საქმიანი ვიზიტების დროს.

5 დეკემბერი მოხალისეების დღეა, სწორედ ამიტომ ქართველი მოხალისეებიც დიდი გეგმებითა  და შევაჯამებთ 8 თვიან განვლილ დროს, ხოლო თავად პროექტი 31 დეკემბერს, წლის ბოლო დღეს, ღამის 00:00-ზე დასრულდება. პროგრამა წელს პირველად ხორცილედება და საპილოტე ხასიათს ატარებს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მისი გაგრძელება იგეგმება.

თუკი ჩემი ბლოგ-პოსტის წაკითხვის მერე ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი ჩაერთოთ ჩვენს სამომავლო ღონისძიებებში, ჩვენი, 124 მოხალისეს თითოეული პროექტი გელით.

ნუ დაივიწყებთ,  უნდა იყო ის ცვლილება, რომელიც თავად გსურს!

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები