ბავშვი წარმატების გზაზე

ARIS ბლოგერი

ავტორი: მარიამ შენგელია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი


ყველა მშობელს სურს, მისი შვილი წარმატებული პიროვნება იყოს,თუმცა ხშირად ბავშვებს არ შესწევთ სირთულეების დამოუკიდებლად გადალახვის უნარი და მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვების პრობლემების მოგვარება, სწორედ, მათი მოვალეობაა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამ და სხვა  ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოთერაპევტი სალომე საბიაშვილი გვესაუბრა:

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ბავშვის წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ბევრი ფაქტორი თამაშობს გადამწყვეტ როლს, თუმცა, შესაძლებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გამოყოფა:

1. საკუთარი თავის პატივისცემა – ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და რთულ ამოცანას მშობლისთვის შვილში სწორი თვითშეფასების ჩამოყალიბების ფორმირება წარმოადგენს.  ბავშვმა საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდეს, არ უნდა ეშინოდეს გარშემომყოფების აზრის, არ უნდა ცდილობდეს სხვებისთვის რამის დამტკიცებას. რაც უფრო მეტად აფასებს საკუთარ თავს ბავშვი, მით უკეთესად ეპყრობა სხვებს.

2. ოპტიმიზმის შთანერგვა – ბავშვს უკეთესის რწმენა უნდა შთაუნერგოს მშობელმა, ეს უკანასკნელი ნებისმიერ სიტუაციაში  დადებითს უნდა ხედავდეს. წარუმატებლობა ადამიანს გამოცდილებას მატებს, რაც მომავლისთვის აუცილებელია.  ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ არსებობს კარგი და ცუდი სიტუაციები.

3. ნიჭის გამოვლენაში დახმარება – ყოველ ადამიანშია რაღაცის ნიჭი. აუცილებელია პატარას მოვუყვეთ სხვადასხვა პროფესიების შესახებ, ავუხსნათ რა თავისებურებები გააჩნია თითოეულ მათგანს, სხვადასხვა  დავალებები მივცეთ და დავაკვირდეთ რაში გმაოავლენს უფრო მეტ ინტერესს.

4. მჭევრმეტყველების განვითარება –  ადამიანების თავისკენ მოზიდვის მოლაპარაკებების, საერთო ენის გამონახვის უნარი ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია.  ბავშვი რომ წარმატებული ადამიანი გახდეს, აუცილებელია ვასწავლოთ საკუთარი გრძნობების, აზრებისა და ემოციების სიტყვიერად სწორად გადმოცემა.

5. დამოუკიდებლობის გამომუშავება  – რაც უფრო მეტს აკეთებს დამოუკიდებლად ბავშვი, მით უფრო  თავდაჯერებულად გრძნობს თავს.

6.  შემოქმედებითობისა და ფანტაზიის განვითარება – ცხოვრებაში წარმატება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ უმკლავდება ადამიანი სირთულეებს. ადრეული ბავშვობის წლებიდანვე აუცილებელია დავეხმაროთ  პატარას შემოქმედებითობის განვითარებაში:  მასთან ერთად დავხატოთ, ვიცეკვოთ, ვიმღეროთ, შევადგინოთ მოთხრობები და ზღაპრები, წავახალისოთ მისი ცნობისმოყვარეობა და ინტერესები…

7. პასუხისმგებლობის გამომუშავება – საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ წარმატებული ადამიანები აცნობიერებენ  პასუხისმგებლობას თავიანთ ცხოვრებაზე და ამ ცხოვრებაში მიმდინარე ყველა მოვლენაზე.  ბავშვი უნდა აცნობიერებდეს საკუთარი ქმედებების შესაძლო შედეგებს.

8. მიზნების დასახვისა და მიღწევის უნარი – ბევრმა ადამიანმა უბრალოდ არც იცის რა უნდა, ასეთი მდგომარეობა   კი წარმატების საშუალებას არ იძლევა.  აუცილებელია, ადრეული ბავშვობის წლებიდანვე ვასწავლოთ პატარას მიზნების დასახვა, საკუთარი სურვილების გაცნობიერება და მიზნის მისაღწევი  გზების მოფიქრება.

– ხშირად მშობლები მიიჩნევენ რომ ბავშვების პრობლემების მოგვარება სწორედ მათი მოვალეობაა, რამდენად სწორია ეს მიდგომა?

– გააჩნია პრობლემას და ბავშვის ასაკს, თუმცა  რაც უფრო  ადრე მივაჩვევთ ბავშვს დამოუკიდებლობას, პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებას, მით უკეთესი იქნება მისთვის. მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ  ბავშვები იზრდებიან და სულ პატარებად არ რჩებიან. ამიტომ მათზეა დამოკიდებული რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი იქნება შვილი. ჰიპერმზრუნველობა, ყველაფრის შვილის მაგივრად კეთება, ადამიანში უსუსურობის განცდას იწვევს, რაც ძალიან დიდი წინაღობა შეიძლება გახდეს მის სამომამვლო წარმატებაში.

– დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრი სთავაზობს მშობლებს შემეცნებითი კურს ბავშვებისთვისბავშვი წარმატების გზაზე – ეს კურსი განკუთვნილია 5 დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. განსაკუთრებით  კი  იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ შემდეგი სახის სირთულეები: უჭირთ  საკუთარი  პიროვნების (სურვილების) გამოხატვა; აქვთ თანატოლებთან და მოზრდილებთან ურთიერთობის სირთულე, ადვილად ვერ  იძენენ მეგობრებს, თავს მარტოდ გრძნობენ, ან ყველას მეგობარს უწოდებენ; არიან  მორცხვები,  „ბუტიები“, ვერ ახდენენ ჯგუფში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და ინტერესების დაცვას ; დაჩაგრულად, გარიყულად გრძნობენ თავს; ზედმეტად ფიცხები არიან, ან  უჭირთ სხვისგან  მომდინარე ბრაზთან გამკლავება.

ბავშვების სოციალური უნარ-ჩვევების შემუშავება და ემოციური სფეროს განვითარება, რაც გულისხმობს:მათ მიერ სოციალურ გარემოში უკეთ ადაპტირებას, თანატოლებთან და მოზრდილებთან ეფექტური კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;  სხვა ადამიანის პატივისცემას, თანაგანცდასა და ურთიერთგაგებას, ურთიერთობების დარეგულირებას ოჯახში და სოციუმთან; კრეატიულობის, თვითშეფასების,  ლოგიკური აზროვნების,  ყურადღების, მოტივაციის, მეტყველებისა და  წვრილი და მსხვილი მოტორიკის განვითარებას,  გუნდური მუშაობისა და  თვითმომსახურების უნარების გამომუშავება-დახვეწას.

კურსის ბოლოს, ბავშვს განუვითარდება და დაეხვეწება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უნარი დაძლევს  მანამდე არსებულ პრობლემებს თავშეუკავებლობა,  რაც საშუალებას მისცემს მას გარემოში უკეთ ადაპტირდეს, გამოავლინოს საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან და არ შეუშინდეს პრობლემებს. მშობლებისთვის კურსის ბოლოს ჩატარდება სპეციალური კონსულტაცია, სადაც პროფესიონალი ფსიქოლოგები აუხსნიან საქმის ვითარებას, გასცემენ რეკომენდაციებს, რაც მათ ბავშვის  შემდგომ აღზრდა-განვითარებაში დაეხმარება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები