ჩემი დღიური სასწავლო-სამუშაო დღე

ARIS ბლოგერი

 

ავტორი: ანა სოლაშვილი

გურამ  თავართილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი


ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ამავდროულად, განსხვავდება ერთმანეთისგან. თითქოს ერთნაირად ვიწყებ ყოველ ახალ დღეს, მაგრამ ამ დღეებსაც ხომ ვანსხვავებთ?! მაგალითად, – ამინდით. ამინდი კი, განსაკუთრებულად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. არც მე ვარ გამონაკლისი მათ შორის, ვისაც უყვარს და კარგ ხასიათზე აყენებს მზე.

როცა, გარეთ მზე ანათებს, ვგრძნობ, რომ შინაგანად ვანათებ და ამას სხვებიც გრძნობენ. ყოველ დილას ფიქრით და ოცნებით ვიწყებ. არამგონია, არსებობდეს ადამიანი, ვინც, ნებით თუ უნებლიედ, ყველაზე დიდ როლს ფიქრში არ ატარებდეს. ან პირიქით, არ გააჩნდეს ოცნება, რისთვისაც მთელი ცხოვრება ბრძოლაში არ ატარებდეს. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მქონდა მიზანი, რომელსაც ყოველთვის ვაღწევდი. ასეა, დღემდე, და ვიცი, ამჯერადაც, აუცილებლად მივაღწევ მიზანს და გავხდები კარგი ჟურნალისტი. მოვინდომებ და მივაღწევ.

ჩემი ფიქრები და ოცნებები სწორედ ჟურნალისტიკას ეხება.

ჩემი თავით კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ვცდილობ, იმ შეცდომების გამოსწორებას, რაც ოდესმე დამიშვია. მიუხედავად იმისა რომ გარშემო ბევრი ადამიანი მყავს, მაინც მაქვს დანაკლისის გრძნობა.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

…ბევრი ადამიანი დამიკარგავს. ისინი როგორც ჩნდებოდნენ, ისე ქრებოდნენ ჩემს ცხოვრებაში. თუნდაც, მეგობრები… ბევრი”პონტის მეგობარი” მყოლია. ალბათ, ეს ბევრისგან გსმენიათ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნამდვილი მეგობრები მყავს, ეს გრძნობა მაინც მაწუხებს და თავს მაინც ვგრძნობ მარტოდ. მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვფიქრობ, რომ ადმიანები ერთმანეთის მიმართ მაინც გაუცხოებულები და საკუთარი პრობლემებით შეპყრობილები ვართ. ეს, ყველაზე მეტად მაბრაზებს. ყოველთვის ვცდილობ, ვიფიქრო სხვაზე როგორც არ უნდა მიჭირდეს, მაგრამ ჯერ სხვისგან იგივე არ მიგრძვნია.

იყო დრო, როცა ყოველი დღე უნივერსიტეტში წასვლით იწყებოდა, მაგრამ დღეს, ასე აღარ არის. ბოლო წლებმა ყველაფერ იმას მოუღო ბოლო, რაც ასე მიყვარდა. პირველი კურსი ყველაზე კარგი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში და იცით რატომ? – პირველად ვეზიარე პროფესიას რასაც სხვების წინააღმდეგობის მოიხედავად მაინც ჩემი გახდა.

პირველი ინტერვიუ, პირველი ქუჩის გამოკითხვა, პირველი სიუჟეტის გადაღება, – ეს ყველაფერი იმ ადამიანებისგან ვისწავლე, ვინც ყოველთვის საუკეთესონი იყვნენ ქართულ ჟურნალისტიკაში. მომდევნო წლებში, ისე მოხდა, რომ მომიწია, ჩამოვშორებოდი ამ ყველაფერს და დავიწყე მუშაობა. თუკი, ადრე მძულდა ლექციების გაცდენა, დღეს უკვე, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მუშაობა სულაც არ დამიწყია იმიტომ, რომ სწავლა ან მომბეზრდა, ან მეზარებოდა. არა, უბრალოდ, არ მინდოდა, იძულებით, აკადემიურის აღება.

ლექციებზე ან საერთოდ არ ავდივარ, ან თუ დავდივარ ღამენათევი, გათიშული და ჩემი თავი გვამს უფრო მაგონებს ხოლმე. უნივერსიტეტი, რომელშიც ვსწავლობ, ლოტკინზეა, სადაც სიარული სიშორის გამო, ძალიან რთულია. უნივერსიტეტის შემდეგ, სამსახურში მივდივარ, საიდანაც ვიცი, რომ კარგა ხანს, ვერ გამოვაღწევ. ეს ყველაფერი მკლავს, ბოლოს მიღებს.

თუმცა, არის გამონაკლისი დღეებიც, როცა ღამენათევს არ მიწევს ლექციებზე ჯდომა, მაგრამ მაინც გათიშულ მდგომარეობაში ვესწრები. სამსახურიდან მოსულმა, სწავლაც უნდა მოვახერხო, როგორმე. ისევ გათიშულს, ახლა, მეცადინეობაში შემომაღამდება ხოლმე…

მხოლოდ ერთს ვფიქრობ, ნეტავ, როდემდე გავუძლებ ამ ყველაფერს?! მეგობრებიც რომ მყავს და პირადი ცხოვრებაც მაქვს, მავიწყდება, დროის უქონლობა მავიწყებს. საშინელებაა, რომ დროს და ახალგაზრდობას იმის კეთებაში კარგავ, რისი კეთებაც არ გსიამოვნებს. უარს ამბობ ცხოვრების მიზანზე. განა, ჟურნალისტობა ჟურნალისტობა აღარ მინდა? – ალბათ, ქვეყანას აღარ უნდა ერთით მეტი ჟურნალისტი.

მიმძიმს, თუმცა, არ ვაპირებ დანებებას. მჯერა, ადამიანს თუ შესწევს ძალა, ის აუცილებლად, შეძლებს მიზნის მიღწევასაც.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები